SUN: “მანჩესტერ სიტის” საოცარი შეთავაზება ლიონელ მესის”

პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ  “მანჩესტერ სიტი” ლიონელ მესის სანაცვლოდ “ბარსელონას” 400 მილიონ ევროს გადაუხდიდა, დღეს კი ინგლისური გამოცემა THE SUN კონტრაქტის დეტალებზე ალაპარაკდა.

არგენტინელ ფეხბურთელს “ბარსელონასთან” ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და ჯერ-ჯერობით მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან. აქიდან გამომდინარე შესაძლებელია მესიმ კლუბი იანვარში დატოვოს. მისი დამატება კი, რა თქმა უნდა, ყველა კლუბს სურს, მაგრამ განსაკუთრებით “მანჩესტერ სიტი” აქტიურობს. THE SUN-ის ინფორმაციით “სიტი” მზადაა მესის კვირაში 500,000 ფუნტი გადაუხადოს. წინასწარი ანაზღაურების სახით კი, ერთჯერადად 40 მილიონი ფუნტი მისცეს.

აგუერო: “დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მესის “მანჩესტერ სიტიში,” მაგრამ…”

სერხიო აგუერომ თანამემამულე ლიონელ მესიზე ისაუბრა.

აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია პრესაში იმის შესახებ, რომ “მანჩესტერ სიტი” მზად არის 400 მილიონი ევრო გადაიხადოს ლიონელ მესიში. ამ საკითხთან დაკავშირებით აგუერომ TyC Sport-თან ისაუბრა.

“დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მესის “მანჩესტერ სიტიში”, მაგრამ, ჩემი აზრით, ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მესი და რონალდუ თავიანთი კლუბების სახეს წარმოადგენენ, ამიტომაც ყოველთვის რთულია ასეთ დროს გუნდის შეცვლა. ამ შემთხვევაში ფული პრობლემას არ წარმოადგენს,” – განაცხადა სერხიო აგუერომ.