სიმეონემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. არგენტინულ ტელეარხ TyC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სიმეონემ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შორის შედარებაც კი არამართებულია.
“მესი პირველია. არ არსებობს მასთან ახლოს მყოფი მოთამაშე. შედარება ყოველთვის უთანხმოებას იწვევს. ასეთ დროს ერთი მხარე სამართლიანი არ არის”.
სიმეონეს მესისა და დიეგო მარადონას შედარებაც სთხოვეს.
“მარადონა და მესი სხვადასხვა პერიოდსა და განსხვავებულ პოზიციებზე თამაშობდნენ. მესი უფრო მეტად დამრტყმელია, მარადონა კი მთელი მოედნის მოთამაშე იყო”, – დასძინა სიმეონემ.
“ატლეტიკოს” თავკაცმა ისიც აღნიშნა, რომ სამართლიანი არ არის, არ ჩაითვალოს მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მხოლოდ იმის გამო, რომ მას მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებული არ აქვს.