დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემმა” დორტმუნდის “ბორუსიას” ანგარიშით, 3:1 სძლია.
დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს დუბლის ავტორი, ჰარი კეინი ესაუბრა.
“ვცდილობ, რომ ჩემი შესაძებლობები ძლიერ კლუბებთანაც დავამტკიცო. შესაბამისად, დღვანდელი დუბლი ძალიან სასიამოვნო იყო. მან კიდევ უფრო მეტად შემმატა თავდაჯერებულობა. თუმცა, მთავარი ისაა, რომ მოვიგეთ და პირველი სამი ქულა ჩავიწერეთ.”
“გვინდოდა, ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრა გამარჯვებით დაგვეწყო. ბედნიერები ვართ, რომ ამის გაკეთება ძლიერი “ბორუსიას” წინააღმდეგ შევძელით,” – აცხადებს კეინი.