“რეალში” ლუკას სილვა წარადგინეს
დღეს ლუკას სილვა მადრიდის “რეალში” ოფიციალურად წარადგინეს.
“მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ჩემი ოცნება ახდა. “რეალში” გადმოვედი იმისთვის, რომ ვისწავლო და უფრო მეტად – გუნდს დავეხმარო. მოვლენები სწრაფად ვითარდება, თუმცა მე უკვე მზად ვარ, “რეალის” ფორმა მოვირგო და მასაც ისე მოვეპყრო, როგორც “კრუზეიროს” მაისურს ვეპყრობოდი. აქ თამაში ჩემი ოცნება მას შემდეგ გახდა, რაც ამ სტადიონზე მამასთან ერთად პირველად ვიმყოფებოდი. “რეალის” ღირსების დაცვა დიდი პატივია. დარწმუნებული ვარ, რომ მადრიდში ყველაფერი წარმატებით გამომივა”, – ციტირებს ლუკას სილვას სიტყვებს sportsmole-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, “რეალმა” ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 14 მილიონი ევრო გაიღო. მხარეებს შორის კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა. 21 წლის ნახევარმცველი “სამეფო კლუბში” 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.