17-წლამდელები შეკრებას იწყებენ

5 აგვისტოდან საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მორიგ შეკრებას იწყებს. ზვიად ჯელაძის გუნდი ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეიკრიბება და კიევში გასამართი ვიქტორ ბანნიკოვის სახელობის ტურნირისთვის მზადებას შეუდგება.

საინტერესოა, რომ საქართველო ამ ტურნირის ორგზის გამარჯვებულია – 2016 და 2017 წლებში.

ზვიად ჯელაძემ უკვე დაასახელა შემადგენლობა, საიდანაც 20 ფეხბურთელს აარჩევს კიევში წასაყვანად.

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია);

მცველები: ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), დავით ნუცუბიძე (ტორპედო), რატი მჭედლიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ არველაძე (დინამო კ, უკრაინა), ზურაბ ლატარია (საბურთალო), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია);

ნახევარმცველები: ნიკა ტალახაძე (საბურთალო), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ანდრია დევდარიანი (ტორპედო), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია), ბაკურ ჯინჯოლავა (დინამო თბ), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ), გიორგი სიჭინავა (დინამო თბ), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), ნიკა კონიაშვილი (დინამო თბ), ნიკოლოზ კაპანაძე (ნიუ-იორკ სიტი, აშშ).

ვიქტორ ბანნიკოვის სახელობის ტურნირზე ჩვენი გუნდი „ა“ ჯგუფში ითამაშებს მასპინძელ უკრაინასთან, ლიტვასთან და სლოვაკეთთან ერთად. „ბ“ ჯგუფში განაწილდნენ ბელარუსი, თურქეთი, ისრაელი და ლატვია.

კალენდარი კი ასეთია:

15 აგვისტო: ლიტვა – საქართველო.
16 აგვისტო: საქართველო – სლოვაკეთი.
18 აგვისტო: საქართველო – უკრაინა.

Gff.Ge

17-წლამდე ნაკრებმა პოლონეთთან ფრით დაიწყო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის პირველ ტურში მასპინძელ პოლონეთთან 2:2 ითამაშა.

გიორგი ნემსაძის გუნდი ორჯერ დაწინაურდა მატჩის მიმდინარეობისას – ზურიკო დავითაშვილმა ორივე პენალტი ზუსტად შეასრულა. პოლონელებმა წესები ჯერ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ დაარღვიეს, მერე კი გიორგი გულიაშვილი წააქცია მეკარემ.

მეორე ტაიმში წნეხი იმანაც გაზარდა, რომ ივა გელაშვილმა მეორე ყვითელი მიიღო და გააძევეს.

საბოლოოდ 2:2 და ჩვენი გუნდი ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს მაკედონიას 3:0 აჯობა.

პოლონეთთან შემადგენლობა ასეთი იყო: ხარშილაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, მექვაბიშვილი, აზაროვი (კალანდაძე 5), ჩოთალიშვილი (ჭინჭარაული 55), ტალახაძე, მესიაჩენკო, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი (ჯანგველაძე 79).

Gff.Ge

17-წლამდე ნაკრების განაცხადი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის

21-27 მარტს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ჩაერთვება. გიორგი ნემსაძის გუნდი უკვე ჩავიდა პოლონეთში, სადაც ჩატარდება ელიტ-რაუნდის მატჩები. ჩვენი ნაკრების მეტოქეები პოლონეთის გარდა, მაკედონია და ირლანდია იქნებიან.

ელიტ-რაუნდში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

მეკარეები: 1. ლუკა ხარშილაძე, 12. ლუკა კუტალაძე;

მცველები: 2. საბა ჭინჭარაული, 3. ივა გელაშვილი, 4. ზურაბ ბაქრაძე, 5. შოთა ნონიკაშვილი, 13. გიორგი აბზიანიძე, 14. სანდრო კალანდაძე;

ნახევარმცველები: 6. ირაკლი აზაროვი, 8. ცოტნე ჩოთალიშვილი, 10. ზურიკო დავითაშვილი, 15. ანზორ მექვაბიშვილი, 16. გიორგი მირზიკაშვილი, 17. ლუკა შვარცი, 18. ნიკოლოზ ტალახაძე, 19. ანატოლი მესიაჩენკო;

თავდამსხმელები: 7. ხვიჩა კვარაცხელია, 9. გიორგი გულიაშვილი, 11. ელგუჯა ჯანგველაძე, 20. ლადო ჩიხრაძე.

Gff.Ge

17-წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდამდე ბოლო, დასკვნითი შეკრება დაიწყო.

გიორგი ნემსაძემ გუნდი თბილისში შეკრიბა, სადაც 17 მარტამდე ავარჯიშებს, მერე კი ნაკრები პოლონეთში გაემგზავრება.
მთავარი მწვრთნელის რჩეულთა შორის 23 ფეხბურთელია, თუმცა მათ შორის სამი – ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გულიაშვილი და ლუკა-სებასტიან შვარცი ნაკრებს საკლუბო მატჩების შემდეგ შეუერთდებიან.

