მარიანო დიასმა, რომელიც “ლიონში” გადასვლის შემდეგ გუნდის ლიდერი გახდა, “რეალში” დაბრუნების შანსებზე ისაუბრა. ამ დროისთვის დომენიკელი ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში გატანილი 18 გოლია.
როგორც იცით, მარიანო დიასს ალვარო მორატასა და კარიმ ბენზემასთვის უწევდა კონკურენციის გაწევა და შესაბამისად მცირე სათამაშო დრო ჰქონდა:”იმ დროს ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. “ლიონთან” 5-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს, ამიტომაც “რეალში” დაბრუნება წარმოუდგენელი იქნება.
ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი? მე მაინც “რეალს” დავასახელებდი. მართალია, “მანჩესტერ სიტი” ინგლისში ბრწყინვალედ გამოიყურება, მაგრამ მათი რეალური სიძლიერე გრანდთან გამოჩნდება,” – აცხადებს მარიანო დიასი.