25 ივნისს, სასტუმრო „მოხალისეში“ უეფას მწვრთნელთა განათლების „B“ ლიცენზიის კურსის მეორე მოდულის სწავლება დაიწყო. სასწავლო პროცესი მომდევნო სამი დღის განმავლობაში გაგარძელდება. მოდულის ძირითადი საკითხები მეკარეთა მომზადებას, თამაშის წესებსა და პირველად დახმარებას შეეხება. მეცადინეობა, ტრადიციულად, თეორიული და პრაქტიკული სამუშაოების დახმარებით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ უეფას მწვრთნელთა განათლების „B“ ლიცენზიის კურსმა განახლებული ფორმატით სტარტი 30 აპრილს აიღო. ამიერიდან, კურსი 6 მოდულისგან შედგება და ლიცენზიის მაძიებლები მას ოთხი ტუტორის დახმარებით ერთი წლის განმავლობაში შეისწავლიან. მიმდინარე კურსზე 20 მსმენელი ირიცხება.
უეფას მწვრთნელთა განათლების „B“ ლიცენზიის კურსის მესამე მოდული მიმდინარე წლის 3, 4 და 5 სექტემბერს გაიმართება.
http://Gff.Ge