“ბარსელონა” კოპა დელ რეის გამარჯვებულია! (ვიდეო)

მადრიდში, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” ესპანეთის სამეფო თასის ფინალი შედგა: კატალონიის “ბარსელონა” ანდალუსიის “სევილიას” წინააღმდეგ.

მატჩი “ბლაგურნას” უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-14 წუთზე ლუის სუარესმა გახსნა. 17 წუთში ლიონელ მესიმ ორამდე გაზარდა სხვაობა. ხოლო, მე-40 წუთზე ურუგვაელმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა. მეორე ნახავარში, 52-ე წუთზე ანდრეს ინიესტამ მეოთხეც შეაგდო. 69-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და ანგარიში 0-5 გახადა. საბოლოოდ, სწორედ ამ ანგარიშით იმარჯვა კატალონიურმა გრანდმა.

“ბარსელონამ” ზედიზედ მეოთედ მოიგო ეს ტიტული!

 

დე ხეა: “ბედნიერი ვარ, რომ გუნდი გადავარჩინე”

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ანდალუსიის “სევილიამ” “მანჩესტერ იუანიტედი” მიიღო. შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს “წითელი ეშმაკი”, დავიდ დე ხეა ესაუბრა.

“მათ ჰქონდათ შეხვედრის საუეკთესო მომენტი, თუმცა ვერ გამოიყენეს. ჩვენ კარგად ვიცავდით თავს, თუმცა “სევილიელები” ბურთს აკონტროლებდნენ. მეტოქემ მშვენივრად ითამაშა, მაგრამ ეს შედეგი ჩვენთვის მისაღებია. პირველი ნახევრის ბოლოს რთული ბურთი მოვიგერიე. ეს მატჩის უმნიშნელოვანესი მომენტი იყო. ბედნიერი ვარ, რომ გუნდი გადავარჩინე,” – ამბობს ესპანელი.

“რეალმა” “სევილია” გაანადგურა – რონალდუ ოქროს ბურთის მოპოვების შემდეგ დუბლით დაბრუნდა (ვიდეო)

დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა.

“სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალმა” ანდალუსიის “სევილიას” უმასპინძლა. დაპირისპირება მთლიანად დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მესამე წუთზე ნაჩო ფერნანდესმა გახსნა. ზუსტად ოც წუთში კრიშტიანუ რონალდუმ მეორეჯერ აიღო სერხიო რიკოს კარი და ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში მესამე გოლი შეაგდო. მას ამ შემთხვევაში მარკო ასენსიო დაეხმარა. 31-ე წუთზე პორტუგალიელმა ტერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

ანდალუსიელთა რბევა პირველ ტაიმში 3-0-ზე არ შეწყვეტილა. 38-ე წუთზე ტონი კროოსმაც გაიტანა. მისი ასისტენტი ლუკას ვასკესი იყო. ხოლო, ბოლოჯერ სტუმართა კარის ბადე 18 წლის მარჯვენა მცველმა, აჩრაფ ჰაკიმიმ შეარხია. ამჯერად, მოროკოელის დამხმარე კარიმ ბენზემა აღმოჩნდა.

საბოლოოდ, “რეალმა” ანგარიშით, 5-0 მოიგო. ამის შემდეგ ზინედინ ზიდანის შეგირდებს 31 ქულაა ქვთ და მესამე პოზიციას იკავებენ. “სევილია” 28 ქულით მეხუთეა.