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა კუტალაძე (დინამო თბ);

მცველები: ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო);

ნახევარმცველები: ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ნიკოლოზ ტალახაძე (საბურთალო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ), ნიკოლოზ მემარნე (იბერია 2010), ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია);

თავდამსხმელები: ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ლადო ჩიხრაძე (საბურთალო), გიორგი გაგუა (იბერია 2010).

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდის პირველ მატჩს 21 მარტს მასპინძელ პოლონეთთან გამართავს. 24 მარტს ჩვენი გუნდი ირლანდიას შეხვდება, ხოლო 27 მარტს – მაკედონიას.

Gff.Ge

17-წლამდე ნაკრები ავსტრიელ თანატოლებთან დამარცხდა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა შეკრება ავსტრიასთან მეორე ამხანაგური მატჩით დაასრულა. სამწუხაროდ, გიორგი ნემსაძის გუნდს ვერც მეორე შეხვედრაში დაეხმარნენ ტრავმირებული ფეხბურთელები – ცოტნე კაპანაძემ, შოთა ნონიკაშვილმა, ცოტნე ჩოთალიშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა გამოჯანმრთელება ვეღარ მოასწრეს.

ავსტრიელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს, რასაც ჩვენი გუნდიდან გიორგი გულიაშვილმა უპასუხა ზუსტი დარტყმით – 1:2.

სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: კუტალაძე, გელაშვილი, კალანდაძე, აზაროვი, მექვაბიშვილი, აბზიანიძე, შალიკაშვილი, დეკანოსიძე, კვარაცხელია, გულიაშვილი, ჩიხრაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: აშორდია, წაქაძე, გაგუა, ბაქრაძე, ჯანგველაძე, გოგოლაძე.

შეგახსენებთ, რომ 21-27 მარტს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი ელის, რომელსაც პოლონეთი უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები არიან პოლონეთი, ირლანდია და მაკედონია.

Gff.Ge

17-წლამდელების მესამე მატჩი მინსკში

საქართველოს 17- წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მესამე შეხვედრა ჩაატარა და ამჯერადუკრაინასთან 1:3 დამარცხდა.

წინა ორ მატჩში გიორგი ნემსაძის გუნდმა ჯერ ყაზახეთი დაამარცხა (3:2), მერე კი მოლდოვა (3:0). უკრაინელებთანერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა 63-ე წუთზე და ანგარიში 1:2 გახადა, თუმცა მეტის გაკეთება ჩვენმაგუნდმა ვეღარ შეძლო. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 27 იანვარს ჩაატარებს და 12-გუნდიან ტურნირში მეოთხეადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

უკრაინასთან გიორგი ნემსაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კაპანაძე, ნონიკაშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, ჩოთალიშვილი (დეკანოსიძე 41), მექვაბიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი (გაგუა 69), გულიაშვილი, ჩიხრაძე.

Gff.Ge

U17: საქართველოს ნაკრები პრეზიდენტის თასზე რუსეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა

ყაზახეთში ჩატარებული პრეზიდენტის თასის გათამაშება საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა წაუგებლად დაასრულა, თუმცა ფინალში 1:1-ის შემდეგ, პენალტების სერიაში 4:5 დამარცხდა.

რუსეთთან მატჩი ქართველმა 17-წლამდელებმა კარგად დაიწყეს, მე-2 წუთზევე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, მაგრამ მეტოქემ პირველივე ტაიმში შეძლო გათანაბრება. საბოლოოდ, გუნდებმა შეხვედრა პენალტების სერიამდე მიიყვანეს, რაც მოწინააღმდეგის სასარგებლოდ დასრულდა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, ხოლო საუკეთესო ბომბარდირის პრიზი, 6 გოლით, ჩვენი გუნდის კაპიტანმა – ზურიკო დავითაშვილმა აიღო.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ფინალში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე, აბზიანიძე, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, კაპანაძე, აზაროვი, ჩოთალიშვილი, შალიკაშვილი, დავითაშვილი, გულიაშვილი, კვარაცხელია.

Gff.Ge

17-წლამდე ნაკრები ყაზახეთში გასამართ „პრეზიდენტის თასზე“ ითამაშებს

ვიქტორ ბანიკოვის თასის მოგების შემდეგ საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა რამდენიმე დღე დაისვენა და უკვე მომდევნო ტურნირისთვის ემზადება. გიორგი ნემსაძის გუნდი 4-8 სექტემბერს ყაზახეთში, „პრეზიდენტის თასზე“ ითამაშებს. ჩვენი 17-წლამდელები „ა“ ჯგუფში მოხვდნენ ყაზახეთთან, თურქმენეთთან და ალბანეთთან ერთად. „ბ“ ჯგუფში არიან ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, რუსეთი და უზბეკეთი.

