გიორგი ქვილითაიამ ავსტრიის “ბუნდესლიგაში” კვლავ გაიტანა (ვიდეო)

დღეს ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში დედაქალაქური დერბი შედგა: “ავსტრია” “რაპიდის” წინააღმდეგ. ამ უკანასკნელში გამოდის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქვილითაია.

24 წლის შემტევი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა. ამ დროს მისი გუნდი უკვე ანგარიშით, 3-0 იგებდა. გიორგიმ შესვლიდან ერთ წუთში ოთხამდე გაზარდა თავისი გუნდის უპირატესობა

ამ გამარჯვების შემდეგ “რაპიდი” 52 ქულით მესამეა. ის შემდეგ ტურში “ადმირას” დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა ვენაში, 22 აპრილს, თბილისის დროით 18:30 წუთზე შედგება.

გიორგი ქვილითაიას ჰეთრიკი და ავტოგოლი ავსტრიის ჩემპიონატში (ვიდეო)

დღეს ავსტრიის ბუნდესლიგის 27-ე ტურის შეხვედრები შედგა ერთ-ერთ მათგანში ვენის “რაპიდი” “ვოლფსბერგერს” დაუპირისპირდა.

დედაქალაქელთა შემადგენლობაში იყო ქართველი თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია, რომელმაც მერვე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეაგდო. ამის შემდეგ, 25-ე და 29-ე წუთებზე ვეტონ ბერიშამ ორი გოლი გაუტანა მეტოქეს და სხვაობა სამამდე გაზარდა. ხოლო, 49-ე და 89-ე წუთებზე ქართველმა შემტევმა ჯერ შაუბის, შემდეგ კი შვაბის პასებით გაიტანა. საგულისხმოა, რომ ერთ ცუდ მომენტსაც ჰქონდა ადგილი ამ მატჩში – 79-ეზე ქვილითაიამ საკუთარ კარშიც შეაგდო გოლი. საბოლოოდ, მატჩი, 5-1 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ ვენური კლუბი მესამე ადგილზეა და 43 ქულა აქვს.

 

ქვილითაიას გოლმა “რაპიდი” ავსტრიის თასის ნახევარფინალში გაიყვანა (ვიდეო)

გუშინ ავსტრიის თასის მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. თავისი მატჩი ჩაატარა ვენის “რაპიდმა”, რომელმაც დედაქალაქში “რიედი” მიიღო.

დაძაბულ თამაშში ანგარიში სტურმებმა გახნსეს. თავი პირველი ნახევრის პირველ დამატებით წუთზე იულიან ვაიბმაიერმა ტერთმეტმეტრიანის დარტყმის შემდეგ გამოიჩინა. თუმცა, მეორე ტაიმში ჯერ ჟოელინტონმა გაათანაბრა (75წთ.), ხოლო ორ წუთში გიორგი ქვილითაიამ გადამწყვეტი ბურთი შეაგდო. სწორედ ქართველმა გაიყვანა გუნდი ნახევარფინალში, სადაც, ჯერჯერობით, უცნობია, ვის დაუპირისპირდება ვენური გუნდი.

იხილეთ ქვილითაიას გოლი

“რაპიდმა” “ლასკს” სძლია – ქვილითაია შეუცვლელად!

დღეს ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ დაპირისპირებაში ვენის “რაპიდი” ლინცის “ლასკს” ესტუმრა. მატჩში სტუმართა დომინირება შეიმჩნეოდა, რაც ანგარიშშიც აისახა. ჯერ 25-ე წუთზე მურგმა გაუტანა მასპინძლებს, ხოლო 12 წუთში შვაბმა ორამდე გაზარდა სხვაობა. 68-ე წუთზე ბერიშამ ერთი ბურთ გაქვითა. საბოლოოდ, დედაქალაქელებმა ანგარიშით, 2:1 იმარჯვეს.

საგულისხმოა, რომ “რაპიდის” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია, რომელსაც გოლი არ გაუტანია და მე-19 წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. იგი 70-ე წუთზე ჟოელინტონით შეცვალეს.

ამ მოგების შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევის გუნდი 29 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში ვენური კლუბი მეორეადგილოსან “სალზბურგს” დაუპირისპირდება, რომელისაც “რაპიდზე” ორით მეტი ქულა დაუგროვდა, თუმცა ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.

ქვილითაიას გოლი და წითელი ბარათი ავსტრიის თასზე (ვიდეო)

გუშინ ავსტრიის თასის 1/16 ფინალის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ვენის “ასკ ელეკტრამ” თანაქალაქელი “რაპიდი” მიიღო. სტუმრებმა მეტოქე ანგარიშით, 4:0 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

მოგეხსენებათ, “რაპიდში” გიორგი ქვილითაია გამოდის. მან ანგარიშის გახსნა მე-19 წუთზე მოახერხა. ქართველმა თავდამსხმელმა სხვა რამითაც “გამოიჩინა” თავი: 34-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 73-ე წუთზე მეორე გაფრთხილებაც დაიმსახურა და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია.

ქვილითაიას გოლი იხილეთ 4:09 წამიდან