იოვეტიჩი: “სევილია” “ლესტერზე” ძლიერია!”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში ანდალუსიის “სევილიამ” “ლესტერ სიტის” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით, 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში საგოლე გადაცემა გააკეთა მონტენეგროელმა თავდამსხმელმა, სტევან იოვეტიჩმა. მან 62-ე წუთზე ხოაკინ კორეას გაატანინა.

27 წლის შემტევმა მატჩის შემდეგ beIN Sports-თან ისაუბრა.

“ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. რთული მეტოქე გვყავდა. “ლესტერი”, მიუხედავად პრემიერ ლიგაში ჩავარდნისა, ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს.”

“დღეს უკეთესები ჩვენ ვიყავით. უფრო მეტი შანსი შევქმენით და ყველა ასპექტში უპირატესობა სწორედ “სევილიას” ჰქონდა.”

“ვარდიმ ინგლისელებისთვის მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. თუმცა, 2-0-ც რომ მოგვეგო, მაინც არაფერი იქნებოდა გადაწყვეტილი. ასე რომ, ახლა ორმაგად უფრო დიდი ყურადღებითა და მონდომებით მოგვიწევს ბრიტანეთში თამაში,” – განაცხადა მონტენეგროელმა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (6 იანვარი)

დიბალას “რეალში” უნდა

ცნობილი ესპანური გამოცემა, Marca ძალზედ სინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც “იუვეს” არგენტინელ ვარსკვლავს, პაულო დიბალას “რეალში” სურს კარიერის გაგრძელება.

მოუ შნეიდერლინსა და დეპაის წასვლის უფლებას აძლევს

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ, მემფის დეპაისა და მორგან შნეიდერლინის გარშემო არსებულ სიტუაციებზე საუბრისას განაცხადა: “მე მათ წასვლის უფლებას მივცემ, თუ რა თქმა უნდა, კლუბი შესაბამის წინადადებას მიიღებს.”

მოიესი დეფოს გაყიდვას არ აპირებს

“სანდერლენდის” თავკაცმა, დევიდ მოიესმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “შავმა კატებმა” “ვესტ ჰემისგან” ჯერმეინ დეფოს ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადება მიიღეს – “ვესტ ჰემმა” ოფიციალური წინადადება გამოგვიგზავნა, რომელიც უარით გავისტუმრეთ, რადგანაც დეფოს გაყიდვას არ ვაპირებთ.”

8

ბერაჰინო “ვესტ ბრომთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა

“ვესტ ბრომვიჩის” მთავარი მწვრთნელის, ტონი პულისის ცნობით, ბრიტანული კლუბის ხელმძღვანელებმა საიდო ბერაჰინოს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა ამ უკანასკნელისგან უარი მიიღეს.

“ევერტონმა” მანოლასს დაუმიზნა

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “ევერტონის” ხელმძღვანელებმა “რომას” ბერძენი მცველის, კოსტას მანოლასის გადაბირება დაისახეს მიზნად.

იოვეტიჩი “სევილიაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

მილანური “ინტერის” ფორვარდი, სტევან იოვეტიჩი ესპანურ “სევილიაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. როგორც ესპანური გამოცემა, As La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, თავად ფეხბურთელი აღნიშნულ ტრანსფერს უკვე დათანხმდა. ასე რომ, ტრანსფერი უახლოეს მომავალში უნდა გაოფიციალურდეს.

მოსალოდნელი ტრანსფერები (05.01.2017)

იტალიური პრესა: იოვეტიჩი “ვესტ ჰემისა” და “ფიორენტინას” ინტერესთა სფეროში მოექცა

Tutto Mercato Web-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, მილანური “ინტერის” თავდამსხმელის, სტეფან იოვეტიჩის მიმართ ინტერესი იტალიურმა “ფიორენტინამ” და ინგლისურმა “ვესტ ჰემმა” გამოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფორვარდს “ფიორენტინას” მაისურით 5 სეზონი აქვს ჩატარებული. ასე რომ, მის დაბრუნებას “სტადიო არტემიო ფარნკის” მკვიდრნი დიდი სიხარულით შეხვდებიან.

თუმცა, პაულო სოუზას მხარეს ამ ტრანსფერის განსახორციელებლად “ვესტ ჰემის” დამარცხება მოუწევს, რომელსაც ბოლო დროს საკმაოდ ძლიერად აკავშირებენ “სიტის” ყოფილ თავდამსხმელთან.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2015 წელს “ინტერში” გადასვლის შემდეგ, იოვეტიჩმა 26 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა და სათადარიგოთა სკამზეც მოასწრო ადგილის დაჯავშნა.

