პრემიერ ლიგა: მეორე ტურის პრევიუ

პრემიერ ლიგის გიჟურმა სეზონმა სტარტი უკვე აიღო, თანაც ძალიან საინტერესოდ. დროთა განმავლობაში, ინგლისის უმაღლესი დივიზიონი უფრო და უფრო გახურდება. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, პრემიერ ლიგის მე-2 ტურის პრევიუ შემოგთავაზოთ …


8

“ბორნმუთის” წინააღმდეგ ნაჩვენები კარგი თამაშის შემდე (1:3), ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედს” “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ მოუწევს ძალების მოსინჯვა, რომელმაც პრემიერ ლიგა “უოტფორდთან” საშინაო მარცხით (1:1) გახსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ აღნიშნულ მატჩში უნდა შედგეს მანჩესტერელთა რეკორდული შენაძენის, პოლ პოგბას დებიუტიც. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან მატჩი სასტარტოდან დაიწყოს, ისევე როგორც ხუან მატამ, რომლის სანაცვლოდაც დიდი ალბათობით ჰენრიკ მხითარიანი ითამაშებს.

ეს ჟოზეს “მანჩესტერ იუნაიტედის” პირველი ოფიციალური მატჩი იქნება “ოლდ ტრაფორდზე”. ასე რომ, “წითელი ეშმაკუნები” მაქსიმალურად დაიხარჯებიან, რათა საკუთარი გულშემატკივრები ასიამოვნონ.

ექსპერტების პროგნოზი 2:1.

  • “მანჩესტერ იუნაიტედს” პრემიერ ლიგის ეგიდით “საუთჰემპტონთან” ჩატარებული ბოლო 3 მატჩიდან არცერთი არ მოუგია (ფ1 წ2)
  • “საუთჰემპტონმა” “ოლდ ტრაფორდზე” ჩატარებული ბოლო ორი მატჩიდან ორივე მოიგეს, ორივე ანგარიშით 1:0
  • პარასკევს, სახლში გამართული ლიგის მატჩი “წითელმა ეშმაკებმა” ბოლოს 1950 წლის აპრილში წააგეს

  • 8

    მართალია, “სანდერლენდთან” ჩატარებულ რთულ მატჩს (2-1) ადვილი გასეირნება მოჰყვა ბუქარესტში (0-5) მაგრამ, დიდია შანსი, რომ პეპ გვარდიოლას “ქალაქელებს” “ბრიტანია სტედიუმზე” სასურველი შედეგის მიღწევა გაუჭირდეთ.

    მეთუნეებმა კი პრემიერ ლიგა “მიდლსბროში” ნათამაშები ყაიმით გახსნეს – აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მატჩში სტუმრები აგებდნენ თუმცა, ჟერდან შაქირის ბრწყინვალე ჯარიმის მეოხებით, “სტოკმა” “ბრიტანიაზე” 1 ქულა წამოიღო.

    სტუმრების მხრიდან საეჭვოა იაია ტურეს, ლეროი სანეს, ვინსენ კომპანის, ილკაი გიუნდოგანისა და სამირ ნასრის თამაში. მასპინძლებს კი სავარაუდოდ ჯეკ ბათლენდი და გლენ ჯონსონი დააკლდებიან, სტეფან ირლანდთან და იბრაჰიმ აფელაისთან ერთად.

    ექსპერტების პროგნოზი 1:2.

  • “სტოკს” “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართული ბოლო 4 პრემიერ ლიგური მატჩიდან 2 აქვს მოგებული, 2 – წაგებული
  • “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 4 პრემიერ ლიგურ, საშინაო მატჩში პიტერ კრაუჩს 3 გოლი აქვს გატანილი
  • “სტოკის” წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 6 პრემიერ ლიგურ დაპირისპირებაში კუნ აგუეროს 6 გოლი აქვს გატანილი

  • 8

    გამომდინარე იქიდან, რომ იურგენ კლოპის “ლივერპულს” ე.წ. “პატარა გუნდებთან” გამარჯვების მოპოვება უჭირს, “წითლებს” ადვილი გასეირნება ნამდვილად არ მოელით “ტერფ მურზე”.

    რა შესახსენებელია, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ იურგენ კლოპის ბიჭები პრემიერ ლიგის პირველ ტურში ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდნენ და დიდებული მატჩიც ჩაატარეს, რომელიც საბოლოო ჯამში ანგარიშით 3:4 დასრულდა.