ტურნირის ჯგუფური ეტაპის კალენდარი ასეთია:

4 სექტემბერს: ალბანეთი – საქართველო
5 სექტემბერს: საქართველო – თურქმენეთი
7 სექტემბერს: ყაზახეთი – საქართველო

გიორგი ნემსაძემ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება შეიტანა და საბოლოოდ, ასეთი სია შეადგინა:

მამუკა ბახტაძე (საბურთალო), ლუკა ხარშილაძე (დინამო), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ნიკოლოზ ქუთათელაძე (პსჟ, საფრანგეთი), ირაკლი აზაროვი (დინამო), საბა ჯინჭარაძე (შუქურა), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო), ზურაბ დავითაშვილი (დინამო), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო), ვახტანგ ჩარკვიანი (დინამო), გიორგი ლომთაძე (დინამო), ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია).

Gff.Ge

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ბანიკოვის თასის ფინალი გაინაღდა!

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა კიევში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის თასის მეორე ტურშიც წარმატებით ითამაშა და მასპინძელ უკრაინას 3:2 სძლია.

ტურნირის მოქმედმა ჩემპიონებმა თავიდანვე შეუტიეს და ჯერ ირაკლი აზაროვის გოლით დაწინაურდნენ, მერე კი ვახტანგ ჩარკვიანის ზუსტი დარტყმით ორბურთიანი სხვაობა დააფიქსირეს. უკრაინელებს კიდევ ერთი ბურთი ზურიკო დავითაშვილმა გაუტანა პენალტით, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას წაქცევისთვის დაინიშნა.

ამგვარად, გიორგი ნემსაძის გუნდმა ორ ტურში 6 ქულა დააგროვა და ვინაიდან პარალელურ მატჩში ბელარუსი-ესტონეთი 1:1 დასრულდა, ფინალის საგზური ვადაზე ადრე გაინაღდა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ესტონეთს 19 აგვისტოს შეხვდება და შედეგის მიუხედავად დაელოდება ბ ჯგუფის გამარჯვებულს ფინალში სათამაშოდ.

გიორგი ნემსაძემ უკრაინასთან ასეთი შემადგენლობა დააყენა: ხარშილაძე, კაპანაძე (თუდები 82), გელაშვილი, ნონიკაშვილი, აზაროვი, კვარაცხელია, ჩოთალიშვილი, დავითაშვილი, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი (ლორთქიფანიძე 61), ჩარკვიანი (ლომთაძე 61).

ბ ჯგუფში სლოვაკეთმა 3:1 მოუგო სლოვენიას და 6 ქულით პირველ ადგილზეა. ისრაელმა კი 2:0 დაამარცხა ლატვია.

 

Gff.Ge

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები უკრაინაში ჩაფრინდა, სადაც 16-20 აგვისტოს ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენი გუნდი ა ჯგუფში მოხვდა: უკრაინა, საქართველო, ბელარუსი, ესტონეთი. მეორე ჯგუფში კი სლოვენია, სლოვაკეთი, ლატვია და ისრაელი ითამაშებენ.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ტურნირის პირველ მატჩს 16 აგვისტოს ბელარუსის წინააღმდეგ ჩაატარებს, 17 აგვისტოს – უკრაინასთან, 19-ში კი ესტონეთთან მატჩით დაასრულებს ჯგუფურ ეტაპს და ამის მერე გაირკვევა, რომელი ადგილისთვის მოუწევთ გიორგი ნემსაძის შეგირდებს ბრძოლა.

შეგახსენებთ, რომ წლეულს საქართველო ბანიკოვის თასზე მოქმედი ჩემპიონის სტატუსით თამაშობს: შარშან ჩვენმა 17-წლამდელებმა გურამ ასპინძელაშვილის ხელმძღვანელობით ოქროს მედლები მოიპოვეს.

მთავარმა მწვრთნელმა უკრაინაში 20 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები – 1. ლუკა ხარშილაძე (ლოკომოტივი), 12. ლუკა კუტალაძე (დინამო თბ);

მცველები – 2. ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), 3. ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), 4. ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), 5. შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), 6. ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), 13. ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო თბ), 17. გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), 18. ჯინო თუდები (დინამო თბ);

ნახევარმცველები – 7. ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), 8. ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), 10. ზურაბ დავითაშვილი (დინამო თბ), 14. ცოტნე ბენდიანაშვილი (კორტრაიკი, ბელგია), 15. ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), 16. დავით ლორთქიფანიძე (ატალანტა, იტალია), 19. გიორგი ლომთაძე (დინამო თბ), 20. ვახტანგ ჩარკვიანი (დინამო თბ);

თავდამსხმელები – 9. გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), 11. ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ).