პოლონეთის თასზე “კორონამ” “არკა” 2:1 დაამარცხა: სამივე გოლი ქართველებმა გაიტანეს

პოლონეთის თასის ნახევარფინალის მატჩი ერთმანეთს კიელცეს “კორონა” და გდინიას “არკა” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ანგარიშით, 2-1 დასრულდა. საგულისხმოა, რომ სამივე გოლი ქართველებმა გაიტანეს.

“კორონას” შემადგენლობაში იმყოფებოდა ნიკა კაჭარავა, რომელმაც დუბლი შეასრულა: მან მე-14 და 69-ე წუთებზე აიღო გდინიელების კარი. ხოლო, “არკადან” ერთი ბურთი ასევე ქართველმა შემტევმა, ლუკა ზარანდიამ 81-ე წუთზე გაქვითა.

გეტყვით, რომ განმეორებითი შეხვედრა 17 აპრილს უკვე ბალტიის ზღვისპირა ქალაქ, გდინიაში გაიმართება.

“არკამ” “სლასკს” სტუმრად მოუგო – ზარანდია სათადარიგოზე დარჩა

დღეს პოლონეთში, ექსტრაკლასას მე-16 ტურის მატჩები გაიმართა.

ვროცლავში, “სტადიონ მიეისკიზე” ადგილობრივი “სლასკი” გდინიას “არკას” დაუხვდა. დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში 45-ე წუთზე ლუკაშევიჩმა გახსნა და “არკა” დააწინაურა. მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე ზბოზიენმა გამოიჩნა თავი და “ყვითელ-ლურჯების” უპირატესობა ორბურთიანი გახდა. თუმცა, 67-ე წუთზე ტარასოვმა მინიმუმამდე შემაცირა ჩამორჩენა. ამის შემდეგ აღარაფერი შეცვლილა და გდინიას გუნდმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვა.

მოგეხსენებათ, “არკას” ღირსებას იცავს საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემტევი, ლუკა ზარანდია. სამწუხაროდ, იგი დღეს სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ისე კი, გეტყვით, რომ 21 წლის ფეხბურთელს, ამ სეზონში, ქვეყნის ჩემპიონატში სულ ხუთი შეხვედრა (75 წუთი ჯამში) აქვს ნათამაშები.

“არკა” ამჟამად 22 ქულით მერვე პოზციას იკავებს.

“არკამ” მეხუთე დამატებით წუთზე წააგო – ზარანდია შეცვლაზე შემოვიდა

გუშინ პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურის შეხვედრაში გდინიას “არკამ” გდანსკის “ლეხი” მიიღო.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის მეხუთე დამატებით წუთზე გავიდა – მისი ავტორი სტუმართა მოთამაშე, პაიჩაო გახდა. შესაბამისად, გდანსკურმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

მოგეხსენებათ, “არკას” შემადგენლობაში გამოდის ქართველი შემტევი, ლუკა ზარანდია. პოლონელთა მეშვიდე ნომერი მარკუს ვინისიუსის ნაცვლად 59-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

ამ მარცხის შემდეგ “არკა” 18 ქულით მეათეა.

 

“არკამ” პოლონეთის თასი მოიგო – ლუკა ზარანდიამ ფინალში გოლი გაიტანა! (ვიდეო)

დღეს, ვარშავაში, “სტადიონ ნაროდოვიზე” პოლნეთის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს პოზნანის “ლეხი” გდინიას “არკა” დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელში ქართველი მოთამაშე, ლუკა ზარანდია გამოდის.

ძირითადი 90 წუთი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში 71-ე წუთზე ზარანდია პრზემისლავ ტრიტკოს მაგივრად შევიდა მოედანზე.

ანგარიშის გახსნა 107-ე წუთზე “არკას” ფეხბურთელმა, რაფაელ სიემაშკომ შეძლო. ზუსტად 5 წუთში ქართველმა შემტევმა გამოიჩნა თავი და მისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 119-ე წუთზე ლუკაშ ტრალკამ სხვაობა შემაცირა. ამის შემდეგ ანგარიშის მხრივ აღარაფერი შეცვლილა – 1-2!

ლუკა ზარანდიამ პოლონეთში პირველი ტიტული მოიგო!