    იურგენ კლოპი 2015/16 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მაქსიმალურად ცდილობდა “პატარა გუნდების კომპლექსის” გამოსწორებას. მერსესაიდელებმა არაერთი ამხანაგური მატჩი გამართეს. ახლა, მათ ისღა დარჩენია, ნასწავლი პრაქტიკაში გვიჩვენონ.

    ექსპერტების პროგნოზი 0:2.

  • “ბარნლის” პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში “ლივერპულის” კარი ჯერ არ აუღია; 4 მატჩი – 4 წაგება
  • “ბარნლის” ბოლო 9 პრემიერ ლიუგრ მატჩში მხოლოდ 7 გოლი გავიდა, მათგან კი მხოლოდ 2 გაიტანეს დაიკის ბიჭებმა
  • შესადარებლად გაცნობებთ, რომ “ლივერპულის” ბოლო 7 გასვლით მატჩში 41 გოლი გავიდა (საშუალოდ 4.6 გოლი ერთ მატჩში)

    8

    ლივერპულიდან არასასურველი შედეგით (“ევერტონი” 1-1 “ტოტენჰემი”) “უაით ჰართ ლეინზე” დაბრუნებული მაურისიო პოჩეტინოს შემდეგი მეტოქე ალან პარდიუს “კრისტალ პალასი” იქნება.

    რაც შეეხება ალან პარდიუს გუნდს, “არწივები” კვლავ აგრძელებენ 2016 წლის საშინელ სერიას – “სელჰარტ პარკსის” მკვიდრნი ამჯერად “ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” დამარცხდნენ (0-1).

    ექსპერტები “ტოტენჰემის” მშრალ გამარჯვებას ვარაუდობენ, მიუხედავად იმისა, რომ “დეზებს” ჰუგო ლორისი და კევინ ვიმერი დააკლდებიან.

    ექსპერტების პროგნოზი 2:0.

  • ამ გუნდებს შორის “უაით ჰართ ლეინზე” გამართული ბოლო 7 დაპირისპირებიდან 4 ფრედ დასრულდა (2მ 4ფ 1წ)
  • სამი მატჩია ჰარი კეინს “ტოტენჰემის” მაისურით პრემიერ ლიგაში გოლი არ გაუტანია
  • 2016 წელს ჩატარებული 20 პრემიერ ლიგური დაპირისპირებიდან, “არწივებმა” მხოლოდ 2 მოიგეს (2მ 5ფ 13წ)

    8

    ანტონიო კონტემ სეზონი წარმატებით დაიწყო. “არისტოკრატებმა” შინ, “სტემფორდ ბრიჯზე” “ჩაქუჩების” დამარცხება მოახერხეს დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 2:1. ამ მატჩში თავი დიეგო კოშტამ გამოიჩინა, რომელმაც უკვე მიიღო პირველი ყვითელი ბარათი.

    რაც შეეხება უოლტერ მაცარის “უოტფორდს”, “ირმებმა” პრემიერ ლიგის ახალი სეზონი “საუთჰემპტონთან” გასვლითი მატჩით გახსნეს. გამომდინარე იქიდან, რომ “წმინდანებს” უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ მატჩში, “მერის სტედიუმიდან” წამოღებული ქულა შესაძლოა, დიდ წარმატებად ჩაითვალოს.

    აღნიშნულ მატჩში “უოტფორდი” ბენ უოტსონის გარეშე იქნება, რომელმაც უკვე მოახერხა პირველი წითელი ბარათის “აკიდება”. “ჩელსის” კი კურტ ზუმა და მარკო ვან გინკელი დააკლდებიან. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფაბრეგასმა თამაში სასტარტოდან დაიწყოს.

    ექსპერტების პროგნოზი 0:1.

  • “ვიკერიჯ როუდზე” პრემიერ ლიგის ეგიდით მატჩის გასამართად “ჩელსი” 3-ჯერ ჩავიდა – მოიგო 1-ხელ, წააგო 1-ხელ, ფრედ ითამაშა 1-ხელ
  • ანტონიო კონტემ ლიგაში ჩატარებული ბოლო 31 მატჩიდან მხოლოდ 1 დათმო (მ28, ფ2)
  • 2015/16 წლების სეზონის დაწყების შემდეგ, ყველაზე მეტი სეივი (127) “უოტფორდის” მეკარემ განახორციელა

    8

    ექსპერტების პროგნოზი 2:1.

  • 2014/15 წლების სეზონში ამ გუნდებს შორის გამართული ორივე მატჩი “გედების” გამარჯვებით დასრულდა (0-1; 3-1)
  • “სუონსის” “ლიბერთი სტედიუმზე” “ჰალთან” არასდროს წაუგია (მ2 ფ2)
  • “გედები” აგვისტოში გამართულ ბოლო 8 პრემიერ ლიგურ დაპირისპირებაში არ დამარცხებულან

    8

    ექსპერტების პროგნოზი 1:2.

