ამ წუთებში დასრულდა შეხვედრა რუსეთის თასზე, სადაც ერთმანეთს “ხაბაროვსკი” და “დინამო სანკტ-პეტერბურგი” დაუპირისპირდნენ.
გიორგი ნავალოვსკი სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ საქართველოს ნაკრების მარცხენა მცელი შეხვედრაში 37-ე წუთზე ჩაერთო. 61-ე წუთზე კი, მან “ხაბაროვსკი” დააწინაურა. მეორე გოლი მარკოვიჩის ანგარიშზეა (72). საბოლოოდ ნავალოვსკის გუნდმა 2-0 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
თუ ვის დაუპირისპირდება “ხაბაროვსკი” 1/4 ფინალში სულ მალე გაირკვევა.