სიმეონე: „ზოგიერთები ფერგიუსონს მადარებენ“
მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე გამოტყდა, რომ უხარია, როცა სერ ალექს ფერგიუსონსა და ჟოზე მოურინიოს ადარებენ. არგენტინელმა სპეციალისტმა ისიც თქვა, რომ მადრიდულ კლუბში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობა სურს.
„ასეთ პიროვნებებთან შედარება ჩემთვის დიდი პატივია. „ატლეტიკოში“ უკვე საკმაო ხანი გავატარე. ზოგიერთები ამბობენ, რომ მადრიდული კლუბი შეიძლება „ფერგიუსონის გუნდად“ იქცეს. ისინი მე სერ ალექსს მადარებენ. ეს ადამიანი ფეხბურთის მთელ ეპოქას წარმოადგენს. რაც შეეხება მოურინიოს, მას საოცარი ქარიზმა აქვს. ჩვენს შორის დიდი ასაკობრივი განსხვავებაა. უკეთესი იქნება, ერთად ვნახოთ, თუ რა მოხდება მომდევნო წლებში. „ინტერში“ მოურინიოს მუშაობას ვაკვირდებოდი, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, – სიმონეს სიტყვები „ილ ჯიორნალემ“ გამოაქვეყნა.
ბექა დოგრაშვილი