გიორგი ნავალოვსკიმ რუსეთის თასზე გაიტანა

ამ წუთებში დასრულდა შეხვედრა რუსეთის თასზე, სადაც ერთმანეთს  “ხაბაროვსკი” და “დინამო სანკტ-პეტერბურგი” დაუპირისპირდნენ.

გიორგი ნავალოვსკი სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ საქართველოს ნაკრების მარცხენა მცელი შეხვედრაში 37-ე წუთზე ჩაერთო. 61-ე წუთზე კი, მან “ხაბაროვსკი” დააწინაურა. მეორე გოლი მარკოვიჩის ანგარიშზეა (72). საბოლოოდ ნავალოვსკის გუნდმა 2-0 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

თუ ვის დაუპირისპირდება “ხაბაროვსკი” 1/4 ფინალში სულ მალე გაირკვევა.

ქართველები რუსეთის თასის 1/16 ფინალში: მიმოხილვა

გუშინ რუსეთის თასის 1/16 ფინალის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველების რამდენიმე გუნდმა იასპარეზა.

მოსკოვის “არარატმა” ხაბარკოვსკის “სკა”-ს უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. პირველ კლუბში ირიცხება ქართველი ფეხბურთელი, ირაკლი კვეკვესკირი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან 49-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ხოლო, მოგებული გუნდის რიგებში, გიორგი ნავალოვსკი თამაშობს. მარცხენა მცველმა მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

სამარას “კრილია” მოსკოვის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. შეხვედრის ბოლომდე პირველი მათგანი, ანგარიშით 2-1 იგებდა, თუმცა მატჩის მესამე დამატებულ წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა, სოლომონ კვერკველიამ მოახერხა გათანაბრება. დაპირისპირება დამატებით დროში გაგრძელდა. ყველაფერი 108-ე წუთზე კლენკინის მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. საბოლოოდ, ანგარიში 3-2 და საბას გუნდი რუსეთის თასს გამოეთიშა.

“ოლიმპიეცმა” საკუთარ მოედანზე “უფა” მიიღო. საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება პენალტების სერიით დასრულდა, რომელიც მასპინძელმა მოიგო. “უფას’ შემადგენლობაში ქართველი მცველი, ჯიმი ტაბიძე გამოდის, რომელმაც სათარაგითოა სკამიდან ადევნა მატჩს თვალი.

“ყუბანმა” მოსკოვის “სპარტაკი” მიიღო და ანგარიშით, 0-2 დამარცხდა. გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ჯანო ანანიძემ.

კიდევ ერთი მატჩი, რომელშიც ქართველმა მიიღო მონაწილეობა, “ტომსკისა” და “კრასნოდარის” დაპირისპირებაა. ეს შეხვედრა პირველი კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. “კრასნოდარის” მხრიდან 70-ე წუთზე გამოვიდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც 87-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო.

“ლუჩ ენერგიამ” “ანჟი” დაამარცხა – 2-0. მახაჩკალელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ.