ლიოვი: “ბრავო “პენალტების მკვლელია” – არ გვინდა საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდეს”

დღეს სანკტ-პეტერბურგში, “სტადიონ კრესტოვსკიზე” კონფედერაციის თასის ფინალი შედგება. ერთმანეთს ჩილესა და გერმანიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

შეხვედრის წინ გერმანელთა მთავარა მწვრთნელმა, იოჰიმ ლიოვმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩილეს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ გატანა. პორტუგალიის წინააღმდეგ ისინი უშეცდომოები იყვნენ. კლაუდიო ბრავო მათ ძალიან დაეხმარათ. ის “პენალტების მკვლელია”. ჩვენც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს. არ გვინდა, საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდეს, თუმცა არც ამის გვეშინია.”

“ჩვენ ამ ტიტულის მოგებით შეგვიძლია, რომ ქვეყანის მოსახელობა ეიფორიაში ჩავაგდოთ და დიდი ზეიმი მოვაწყოთ. თუმცა, წინ უნდა ვიყუროთ და ემოციებს ზედმეტად არ უნდა ავყვეთ. ერთ წელში მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც შესაძლოა, ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ ვითამაშოთ, როგორებიც ლიონელ მესი ან კრიშიტიანუ რონალდუა. მუნდიალი ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა. შენ მხოლოდ შვიდი შეხვედრა გაქვს ჩასატარებელი,სადაც მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო და წამითაც არ დანებდე. წინ კიდევ 12 თვე გვაქვს და ევროპის ჩემპიონატისა და კონფედერაციის თასის შედეგები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მუნდიალზე ჩვენს მომავალ შედეგზე,” – განაცხადა ლიოვმა.

ვიდალი: “ამ ტურნირის მოგებით დავამტკიცებთ, რომ ჩილეს მსოფლიოში საუკეთესო ნაკრები ჰყავს”

მიუნხენის “ბაიერნისა” და ჩილეს საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, არტურო ვიდალი მოუთმენლად ელის კონფედერაციათა თასის ფინალს, სადაც ჩილელთა მეტოქე გერმანიის გადახალისებული ნაკრები იქნება.

“ზედიზედ ორი წელია, რაც არგენტინის ნაკრებს ვამარცხებთ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. სამი დღის წინ კი პორტუგალიასაც მოვუგეთ, ევროპის ჩემპიონს და თუ ხვალაც გავიმარჯვებთ, ვფიქრობ ამით ყველას დავუმტკიცებთ, რომ ჩილეს მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავს, ეს ყველა დიდ გუნდთან თამაშისას დავამტკიცეთ.

არამგონია, რომელიმე ჩვენგანი ამ მატჩში დამარცხების შანსს უშვებდეს თავის გონებაში. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, წინ უდიდესი გამოწვევაა და ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის, წაგებაზე სულაც არ ვფიქრობ,” – აცხადებს ვიდალი.

ჰადსონი: “ახალ ზელანდიას არც რონალდუსი ეშინია და არც პორტუგალიის ნაკრების””

კონფედერაციის თასის 2017 წლის გათამაშების მესამე ტურის მატჩის წინ (პორტუგალია – ახალი ზელანდია), ოკეანეთის წარმომადგენელთა თავკაცმა პრესასთან ისაუბრა.

“ჩვენ ამ მატჩს ისე ვუყურებთ, როგორც ერთ ჩვეულებრივ შეხვედრას. გვინდა, რომ მოედანზე მაქსიმალურად მობილიზებულები გამოვიდეთ და სასურველი შედეგი დავდოთ.

მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ არის მეტოქე. ჩვენ მოედანზე საბრძოლველად გავდივართ. ვიცით, რომ პორტუგალია მსოფლიო დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.

ჩემთვის, რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ პორტუგალიას სხვა მაღალი დონის მოთამაშეებიც ჰყავს. ჩვენ არც რონალდუსი გვეშინია და არც პორტუგალიის,” – აცხადებს ჰადსონი.

პეპეს გოლი ვიდეო რეფერის გადაწყვეტილების გამო არ ჩაუთვალეს (ვიდეო)

პორტუგალიისა და მექსიკის ნაკრებების მატჩის მთავარმა მწვრთნელმა, პიტანმა პეპეს მიერ გატანილი გოლი ვიდეო რეფერის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო არ ჩათვალა.

რუსეთმა ახალი ზელანდია დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)

შაბათს, 17 ივნისს რუსეთში სტარტი აიღო კონფედერაციის თასის 2017 წლის გათამაშებამ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ტურნირის მასპინძლებმა გათამაშების აუტსაიდერის დამარცხება მოახერხეს – მიუხედავად იმისა, რომ ზელანდიელებმა არაერთი შანსი შექმნეს მეტოქის კართან, რუსებმა მშრალი გამარჯვება მოიპოვეს.

ანგარიში მატჩის 31-ე წუთზე, ბოქსოლის ავტოგოლის წყალობით გაიხსნა, რასაც მეორე ტაიმში “კრასნოდარის” თავდამსხმელის,სმოლოვის მიერ 69-ე წუთზე გატანილი გოლი მოჰყვა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 2:0.

მეორე ტურში რუსეთი პორტუგალიას მიიღებს (21 ივნისს), ახალი ზელანდია კი მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდება.


რუსეთი: აკინფეევი; ჟირკოვი, კუდრიაშოვი, ვასინი, ჯიქია, სამედოვი; გოლოვინი, გლუშაკოვი, ეროხინი (ტარასოვი 77′); პოლოსი (ბუხაროვი 65′), სმოლოვი

მთავარი მწვრთნელი: სტანისლავ ჩერჩესოვი

ახალი ზელანდია: მარინოვიჩი; ვინი, ბოქსოლი, დურანტი, სმიტი, კოლვი (პეტერსონი 83′); ბარბარუსესი (ტუილომა 61′), მაკგლინჩი, ტომასი; როხასი, ვუდი

მთავარი მწვრთნელი: ა. ჰუდსონი