პრიმერას საუკეთესონი დაჯილდოვდნენ
ესპანურმა გამოცემა “მარკამ” პრიმერადივიზიონის 2015-2016 წლების გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელი გამოავლინა და მათ სპეციალური ჯილდოები გადასცა.
პიჩიჩის ჯილდო (საუკეთესო ბომბარდირი): ლუის სუარესი (“ბარსელონა”);
ლუის არაგონესის ჯილდო (ესპანეთის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი): ალვარო მორატა (“რეალი”);
პუერტა-ხარკეს ჯილდო (ფეარ-პლეი): პრიმერადივიზიონის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი – ფეხბურთის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის;
სამორას ჯილდო (საუკეთესო მეკარე): იან ობლაკი (“ატლეტიკო”);
მიგელ მუნიოსის ჯილდო (საუკეთესო მწვრთნელი): დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო”);
გურუჩეტას ჯილდო (საუკეთესო მსაჯი): კარლოს ველასკო კარბალიო;
სარას ჯილდო (საუკეთესო ესპანელი ბომბარდირი): არიც ადურისი (“ატლეტიკო”);
ალფრედო დი სტეფანოს ჯილდო (საუკეთესო ფეხბურთელი): კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”).