რუმინელთა თავკაცი: “ჩემს ბიჭებს კარგი თამაშისთვის მადლობას ვუხდი”
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა რუმინელთა თავკაცმა ანგელ იორდანესკუმ.
“კარგი მატჩი ჩავატარეთ და გოლის გატანის არაერთი შანსიც მოგვეცა. სტანკუს გაფუჭებული მომენტი მახსენდება. ბიჭებმა გეგმა შესანიშნავად შეასრულეს, ორგანიზებულად მოქმედებდნენ, თუმც მოედნის ცენტრში გარკვეული შეცდომებიც დავუშვით.
სამწუხაროა ასეთი მარცხი, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ შესანიშნავი გოლი გაგვიტანეს. ასეთი გოლის გატანა მხოლოდ უმაღლესი დონის მოთამაშეს შეუძლია.
რაც შეეხება პირველ გოლს, ჩიპრიან ტატარუშანუმ მითხრა, რომ იმ ეპიზოდში მეტოქემ თამაშის წესი დაარღვია. მე მისი მჯერა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემს ბიჭებს კარგ თამაშს მივულოცავ. წინ ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ვეცდებით, რომ მომდევნო შეხვედრას როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად მზად შევხვდეთ”, – განაცხადა იორდანესკუმ.