დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, პიტერ ბოშმა “ვოლფსბურგთან” მოგებულ მატჩში (3-0) 25 წლის მარიო გიოტცეს თამაში შეაფასა, რომელიც 7 თვის მანძილზე მკურნალობდა ლაზარეთში.
“მოვლენები საუკეთესო გზით განვითარდა. გიოტცემ შესანიშნავად ითამაშა, ის დიდი ფეხბურთელია და ასეც უნდა იყოს.
თუმცა, მას უნდა გავუფრთხილდეთ. სწორედ ამიტომ შევცვალე ის ერთი საათის შემდეგ. ასეთ დროს გარისკვას ნამდვილად არ ვაპირებ. გიოტცე განსაკუთრებული ფეხბურთელია და ასევე უნდა მოვექცეთ,” – აცხადებს ბოში.
მატჩის შემდეგ გიოტცემაც გააკეთა მცირე კომენტარი: “ძალიან დიდი ხანი გამიცდა და მიხარია, რომ დავბრუნდი. რაც მთავარია, გუნდმა მოიგო და კვლავ ვიგრძენი ეს პოზიტიური გრძნობა.”