რონალდუ შავი ფერის ბუცების ჩაცმას უჩვეულო მიზეზის გამო ერიდება
მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ საკუთარი ბუცების დიზაინს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის ბუცის ფერსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. რონალდუს მოთხოვნებზე Nike Football Footwear-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაქს ბლაუმ ისაუბრა.
“რონალდუსთან ერთად ბუცებზე მუშაობა დიდი ხნის წინ დავიწყეთ. იგი მუდმივად ისწრაფვის სრულყოფილებისკენ და ჩვენც გვეხმარება ზრდაში. რონალდუმ გვითხრა, რომ ბუცების დახვეწაში დაგვეხმარებოდა და ჩვენც უმალ დავთანხმდით მის შემოთავაზებას.
რონალდუსთან თანამშრომლობა დიდი წნეხიც არის. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ მისთვის საუკეთესო დიზაინის ბუცები შევკეროთ. ასე შევქმენით ახალი Mercurial Superfly (რონალდუს ამჟამინდელი ბუცის მოდელი).
ყველა ფეხბურთელს აქვს საყვარელი ფერი. მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ბუცის ფერი ფეხბურთელის ტვინის აქტივობაზე ზეგავლენას ახდენს. როდესაც თავს კომფორტულად გრძნობ, უკეთაც თამაშობ. ბუცის ფერი მოთამაშეს თვითრწმენას მატებს.
რონალდუმ ამიხსნა, რატომ არ უყვარს შავი ფერის ბუცებით თამაში. მან მითხრა, რომ შავი ნელ ფერად ეჩვენება, მას კი სწრაფ ფეხბურთელად ყოფნა სურს”, – ბლაუს სიტყვები “მირორმა” გამოაქვეყნა.