  • “ევერტონი” “ჰოუტორნსზე” “ვესტ ბრომთან” გამართულ ბოლო სამ მატჩში დაუმარცხებელია (2მ 1ფ)
  • გასულ სეზონში, “ალბიონმა” ბოლო ოთხი საშინაო პრემიერ ლიგური დაპირისპირებიდან ვერცერთში ვერ იმარჯვა
  • “ევერტონის” მაისურით ჩატარებულ ბოლო 9 მატჩში ლუკაკუს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია

    8

    გამომდინარე იქიდან, რომ იურგენ კლოპის “ლივერპულს” ე.წ. “პატარა გუნდებთან” გამარჯვების მოპოვება უჭირს, “წითლებს” ადვილი გასეირნება ნამდვილად არ მოელით “ტერფ მურზე”.

    რა შესახსენებელია, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ იურგენ კლოპის ბიჭები პრემიერ ლიგის პირველ ტურში ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდნენ და დიდებული მატჩიც ჩაატარეს, რომელიც საბოლოო ჯამში ანგარიშით 3:4 დასრულდა.

    დაიკის გუნდი კი პირველ ტურში შინ “სუონსი სიტის” დაუხვდა და ახალ სეზონში პირველი მარცხიც იწვნია (0:1).

    ექსპერტების პროგნოზი 3:2.

  • “ლესტერს” 19-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს “არსენალთან” პრემიერ ლიგაში (ფ6 წ13)
  • “არსენალი” “კინგ პაუერ სტედიუმზე” არასდროს დამარცხებულა (2 ფრე და 5-2 მოგება გასულ სეზონში)
  • 2015/16 წლების სეზონში “ლესტერი” პრემიერ ლიგაში 3-ჯერ დამარცხდა; 2-ჯერ “არსენალთან”

    8

    ექსპერტების პროგნოზი 2:2.

  • “სანდერლენდი” “მიდლსბროსთან” გამართულ ბოლო 4 პრემიერ ლიგურ დაპირისპირებაში დაუმარცხებელია (2მ, 2ფ)
  • დევიდ მოიესი “მიდლსბროსთან” მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა, როგორც მწვრთნელი (7მ, 5ფ)
  • ჟერმეინ დეფოს ერთი გოლი სჭირდება, რათა პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომარდირებს შორის მე-10 ადგილი დაიკავოს

    8

    ექსპერტების პროგნოზი 3:1.

  • გასულ სეზონში, “ვესტ ჰემმა” “ბორნმუთთან გამართულ ორივე მატჩში 3-3 გოლი გაიტანა
  • “ალუბლებმა” პრემიერ ლიგის ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს (მ0 ფ1 წ5)
  • “ლონდონის ოლიმპიური სტადიონი” 55-ე სტადიონი იქნება, რომელიც პრემიერ ლიგის მატჩს უმასპინძლებს

    ცხრილი


      19/08/16

  • ისლანდიის ნაკრების ვინგერი, გუდმუნდსონი ინგლისში გადაბარგებასთან ახლოსაა

    ისლანდიის ნაკრებისა და “ჩარლტონის” ნახევარმცველი, იოჰან გუდმუნდსონი კარიერას ინგლისურ პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.

    დიდი ალბათობით, 25 წლის ფეხბურთელი “ბარნლში” სამედიცინო შემოწმებას მომავალი 24 საათის განმავლობაში გაივლის, მის თანაგუნდელ ნიკომ პოუპოსთან ერთად.

    გუდმუნდსონმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის ისლანდიის ნაკრების ძირითადის ფეხბურთელი იყო.

    გუდმუნდსონი “ჩარლტონში” 2014 წელს გადაბარგდა. მას შემდეგ, ჩემპიონშიპის 81 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 16 გოლი და გააკეთა 15 საგოლე გადაცემა.

    ბარტონმა „ბარნლი“ დატოვა და, შესაძლოა, „რეინჯერსში“ გადავიდეს

    ნახევარმცველმა ჯოუი ბარტონმა კლუბ „ბარნლის“ დატოვება დაადასტურა, რომელთან ერთად განვლილ სეზონში ჩემპიონშიფი მოიგო და პრემიერლიგაში თამაშის ულფება მოიპოვა.

