“ანჟიმ” “სკა” დაამარცხა – ქართველები სასტარტოში

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-19 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც მახაჭკალას “ანჟიმ” “სკა ხაბაროვსკს” უმასპინძლა და 4-0 გაანადგურა მეტოქე.

როგორც მოგეხსენებათ ორივე გუნდის შემადგენლობაში ირიცხება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და ჩვენდა სასიხარულოდ გიორგი ლორია და გიორგი ნავალოვსკი დღესაც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ქართველებმა სრული მატჩი ჩაატარეს და ერთ-ერთი გამორჩეულები იყვნენ მოედანზე. შეხვედრა მასპინძელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და ისინი პირველივე წუთზე ლესკანომ დააწინაურა. მე-8 წუთზე ანგარიში ორამდე პოლუიაქტოვმა გაზარდა, ხოლო 43-ზე მარკელოვმა გაიტანა თავის გოლი. საბოლოო ანგარიში კი 85-ე წუთზე არმასმა დააფიქსირა. შეხვედრა “ანჟის” გამარჯვებით 4-0 დასრულდა.

ამ შედეგის შემდეგ გუნდებმა სატურნირო ცხრილში ადგილი შეინარჩუნეს, “სკა” 12 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო “ანჟი” 19 ქულით “დინამო” მოსკოვს წამოეწია, თუმცა დედაქალაქელებს ბურთების უკეთესი შეფარდება აქვთ, ამიტომაც ლორიას გუნდი მე-15 ადგილს ინარჩუნებს.

ნავალოვსკი: “არც ერთა ლიგაზე არ არსებობს მარტივი მეტოქე – მთავარია მონდომება, ფიზიკური მზაობა!”

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ ამხანანაგური შეხვედრა გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” კვიპროსის წინააღმდეგ ჩაატარ და მეტოქე ანგარიშით, 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი ქვილითაია გახდა.

მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მარცხენა მცველმა, გიორგი ნავალოვსკიმ Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“ნებისმიერ შეხვედრაში გამარჯვება და გულშემატკივრის გახარება გვინდა. გუშინ, ალბათ, ეს გამოგვივიდა. მთავარი, სწორედ მოგებაა – ახლა მხოლოდ ეს სურს ჩვენს ფანებს. გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ, ბოლოს და ბოლოს, ქართველმა გულშემატკივარმაც გაიხაროს. წინ ბელორუსია. არ ვიცი, რამდენად ძლიერები არიან ისინი, თუმცა, გეტყვით, რომ სუსტი გუნდი ფეხბურთში აღარაა. რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის და, ისევ და ისევ, ხალხის გულის გასახარებლად ვიბრძოლებთ.”

“რაც შეეხება ერთა თასს, გავიმეორებ, რომ მარტივი მეტოქე არ არსებობს. უკვე, ყველამ ისწავლლა ფეხბურთის თამაში. ზოგი ფიქრობს, რომ ერთა ლიგიდან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ადვილია, მაგრამ, მიმაჩნია, ყველა თამაში სერიოზული იქნება.  მთავარია, მონდომება, ფიზიკური მზაობა. ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ რამეს მივაღწიოთ. იმედია, გავალთ ევროპის ჩემპიონატზე. ნამდვილად შეუძლიათ ამ ბიჭებს ამ მიზნის მიღწევა. მთავარია, დავაფასოთ ნებისმიერი მეტოქე, რადგან სუსტი არცერთი მათგანი არაა,” – აცხადებს გიორგი ნავალოვსკი.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოსა და ბელორუსის შეხვედრა ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე” 13 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.