რონალდუმ ყველაზე რთული მეტოქე და ის ფეხბურთელიც დაასახელა, ვისაც ომში წაიყვანდა
მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ Coach Magazine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საინტერესო კითხვებზე გასცა პასუხი.
“ფეხბურთში ჩემი მოტივაციისთვის მტრები მჭირდება. სწორედ მათი დამსახურებით მივაღწიე ამ მწვერვალს.
ლეო მესისთან ურთიერთობაზე? ჩვენ არ ვართ მეგობრები, მაგრამ ერთმანეთს პატივს ვცემთ. პრესა ჩვენს ურთიერთობას დიდ დაპირისპირებად წარმოაჩენს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის.
ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელი? ალექს ფერგიუსონი. როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედში” მივედი, პატარა ბიჭი ვიყავი და სწორედ ამ დროს გჭირდება ისეთი ადამიანი, როგორიც ფერგიუსონია.
მეტოქე, რომლის წინააღმდეგაც ყველაზე მეტად მიჭირს თამაში? ეშლი კოული. იგი წამით არ მოგცემდა ამოსუნთქვის საშუალებას.
ვის წავიყვანდი ომში? პეპეს. იგი კარგი მცველიც არის და მოედნის მთელ ტერიტორიაზეც ყველაზე ახდენს გავლენას”, – აღნიშნა რონალდუმ.