    33 წლის ფეხბურთელის მომავალი სამუშაო ადგილი ჯერ უცნობია, თუმცა, ინგლუსური პრესის ვარაუდით, ის კარიერას გლაზგოს „რეინჯერსში“ გააგრძელებს.

    ვენგერი: “შესვენებამ სანჩესზე კარგად იმოქმედა”

    მას შემდეგ, რაც ლონდონის “არსენალმა” ალექსის სანჩესის გოლის წყალობით “ბარნლი” დაამარცხა და ასოციაციის თასის მერვედფინალში გავიდა, გუნდის თავკაცმა ჩილელი ნახევარმცველის მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი.

    “ვფიქრობ, რომ ორთვიანი შვებულება მისთვის საკმარისზე მეტი იყო. მის მდგომარეობაზე დიდად არ მინერვიულია.

    თავადაც ნახეთ, რომ ის შესანიშნავ ფორმაშია. ამ შესვენებამ მასზე კარგად იმოქმედა.” – განაცხადა არსენ ვენგერმა.

    აქვე გეტყვით, რომ “არსენალის” მომდევნო მეტოქე “საუთჰემპტონი” იქნება, რის შემდგომაც “მეთოფეები” გასვლაზე “ბორნმუთს” დაუპირისპირდებიან.

     

    ოფიციალურად. ინგსი “ლივერპულის” ფეხბურთელია

    “ლივერპულის” ხელმძღვანელობა “ბარნლის” შემტევის ტრანსფერზე შეთანხმდა.

    დენი ინგსი მერსისაიდული გუნდის ფეხბურთელი ოფიციალურად პირველ ივლისს გახდება და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

    მიუხედავად ამისა, “წითლებს” მაინც მოუწიათ კომპენსაციის გადახდა “ბარნლისთვის”.

    დენი ინგსმა გასულ სეზონში პრემიერ ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, სადაც 11 გოლი გაიტანა და გააკეთა ოთხი საგოლე გადაცემა.

    “ლივერპულმა” “ბარნლი” დაამარცხა

    რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა “ენფილდ როუდზე”, სადაც “ლივერპულმა” დამაჯერებელი ანგარიშით “ბარნლი” დაამარცხა.

    “ლივერპული” 2-0 “ბარნლი”

    გოლი: ჰენდერსონი ’29, სტარიჯი ’51

    მოურინიო: „გამიკვირდა, რომ არ წავაგეთ“

    ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო „ბარნლისთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.

    „ჩვენი თამაშის აღსაღწერად, სხვა სიტყვები მჭირდება. არ მინდა, სასაცილოდ გამოვიყურებოდე. გამიკვირდა, რომ არ წავაგეთ. მატიჩის წითელი ბარათი? არ ვიცი, მის აპელაციას აზრი აქვს თუ არა. არ მახსოვს, ბოლოს აპელაცია როდის დაგვიკმაყოფილეს“, – აღნიშნა პორუტგალიელმა.

    მერსესაიდელებმა სტუმრად იმარჯვეს

    მე-18 ტურში ,,ბარნლიმ” შინ ,,ლივერპული” მიიღო. სტუმრებმა მეტოქის დამარცხება შეძლეს.

    მატჩში ერთადერთი გოლის ავტორი სტერლინგი გახდა(62-ე წუთი). 18 ტურის შემდეგ ,,ლივერპული” მე-9 ადგილზეა.

    ბარნლი – ჩელსი 1:3

    პრემიერლიგის პირველ ტურში “ჩელსიმ” “ბარნლის” დამარცხება სტუმრაც მოახერხა.

    ანგარიში მე-14 წუთზე არფილდმა მოახერხა. სამ წუთში დიეგო კოსტამ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 21-ე წუთზე შურლემ ლონდონელები წინ გაიყვანა. საბოლოო ანგარიში 34-ზე ბრონისლავ ივანოვიჩმა დააფიქსირა – 1:3.

    მოედანზე შეჭრილი ქათამი

    9 მარტს, ინგლისის ჩემპიონლიგის 34-ე ტურში, “ბლექბერნსა” და “ბარნლის” შორის გამართულ შეხვედრაში ძალიან საინტერესო რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ “ბლექბერნის” გულშემატკივრებმა მოედანზე ქათამი შეუშვეს.

    კურიოზი: მეკარესთან ერთი-ერთზე გასული ფეხბურთელი თავისით წაიქცა

    18 იანვარს, ინგლისის ჩემპიონშიპში, “ბარნლისა” და “შევიფილდს” შორის გამართულ შეხვედრაში საკმაოდ კურიოზული რამ მოხდა.