პაპუნაშვილი ლა ლიგისკენ მიიწევს – “სარაგოსამ” “სპორტინგი” დაამარცხა

დღეს “სეგუნდა დივიზიონის” 38-ე ტურის მატჩები იმართება. ერთ-ერთ მათგანში “რეალ სარაგოსამ” ხიხონის “სპორტინგი” “ესტადიო დე ლა რომარედაზე” მიიღო.

პირველ ტაიმში მასპინძელთა მხრიდან ბორხა იგლესიასი გამოირჩა, რომელმაც მე-10 და 28-ე წუთებზე დუბლი შეასრულა. თუმცა, 53-ე წუთზე ასტურიელებმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს. საბოლოოდ, “სარაგოსამ” საკუთარ კელდებში ანგარიშით, 2-1 იმარჯვა.

საგულისხმოა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი პაპუნაშვილმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში. ის მთავარმა მწვრთნელმა, ნატჩო გონსალესმა 59-ე წუთზე შეცვალა. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევის გუნდს 62 ქულა აქვს და მან მეექვსედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

“სევილია ბ” და “სარაგოსა” დაზავდნენ, ქართველები სათადარიგოთა შორის იყვნენ

დღეს ლა ლიგა 2-ის მეთერთმეტე ტურში ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდი შეხვდა ერთმანეთს და ფრეზე გაიყარნენ (2-2).

ქართველი ფეხბურთელები, გიორგი აბურჯანია და გიორგი პაპუნაშვილი თავიანთი გუნდების სათადარიგოთა შორის იყვნენ, მაგრამ მხოლოდ პაპუნაშვილმა მოახერხა მინდორზე გამოსვლა. გიორგი მოედანზე 71-ე წუთზე შემოვიდა და სწორედ ამის შემდეგ გაიტანა “სარაგოსამ” საბოლოო გოლი შეხვედრაში.

ამ მომენტისათვის “სეილია ბ-ს” მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ისინი ბოლო ადგილს იკავებენ, რაც შეეხება “სარაგოსას” 14 ქულით მეათე ადგილს იკავებენ.

პაპუნაშვილის ფრე “ოსასუნასთან”

სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე “სარაგოსამ” დღეს “ოსასუნას” უმასპინძლა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, ფრედ 1-1 ითამაშა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ახალგაზრდა ქართველი შემტევი, გიორგი პაპუნაშვილი, მან მოედანზე 75 წუთი დაჰყო და საკმაოდ კარგად ითამაშა.

პირველ ადგილოსანთან მოპოვებული ერთი ქულის შემდეგ, “სარაგოსას” 13 ქულა აქვს და მეათე ადგილზეა.

გიორგი პაპუნაშვილმა “სარაგოსაში” სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

“რეალ სარაგოსას” ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი პაპუნაშვილმა ესპანეთის თასის 1/32-ფინალურ მატჩში “ლუგოს” კარში გატანილი ბრწყინვალე გოლით შეძლო თავის გამოჩენა.

ბრემენის “ვერდერისა” და თბილისის “დინამოს” ექს-ფეხბურთელმა საკუთარი გუნდი მატჩის 22-ე წუთზე დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ეს “პაპუს” პირველი გოლია “სარაგოსას” მაისურით (ოფიციალურ მატჩებში).

პაპუნაშვილი: “სარაგოსასთან” ჩემს ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს”

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი, გიორგი პაპუნაშვილი შესაძლოა, ესპანურ “რეალ სარაგასოაში” გადავიდეს. ჩვენ დავუკავშირდით ახალგაზრდა მოთამაშეს და ამ თემაზე ვკითხეთ.

“სარაგოსას” მესვეურებთან მოლაპარაკება ნამდვილად მიმდინარეობს. ჯერჯერობით, ზუსტად არაფერი გადაწყვეტილა. რამდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვევა და მალევე გაიგებთ ამის შესახებ. ამ ეტაზპე მეტს ვერაფერს გეტყვით,” – აცხადებს პაპუნაშვილი.

“რეალ სარაგოსა” ესპანეთის რანგით მეორე ჩემპიონატში, სეგუნდა დივიზიონში გამოდის. ბოლო ტურის წინ ეს კლუბი მე-13 ადგილზეა და, შესაბამისად, მომავალ სეზონში ლა ლიგაში თამაშის არანაირი შანსი არ აქვს.

21 წლის ფეხბურთელმა კარიერა “დინამოში” დაიწყო. 2015/2016 წლების სეზონში იგი ბრემენის “ვერდერში” იყო განათხოვრებული. 2016 წლის ზაფხულიდან კი ისევ მშობლიურ კლუბში თამაშობს.

ფოტო: “დინამოს” ოფიციალური ფეისბუქგვერდი.