“ბორუსიას” პრეზიდენტი: “ბოშის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა დიდი შეცდომა იყო”

დორტმუნდის “ბორუსიას” პრეზიდენტი, რაინჰარდ რაუბალი თვლის, რომ კლუბმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე პეტერ ბოშის დანიშვნით დიდი შეცდომა დაუშვა. შეგახსენებთ, რომ ბოში, რომელმაც ჩატარებული 23-დან მხოლოდ რვა მატჩი მოიგო, დანიშვნიდან 163 დღეში დაითხოვეს.

“ამან უბრალოდ არ იმუშავა. ბოშის დანიშვნა შეცდომა იყო. ადამიანურად ვამბობ, ეს ძალიან საწყენია ჩემთვის,” – აცხადებს რაუბალი გერმანულ Kicker-თან საუბრისას.

ბოში “ბორუსიელთა” გენერალურმა დირექტორმა, ჰანს-იოჰან ვატცკემაც გააკრიტიკა: “მაშინაც კი, როცა ვიგებდით, მწვრთნელის არ გვჯეროდა,”- ციტირებს მის სიტყვებს Bild.

გეტყვით იმასაც, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პეტერ ბოში პეტერ შტეგერმა შეცვალა.

ბოში: “ამის შემდეგ, ვერ ვიტყვი, რომ “რეალი” ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტია”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, პეტერ ბოშმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” განცდილი მარცხის (3-2) შემდეგ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე გუნდში ვერ დაინახა განსაკუთრებულობა, რასაც შეუძლია, “რეალს” ჩეპიონთა ლიგა მოაგებინოს.

“ამ მატჩშის შემდეგ, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ “რეალი” ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია. ამას მათი თამაშიდან გამომდინარე ვამბობ, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად ითამაშეს.

თუმცა, ისიც მართალია, რომ მადრიდელები ფეხბურთელების დასვენებას ცდილობენ და ხალხის თვალში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან.

ვერ უარვყოფ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მინდოდა, მაგრამ ახლა ევროპა ლიგაზე მოგვიწევს ჩვენი ძალების გამოცდა. დარწმუნებული ვარ, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ გაცილებით უფრო ძლიერები ვიქნებით,” – აცხადებს გერმანული გუნდის თავკაცი.

პეტერ ბოში: “ის შესანიშნავი ფეხბურთელია”

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა მადრიდის “რეალსა” და “დორტმუნდის ბორუსიას” შორის, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

მატჩის შემდეგ “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ბოშიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა: “შეხვედრა საკმაოდ ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ყველაფერი გამოვასწორეთ. ამჟამად გუნდში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ირიცხება, ამიტომაც საუკეთესო თამაშის ჩვენება არ შეგვიძლია. “დორტმუნდი” მაღალი დონის შემსრულებლებით არის დაკონპლექტებული, რაც მომავალში წარმატებაზე ფიქრის საშუალებას გვაძლევს. ჩვენი სურვილი იყო, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გაგვეგრძელებინა ასპარეზობა, მაგრამ ახლა ევროპა ლიგაზე ვართ და ამ ტურნირის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეხეება კრიშტიანუ რონალდუს, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მისი თამაშის ყურება ნებისმიერ ფეხბურთის გულშემატკივარს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს”, – აცხადებს პეტერ ბოში.

შეგახსენებთ, რომ “დორტმუნდის ბორუსიამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა და შესაბამისად გერმანული კლუბი ევროპა ლიგაზე განაგრძობს ასპარეზობას.

პეტერ ბოში: “რეალთან” მატჩში ერთ ქულას ვუმიზნებთ, უკეთეს შემთხვევაში – სამს”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, პეტერ ბოშმა მადრიდის “რეალთან” გასამართი მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანელები მოედანზე მოსაგებად გავლენ.

“ყველაფერს გავაკეთებთ, ხვალინდელ მატჩში გამარჯვება ჩვენ რომ დაგვრჩეს. გვინდა, გულშემატკივარს კარგი თამაში შევთავაზოთ. ჩვენი მიზანი ერთი ქულის მოპოვებაა, უკეთეს შემთხვევაში კი სამის. ჩვენი თვითდაჯერებულობისთვის ეს უმნიშვნელოვანესია.

“რეალში” კრიზისია? არა. კარგად მახსოვს ბოლო მატჩი, რომელშიც დავმარცხდით, თუმცა საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. არ ვთვლი, რომ “რეალი” გასულ სეზონთან შედარებით უფრო ცუდი, ან კარგია.

მადრიდელთა გუნდის უძლიერესი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და მათ წინააღმდეგ თამაში ყველასთვის რთულია,” – აცხადებს ბოში, რომლის გუნდსაც 5 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს და მესამე ადგილისთვის იბრძვის.

პეტერ ბოში დანებების ვარიანტს გამორიცხავს

“შალკესთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ (4-4), რომელშიც დორტმუნდის “ბორუსიამ” 4-ბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა, “დორტმუნდელთა” მთავარმა მწვრთნელმა, პეტერ ბოშმა პრესასთან ისაუბრა.

“ძალიან ბევრი უნდა ვიმუშავოთ, დანებება გამორიცხულია. მთელი ცხოვრებაა, ამას ვაკეთებ. ფეხბურთელიც ასეთი ვიყავი, არასდროს ვნებდებოდი და მწვრთნელიც ასეთივე ვარ.

ყველანაირად ვეცდები, ფეხბურთელები გავამხნევო. მე გასამხნევებელი არაფერი მაქვს, ამას ისედაც გავუმკლავდები. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე სხვას არც არაფერს ვაკეთებდი.

გიჟური თამაში იყო, წარმოუდგენელია იმის დაჯერება, რაც მოხდა. ოთხბურთიანი უპირატესობის შემდეგ ქულების დაკარგვა წარმოუდგენელი უნდა იყოს.

პირველ ტაიმში ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ და შედეგიც მივიღეთ. მეორე ნახევარში კი რაღაც მოხდა. ამ დონეზე ასეთი გოლები არ უნდა გადიოდეს, მაგრამ გადის. ბევრი მუშაობა გვჭირდება,” – აცხადებს ბოში.