სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის საგანგებო სხდომა

დღეს გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის საგანგებო სხდომა. კომიტეტის წევრებმა განიხილეს ეროვნული ლიგის 31-ე ტურში სტადიონის მოუმზადებლობის გამო ჩაშლილი დღევანდელი მატჩი ფოთის “კოლხეთსა” და ქობულეთის “შუქურას” შორის და სადისციპლინო კოდექსის 108-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: “კოლხეთს” ჩაეთვალა 0:3 წაგება და დაჯარიმდა 2500 ლარით. აგრეთვე, კლუბს სეზონის ბოლომდე მიეცა პირობითი სასჯელი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

“კოლხეთი” – “შუქურა” გადაიდო

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩი “კოლხეთი”-“შუქურა” გადაიდო. მატჩის დელეგატისა და მსაჯების ცნობით, მასპინძელმა კლუბმა ვერ შეძლო “პარკი არენას” მატჩისთვის მომზადება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, საკითხი განსახილველად გადაეცემა სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტს, რომელიც დღეს საგანგებო სხდომას გამართავს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.