3 მაისს, იტალიის ჩემპიონატში “ჰელას ვერონამ” საკუთარ მოედანზე “უდინეზე” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი ვეტერანმა თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ გაიტანა.
3 მაისს, იტალიის ჩემპიონატში “ჰელას ვერონამ” საკუთარ მოედანზე “უდინეზე” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი ვეტერანმა თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ გაიტანა.
1 თებერვალს, იტალიის ჩემპიონატში “პალერმოსა” და “ჰელას ვერონას” შორის გამართულ მატჩში პაულო დიბალამ მეტოქის კარში ჯარიმა გაიტანა.
15 იანვარს, იტალიის თასზე, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ჰელას ვერონა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 6:1 დაამარცხა. შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი “ბიანკონერის” 18 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კინგლის კომანმა გაიტანა.
ვეტერანი მექსიკელი ფეხბურთელი რაფა მარკესი ამიერიდან გიორგი ჭანტურიასთან ერთად “ჰელას ვერონაში” ითამაშებს. 35 წლის მოთამაშის ახალ გუნდში გადასვლა მისმა ყოფილმა გუნდმა “ლეონმა” ოფიციალურად დაადასტურა.
“ჩვენი კლუბი რაფაელ მარკესს “ჰელას ვერონაში” წარმატებებს უსურვებს”, – ვკითხულობთ “ლეონის” განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მარკესს თავის დროზე “მონაკოსა” და “ბარსელონაში” უთამაშია. მექსიკელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს უკაპიტნა.
10 მაისს, იტალიის სერია A-ში, “ჰელას ვერონამ” საკუთარ მოედანზე “უდინეზე” მიიღო და ფრედ, 2:2 ითამაშა.
აღნიშნულ შეხვედრაში, “უდინეზეს” თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ მეტოქის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, კარლოს ტევესი აცხადებს, რომ ის “ჰელას ვერონასთან” გამართული მატჩის შემდეგ, თავს უკმაყოფილოდ გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს გამართული მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში კი, კარლოს ტევესმა დუბლის გაფორმება მოახერხა.
“მიუხედავად იმისა, რომ ორი გოლის გატანა მოვახერხე, ძნელია, გახარებული ვიყო, რადგან გუნდმა გამარჯვება ვერ მოახერხა. იმედი მაქვს, მომდევნო ტურებში ძველ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ”, – ამბობს ტევესი.
იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, კლარენს ზეედორფმა “ჰელას ვერონასთან” გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მან გუნდის გამარჯვება გულშემატკივრებს მიუძღვნა.
შეგახსენებთ, რომ 19 იანვარს, იტალიის სერია A-ში, “როსონერიმ” საკუთარ მოედანზე “ჰელას ვერონა” მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე, მარიო ბალოტელიმ გაიტანა.
“მიხარია, რომ “მილანში”, მწვრთნელის რანგში ჩატარებული პირველი მატჩი წარმატებით დასრულდა. ამ მოგებას ყველა გულშემატკივარს ვუძღვნი”, – ამბობს ზეედორფი.
იტალიური “მილანის” ახალი მთავარი მწვრთნელი, კლარენს ზეედორფი აცხადებს, რომ ის შინ დაბრუნებით გახარებულია.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის ჰოლანდიელმა “როსონერის” თავკაცის პოსტზე რამდენიმე დღის წინ მასიმილიანო ალეგრი შეცვალა.
“ძალიან მიხარია, რომ შინ დავბრუნდი. “მილანში” დიდი მოტივაციით მოვედი და რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო. სიმართლე გითხრათ, “როსონერის” კარგი პერიოდი არ უდგას, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ”, – ამბობს ზეედორფი.