“ანჟიმ” “სკა” დაამარცხა – ქართველები სასტარტოში

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-19 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც მახაჭკალას “ანჟიმ” “სკა ხაბაროვსკს” უმასპინძლა და 4-0 გაანადგურა მეტოქე.

როგორც მოგეხსენებათ ორივე გუნდის შემადგენლობაში ირიცხება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და ჩვენდა სასიხარულოდ გიორგი ლორია და გიორგი ნავალოვსკი დღესაც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ქართველებმა სრული მატჩი ჩაატარეს და ერთ-ერთი გამორჩეულები იყვნენ მოედანზე. შეხვედრა მასპინძელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და ისინი პირველივე წუთზე ლესკანომ დააწინაურა. მე-8 წუთზე ანგარიში ორამდე პოლუიაქტოვმა გაზარდა, ხოლო 43-ზე მარკელოვმა გაიტანა თავის გოლი. საბოლოო ანგარიში კი 85-ე წუთზე არმასმა დააფიქსირა. შეხვედრა “ანჟის” გამარჯვებით 4-0 დასრულდა.

ამ შედეგის შემდეგ გუნდებმა სატურნირო ცხრილში ადგილი შეინარჩუნეს, “სკა” 12 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო “ანჟი” 19 ქულით “დინამო” მოსკოვს წამოეწია, თუმცა დედაქალაქელებს ბურთების უკეთესი შეფარდება აქვთ, ამიტომაც ლორიას გუნდი მე-15 ადგილს ინარჩუნებს.

ნავალოვსკის მარცხი “ცსკა”-სთან

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მატჩები იმართება

ერთ-ერთ შეხვედრაში მოსკოვის “ცსკა” ხაბაროვსკის “სკა”-ს შეხვდა. ამ უკანასკენლში ქართველი მარცხენა მცველი, გიორგი ნავალოვსკი თამაშობს. იგი სულ ახლახანს გადავიდა პრემიერ ლიგის გუნდში. გიორგიმ მატჩი ძირითადიდან დაიწყო და იგი შეუცვლელად ჩაატარა.

რაც შეეხება უშუალოდ დაპირისპირებას, მასში ანგარიში მე-4 წუთზე გოლოვინმა გახსნა და “ცსკა” დააწინაურა. 37-ეზე კი ნათჩომ პენალტი გაიტანა.

საბოლოოდ, “ცსკა”-მ ანგარიშით, 2-0 მოიგო. ამ მარცხის შემდეგ ნავალოვსკის გუნდი ნული ქულით ბოლო ადგილზეა.