ტაბიძის მარცხი “ახმატთან”, გრიგალავამ “ტოსნოსთან” საგოლე გადაცემა გააკეთა

გუშინ რუსეთის პრემიერ ლიგის მე-18 ტურის შეხვედრები გაიმართა.

“უფა” სტუმრად” გროზნოს “ახმატს” შეხვდა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ანგარიში 45-ე წუთზე გაიხსნა, როცა ფილიპე სამპაიომ მასპინძლები დააწინაურა. 53-ე წუთზე ლეო ჟაბამ მეორეც გაიტანა. “უფამ” სხვაობა 87-ე წუთზე ივან ობლიაკოვის გოლით შეამცირა. საბოლოოდ, 2-1 გროზნოელთა სასარგებლოდ.

სტუმარი გუნდის შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ჯიმი ტაბიძემ. იგი მოედანზე მეორე ტაიმში, 46-ე წუთზე დმიტრი ჟვიგლიადოვის მაგივრად შემოვიდა. ამ მარცხის შემდეგ ტაბიძე 24 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.

ასევე, აღნიშნულ ტურში ტულას “არსენალი” “ტოსნოს” ესტუმრა. ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა, როცა ქართველმა მარცხენა მცველმა, გია გრიგალავამ ჩაუშიჩს გაუკეთა საგოლე გადაცემა და მანაც “ტოსნოს” კარი აიღო. მეორე ნახევარში, 61-ე, 79-ე და 81-ე წუთებზე “ტოსნოს” შემტევმა, მარკოვმა ჰეთრიკი შეასრულა. ერთი გოლის გატანა “არსენალმა” 76-ე წუთზე მოახერხა – ავტორი ტკაჩევი გახდა. საბოლოოდ, 3-2.

ქართველ მოთამაშეზე იმას გეტყვით, რომ მან 68-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ამჟამად მისი გუნდი 20 ქულით მე-12-ეა.