წარმოგიდგენთ განვლილი შაბათ-კვირის ყველაზე დასამახსოვრებელ კადრებს.
სერხიო აგუეროს პოკერი „ტოტენჰემთან“ მატჩში და ერთი აცილებული პენალტი
სესკ ფაბრეგასმა „ჩელსის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა, „ლურჯებმა“ კი, გასულ სეზონში მარცხისთვის რევანი აიღეს
„ჰალ სიტიმ“ „არსენალთან“ გამარჯვება ბოლო წუთზე ხელიდან გაუშვა
„საუთჰემპტონმა“ „სანდერლენდი“ 8:0 გაანადგურა, დუშან ტადიჩმა კი, ოთხი საგოლე პასი მიითვალა
„ქუინს პარკ რეინჯერსისა“ და „ლივერპულის“ მატჩი დრამატულად დასრულდა
„იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა, ტურინელებმა „სასუოლსოთან“ ფრედ ითამაშეს
მატია დესტრო მორიგ გოლს იტანს, „რომა“ „იუვენტუსს“ 2 ქულით უახლოვდება
კეისუკე ჰონდამ მეშვიდე მატჩში მეექვსე ბურთი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში კარლოს ტევესს გაუთანაბრდა
ლიონელ მესიმ პრიმერა დივიზიონში 250-ე გოლი გაიტანა და ამჟამად რეკორდსმენ ტელმო სარას მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება
მიმდინარე სეზონში რონალდუს მიერ გატანილ გოლებს კიდევ ორი შეემატა, ახლა პორტუგალიელის ანგარიშზე 8 შეხვედრაში 15 ბურთია
დორტმუნდის „ბორუსიამ“ კიდევ ერთი მატჩი წააგო და სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილზე აღმოჩნდა
„ბაიერნმა“ „ვერდერი“ 6:0 გაანადგურა, ფილიპ ლამმა დუბლი შეასრულა
მარსელო ბიელსას გუნდმა კვლავ გაიამრჯვა, სპეციალისტმა გამარჯვება ცხელი ყავის ჭიქაზე დაჯდომით აღნიშნა
ერნანესმა „ინტერი“ „ნაპოლისთან“ მარცხს გადაარჩინა