16-წლამდელთა ნაკრებში შვიდ დინამოელს უხმეს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები გუნდი 2013 წლის 4 დეკემბრიდან – 8 დეკემბრის ჩათვლით საწვრთნელ შეკრებას გაივლის. მოზარდი ჯვაროსნები 10-12 დეკემბერს ქალაქ ტრაბზონში ორ ამხანაგურ მატჩს თურქეთის თანატოლთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. ნაკრებში მიწვეულ ფეხბურთელთაგან შვიდი დინამოელია. საქართველოს 16-წლამდელთა გუნდში ლევან ისიანი, ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, ლუკა ფოჩხუა, გიორგი ლორია, ნურლან სეიდოვი და ერეკელე მალაზონია არიან გამოძახებულნი.

FCDinamo.GE