ოფიციალურად: ნიუკასლმა დუმბია დაიმატა

ინგლისური “ნიუკასლის” ხელმძღვანელობამ დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “რომას” თავდამსხმელი, სეიდო დუმბია სეზონის ბოლომდე მათ ღირსებას დაიცავს.

“მოხარული ვარ, რომ “ნიუკასლის” რიგებში თამაშის საშუალება მომეცა.” – განაცხადა კოტ დ’იუვარელმა ფეხბურთელმა, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი რუსეთში, მოსკოვის “ცსკა”-ში გაატარა.

ყოველთვის ვოცნებობდი პრემიერ ლიგაში თამაშზე. იმედი მაქვს, რომ კლუბს ქულების მოპოვებაში და სატურნირო ცხრილის სათავეში აცოცებაში დავეხმარები.” – დასძინა მან.

 

Daily Star: “ჩელსი” დუმბიას 19 მილიონი ევროდ გაიფორმებს

“ცსკა”–ს კოტ’დიუვარელი ფორვარდი სეიდუ დუმბია, შეიძლება ძალიან მალე “ჩელსის” ფებხურთელი გახდეს.

Daily Star ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით ლონდონელები მოსკოვის “ცსკას” ფორვარდის სანაცვლოდ მზად არიან 19 მილიონი ევრო გადაიხადონ.

“ლურჯებს” დუმბიას შეძენა ზაფხულშიც სურდათ, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. ამ სეზონში 26 წლის ფორვარდმა პრემიერ ლიგაში ათი თამაშში შვიდი გოლის გატანა შეძლო. ასევე მან “სიტისთან” მატჩშიც თავი გამოიჩინა. დუმბიას შეძენას პრემიერ ლიგის სხვა კლუბებიც “”არსენალი” და “ლივერპული” ცდილობენ.

თავად დუმბიამ “ჩელსის” მიმართ აღფრთოვანება არაერთხელ გამოხატა და განაცხადა, რომ ამ კლუბში თამაში მისი ოცნებაა.

დორტმუნდს დუმბია სურს

დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელობა მოსკოვის “ცსკა”-ს  თავდამსხმელით, დუმბიათი არის დაინტერესებული. შეგახსენებთ რომ “ბორუსიას” რობერტ ლევანდოვსკი უკვე მიუნხენის “ბაიერნის” საკუთრებაა და მათ ზაფხულიდან შეუერთდება, დორტმუნდი კი მის შემცვლელს ეძებს.

აქვე გეტყვით რომ დუმბიას რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ივნისამდე აკავშირებს.