ქვილითაიას გოლმა “რაპიდი” ავსტრიის თასის ნახევარფინალში გაიყვანა (ვიდეო)

გუშინ ავსტრიის თასის მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. თავისი მატჩი ჩაატარა ვენის “რაპიდმა”, რომელმაც დედაქალაქში “რიედი” მიიღო.

დაძაბულ თამაშში ანგარიში სტურმებმა გახნსეს. თავი პირველი ნახევრის პირველ დამატებით წუთზე იულიან ვაიბმაიერმა ტერთმეტმეტრიანის დარტყმის შემდეგ გამოიჩინა. თუმცა, მეორე ტაიმში ჯერ ჟოელინტონმა გაათანაბრა (75წთ.), ხოლო ორ წუთში გიორგი ქვილითაიამ გადამწყვეტი ბურთი შეაგდო. სწორედ ქართველმა გაიყვანა გუნდი ნახევარფინალში, სადაც, ჯერჯერობით, უცნობია, ვის დაუპირისპირდება ვენური გუნდი.

იხილეთ ქვილითაიას გოლი

გიორგი ქვილითაიამ “რაპიდის” საშობაო ვახშამზე სიმღერა შეასრულა (ვიდეო)

2017 წელი დასასრულს მიუახლოვდა, სრულდება საფეხბურთო წელიწადიც და შეიძლება ითქვას, რომ 2017-მა წელმა ფეხბურთში ძალიან ბევრი და კარგი მოგონება შემოგვინახა.

ასევე წარმატებული წელიწადი აღნიშნეს ვენაში, ადგილობრივმა “რაპიდმა” საშობაო ვახშამი გამართა, სადაც ფეხბურთელებმა კარგი დრო გაატარეს, ხოლო საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ კი საახალწლო სიმღერა შეასრულა.

“შტურმმა” და “რაპიდმა” ფრე გააგორეს – ქვილითაია ძირითადშია

დღეს ავსტრიის ბუნდესლიგის მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა. გრაცში, ადგილობრივი “შტურმი” ვენის “რაპიდს” მასპინძლობდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდმა შექმნა მომენტები, თუმცა გოლი არ გასულა. საბოლოოდ, 0-0 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ ვენელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია. მან 73 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა ბრაზილიელი ჟოელინტონით შეცვალა.

ამ ფრის შემდეგ გიორგის გუნდი 26 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება.

“რაპიდმა” ავსტრიის თასზე იმარჯვა; ქვილითაიამ სასტარტოდან დაიწყო!

დღეს ავსტრიის თასის 1/16 ფინალის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ერთმანეთს “ლეობენდორფი” და “რაპიდი” დაუპირისპირდნენ. სწორედ ამ უკანასკნელში თამაშობს გიორგი ქვილითაია. საგულისხმოა, რომ ჩვენმა სპორტსმენმა დაპირისპირება ძირითადიდან დაიწყო.

პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში შეხვედრის ერთადერთი გოლი კრისტოფ შოესვენდტერმა გაიტანა და “რაპიდს”, ანგარიშით, 1-0 გაამარჯვებინა.

გიორგიმ მოედანზე 76 წუთი გაატარა.

ვენის “რაპიდის” ფანები “აუსტრიას” 19 წლის ფეხბურთელს თავს დაესხნენ

ყველასათვისაა ცნობილი, რომ ვენის “რაპიდი” და ვენის “აუსტრია” დიდი ხანია ერთმანეთის პრინციპულ მეტოქეებად ითვლებიან. ამ გუნდების გულშემატკივრებს შორის შეტაკებები კი არავის უკვირს. თუმცა, გასულ დღეებში ძალიან უსიამოვნო რამ მოხდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ “რაპიდის” თხუთმეტი გულშემატკივარი “აუსტრიას” 19 წლის ფეხბურთელს ვალენტინ გრუბეკს თავს მაშინ დაესხა, როდესაც მოთამაშე ვარჯიშის დასრულების შემდეგ, კლუბის ბაზას ტოვებდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს დაზიანებები ზურგზე, მკერდსა და მუხლზე მიაყენეს.

უსიამოვნო ფაქტის შესახებ, ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა “რაპიდის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე. კლუბის ხელმძღვანებლობა მომხდარ ინციდენტს გმობს და აცხადებს, რომ ყველანაირი სახის ძალადობა დაუშვებელია.

ცნობისთვის, ავსტრიის ბუნდესლიგაში, “რაპიდი” მეორე ადგილს იკავებს და მესამე პოზიციაზე მყოფ “აუსტრიას” ორი ქულით ჩამორჩება. ეს გუნდები ერთმანეთს 6 აპრილს შეხვდებიან.

დიტო ჭიჭინაძე