შესაძლოა, “კამპ ნოუს” მესის სახელი მიანიჭონ
“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი ემილი რუსო “კამპ ნოუსთვის” ლიონელ მესის სახელის მინიჭების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს:
“რეფერენდუმს ჩავატარებთ სტადიონ “კამპ ნოუსთვის” ლეო მესის სახელის მინიჭების თაობაზე”.
შეგახსენებთ, რომ გასულ სატრანსფერო პერიოდში ლიონელ მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტა სურდა. არგენტინელი ფეხბურთელი გუნდში შექმნილი სიტუაციით იყო უკმაყოფილო, თუმცა კლუბმა დაარწმუნა, რომ მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე გუნდში დარჩენილიყო. მასსა და კლუბს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს.
მესი კატალონიურ კლუბში 2003 წლიდან თამაშობს. ის გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატის ათგზის, ჩემპიონთა ლიგის კი ოთხგზის გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, არგენტინელმა ფეხბურთელმა ექვსჯერ მოიგო “ოქროს ბურთი”.