“ნაპოლის” თავკაცმ,ა მაურისიო სარიმ “მანჩესტერ სიტისთან” გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მაურისიო სარი: “არ ვიცი რა მოხდა საწყის 30 წუთში. მეტოქეს ძალიან კარგი შანსები მივეცით და ამიტომაც დავისაჯეთ, რაც შეეხება მთლიანად მატჩს, მე ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ, მათ აჩვენეს, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ. მეორე ნახევარში მეტოქეს აქტიური პრესინგი შევთავაზეთ ჩვენს ნახეარზე, მაგრამ ეს არ იყო, როგორც გუნდური, ჩვენ ინდივიდუალურად ვცდილობდით ფეხბურთელების აყვანას.”
“შეხვედრაში მრავალი საგოლე მომენტი შეიქმნა და ვფიქრობ, რომ მაყურებელს კარგი სანახაობა შევთავაზეთ. რაც შეეხება “სიტის”, ისინი ყველასთვის სერიოზული კონკურენტები არიან. ეს გუნდი საკმაოდ სწრაფ და ტაქტიკურადაც სწორ ფეხბურთს გვთავაზობს. თუ “სიტი” შეინარჩუნებენ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მსგავს მდგომარეობას, ისინი მიზანს მიაღწევენ.” – განაცხადა მაურისიო სარიმ.