კვირას, ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, “ოლდ ტრაფორდზე” ადგილობრივი “მანჩესტერ იუნაიტედი” “ვესტ ჰემს” დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა იმით იქნება გამორჩეული, რომ “ჩაქუჩების” შეტევაში ხავიერ ერნანდესი ითამაშებს, რომელიც წარსულში “წითელი ეშმაკი” იყო.
ჟოზე მოურინიომ აღნიშნულ მატჩზე საუბრის დროს განაცხადა, რომ მას “ჩიჩარიტოს” “მანჩესტერში” დაბრუნება შეეძლო, თუმცა არჩევანი ბელგიელ რომელუ ლუკაკუზე გააკეთა.
“ხავიერს ჩემს შემადგენლობაში ყოველთვის მივესალმები, რადგან მას ძალიან ცოტა დრო სჭირდება გოლის გასატანად. თუმცა, ჩვენ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე სხვა მიმართულებით წავედით და რომელუ ლუკაკუ შევიძინეთ. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბელგიელი მექსიკელთან შედარებით ახალგაზრდაა. ასევე, გვყავს მარკუს რეშფორდი, რომელსაც შეუძლია თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში. ამიტომ, “ჩიჩარიტოს” ყიდვაზე უარი ვთქვით,” – აცხადებს პორტუგალიელი.