“ვიტესი” “გრონინგენთან” დამარცხდა – კაშია შეუცვლელია!

დღეს ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-12 ტურის შეხვედრები შედგა.

“ნოორდლის სტადიონზე” “გრონინგენმა” არნემის “ვიტესი” მიიღო. უხვგოლიან შეხვედრაში ანგარიში 32-ე წუთზე ლარსენის ავტოგოლით გაიხსნა. უნცაურია, თუმცა “გრონინგენმა” დაბოს ავტოგოლით აღადგინა წონასწორობა. ეს 59-ე წუთზე მოხდა. სამ წუთში მატავჟმა წინ გაიყვანა არნემელები. ამას მოჰყვა ირდისის, მაჰისა და ვანვეერტის გოლები, შესაბამისად, 65-ე, 78-ე და 82-ე წუთებზე. საბოლოოდ, მასპინძლებმა “ვიტესს” ანგარიშით, 4-2 სძლიეს.

საგულისხმოა, რომ არნემელთა შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

ამ წაგების შემდეგ გურამის გუნდი 19 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.