დღეს “სეგუნდა დივიზიონის” 38-ე ტურის მატჩები იმართება. ერთ-ერთ მათგანში “რეალ სარაგოსამ” ხიხონის “სპორტინგი” “ესტადიო დე ლა რომარედაზე” მიიღო.
პირველ ტაიმში მასპინძელთა მხრიდან ბორხა იგლესიასი გამოირჩა, რომელმაც მე-10 და 28-ე წუთებზე დუბლი შეასრულა. თუმცა, 53-ე წუთზე ასტურიელებმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს. საბოლოოდ, “სარაგოსამ” საკუთარ კელდებში ანგარიშით, 2-1 იმარჯვა.
საგულისხმოა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი პაპუნაშვილმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში. ის მთავარმა მწვრთნელმა, ნატჩო გონსალესმა 59-ე წუთზე შეცვალა. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევის გუნდს 62 ქულა აქვს და მან მეექვსედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.