სტევან იოვეტიჩმა “ინტერის” მაისურით პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

8 აგვისტოს, მილანის “ინტერმა” ამხანაგურ შეხვედრაში ბილბაოს “ატლეტიკი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის 27-ე წუთზე ანგარიში სტევან იოვეტიჩმა გახსნა, რომელმაც “ინტერის” მაისურით პირველად გაიტანა.

“მილანი” იოვეტიჩის აგენტს დაუკავშირდა

“მილანი” “მანჩესტერ სიტიდან” სტეფან იოვეტიჩის გადაბირების შესაძლებლობას განიხილავს.

უცხოური პრესის ცნობით ადრიანო გალიანი მოთამაშის აგენტს უკვე შეეხმიანა. გავრცელებული ინფორმაციით ჩერნოგორიელი მოთამაშის გადაბირებასთან ახლოს “ინტერი” იყო, თუმცა გარიგება არ შედგა.

გასულ სეზონში 25 წლის შემტევმა 17 შეხვედრაში 5 გოლის გატანა შეძლო.

“მილანს” იოვეტიჩი და სალა სურს

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მილანს” სტევან იოვეტიჩისა და მოჰამედ სალას შეძენა სურს.

სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში “როსონერი” “მონაკოს” ნახევარმცველს ჟოფრეი კონდოგბიას დაიმატებს. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით კი, “მილანი” შეტევის გაძლიერებასაც აპირებს. კლუბის უპირველესი “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალა ამჟამად “ფიორენტინაში” “ჩელსიდანაა” განათხოვრებული. გადავა თუ არა ეგვიპტელი თავდამსხმელი “მილანში”, ეს ფლორენციული კლუბის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

მანჩესტერ სიტი – ლივერპული 3:1

პრემიერლიგის ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “მანჩსტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” დაამარცხა.

მანჩესტერ სიტი 3-1 ლივერუპი

გოლები: იოვეტიჩი 41′ ; 55′ (2:0); აგუერო 69′ (3:0); საბალეტა 83′ (ს.კ. 3:1)

“რომა” იოვეტიჩის შეძენას აპირებს

“მანჩესტერ სიტის” და მონტენეგროს ნაკრების 24 წლის ფეხბურთელი სტევან იოვეტიჩი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს. უცხოური პრესის ცნობით, ფორვარდისადმი ინტერესს “რომა” იჩენს. აღსანიშნავია, რომ რომაული კლუბის პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა პირადად არის დაინტერესებული ტრანსფერის განხორციელებასი.

შესაძლო შეთანხმებას რეალურს ისიც ხდის, რომ იოვეტიჩის აგენტ ფალი რამადანის “რომას” ხელმძღვანელობასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აკავშირებს.

აგუერო თასის ფინალში ითამაშებს

“მანჩესტერ სიტის” არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუერო გამოჯანმრთელდა და ინგლისის ლიგის თასის ფინალში სათამაშოდ მზად არის. გადამწყვეტ მატჩში”სიტის” მეტოქე “სანდერლენდი” იქნება.

ფეხბურთელმა საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში სრული
გამოჯანმრთელებგის შემდეგ დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ტრავმა აგუერომ პრემიერლიგის 23-ე ტურში, “ტოტენჰემთან” მატჩის დროს მიიღო.

თუმცა, საკადრო პრობელმებს “სიტი” ვერ გაქეცა. 2 მარტს გასამართ ფინალუ შეხვედრას მატია ნასტასიჩი და სტევან იოვეტიჩი გამოტოვებენ.

სეზონის ყველაზე სასაცილო სიმულიანტობა იოვეტიჩის შესრულებით

15 თებერვალს, ინგლისის თასზე, “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ჩელსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, მანჩესტერელთა თავდამსხმელმა, სტევან იოვეტიჩმა ისიმუიანტა.

პელეგრინი: “იოვეტიჩი “მანჩესტერ სიტისათვის” კვლავაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია”

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი აცხადებს, რომ სტევან იოვეტიჩი გუნდისათვის კვლავაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ მონტონეგროელი თავდამსხმელი “ქალაქელთა” რიგებს გასულ ზაფხულს, “ფიორენტინადან” 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

“რა თქმა უნდა, სტევანი გუნდისათვის კვლავაც მნიშვნელოვან გიფურად ითვლება. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, “მანჩესტერ სიტიში” თავის შესაძლებლობებს გამოავლენს”, – ამბობს 60 წლის სპეციალისტი.