რაკიტიჩი: “მესი და სუარესი ჩემი ახლო მეგობრები არასდროს ყოფილან”
“ბარსელონადან” “სევილიაში” დაბრუნებულმა ივან რაკიტიჩმა ყოფილ თანაგუნდელებთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
“მესი და სუარესი ჩემი ახლო მეგობრები არასდროს ყოფილან. 23 და 24-კაციან გუნდში რთულია, ყველას ახლო ემეგობრო. ყველაზე ახლოს ანდრეს ინიესტასთან, მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან და კევინ-პრინს ბოატენგთან ვიყავი, გასულ სეზონში კი – ფირპოსთან.
მიუხედავად ამისა, ლიონელსა და ლუისს ვაფასებ. ისინი ჩემი თანაგუნდელები ექვსი წლის განმავლობაში იყვნენ. ძალზედ მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან და მათი მადლიერი ვარ ამ ხნის განმავლობაში ჩემ მიმართ ნაჩვენები დამოკიდებულებისთვის”, – თქვა რაკიტიჩმა El Desmarque-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახესენებთ, რომ ივან რაკიტიჩმა “სევილიასთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ანდალუსიელებმა “ბარსელონას” მილიონნახევარი ევრო გადაუხადეს, კიდევ ცხრა მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გადახდილი.