ვარანი: “2017 წელი “რეალისთვის” შესანიშნავი გამოდგა”

დღეს მადრიდის “რეალი” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიურ “გრემიოს” დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა მეტოქე.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ 53-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ გუნდის ცენტრალურმა მცველმა რაფაელ ვარანიმ მცირე კომენტარი გააკეთა: “ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. შეიძლება ითქვას, რომ ამ ტურნირში საკმაოდ იოლად მოვიპოვეთ გამარჯვება, მაგრამ წელს ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, ამიტომაც 2017 წელი “რეალისთვის” შესანიშნავი გამოდგა. წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ გუნდი შესანიშნავი ფეხბურთელებით არის დაკონპლექტებული. რაც შეეხება რონალდუს ის შესანიშნავია, მის შესაძლებლობებზე არავინ დავობს”, – განაცხადა რაფაელ ვარანიმ.

მადრიდის “რეალი” ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც საკლუბო მუნდიალის მოგება ზედიზედ ორჯერ შეძლო, ხოლო ბოლო 4 წელიწადში ტიტულს მესამედ დაეუფლა.

“რეალი” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია

დღეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მადრიდის “რეალი” ბრაზილიურ “გრემიოს” დაუპირისპირდა და საინტერესო ბრძოლაში 1:0 დაამარცხა მეტოქე.

პირველი ნახევარი არც თუ ისე მაღალ ტემპში წარიმართა, ესპანელები უპირატესობას მოედნის ცენტრში ფლობდნენ, თუმცა სახიფათო მომენტის შექმნას ვერ ახერხებდნენ. მეორე ტაიმში “რეალის” ფეხბურთელებმა ზეწოლა გაზარდეს, მაგრამ იღბალი აშკარად ბრაზილიელების მხარეს იყო, თუმცა კრიშტიანუ რონალდუმ საჯარიმო დარტყმა საკმაოდ კარგად შეასრულა და 53-ე წუთზე ესპანელები დააწინაურა. ამის შემდეგ “გრემიოს” ფეხბურთელებმა სცადეს შეხვედრის გადარჩენა, თუმცა უშედეგოდ და მატჩი “რეალის” გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

საბოლოოდ მადრიდის “რეალი” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა, ხოლო ბოლო 4 წელიწადში მესამედ მოიგო.

“რეალი” – “გრემიო”: სასტარტო შემადგენლობები

დღეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მადრიდის “რეალი” ბრაზილიურ “გრემიოს” დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს:

“რეალი”: ნავასი, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ბენზემა, ისკო, რონალდუ.

“გრემიო”: მარსელო, ედილსონი, გერომელი, კანემანი, კორტეზი, სიქუეირა, მიჩელი, ფერნანდიონიო, ლუანი, რამირო, ბარიოსი.

სერხიო რამოსი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ახალი ბუცით ითამაშებს (ფოტო)

როგორ მოგეხსენებათ, 16 დეკემბერს მადრიდის “რეალი” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიურ “გრემიოს” დაუპირისპირდება. დღეს კი პრესაში იმ ბუცების ფოტო-სურათები გავრცელდა, რომლითაც ესპანელთა ცენტარული მცველი და გუნდის კაპიტანი 2017-2018 წლების სეზონში იასპარეზებს, პირველ შეხვედრას კი ფინალში გამართავს. რამოსის ბუცი, როგორც ყოველთვის NIKE-ის ფირმისაა.

“რეალმა” “ალ ჯაზირა” მინიმალური სხვაობით დაამარცხა

როგორც მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეორე 1/2 ფინალში მადრიდის “რეალი” და “ალ ჯაზირას” დაუპირისპირდა და საინტერესო ბრძოლაში 2:1 დაამარცხა მეტოქე.

შეხვედრა ესპანელთა აშკარა უპირატესობით დაიწყო. კრიშტიანუ რონალდუს რამდენიმე კარგი მომენტი შეექმნა, პორტუგალიელს რამდენიმეჯერ იღბალმა უმტყუნა, რიგ შემთხვევებში კი “ალ ჯაზირას” მეკარე თამაშობდა დამაჯერებლად. ასევე კარგი შანსი ჰქონდა ლუკა მოდრიჩსაც, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჰუსანი თამაშობდა დამაჯერებლად. ტაიმის მუწურულს კი, უკვე ნომინალურ მასპინძლებს მიეცათ რეალური შანსი, რომელიც რომანიომ ზუტად გამოიყენა და პირველი ნახევარი “ალ ჯაზირას” გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩი განსხვავებული მსვლელობით არც მეორე ნახევარში წარმართულა, “რეალი” უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა და საბოლოოდ რონალდუმ 53-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 81-ე წუთზე რამდენიმე წამით ადრე შემოსულმა გარეთ ბეილმა მადრიდელები წინ გაიყვანა. ამის შემდეგ უელსელს კიდევ ერთხელ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება, როდესაც აკრობატულ ნახტომში სცადა გოლის გატანა, მაგრამ “ალ ჯაზირას” კიპერმა ამჯერადაც შეუცდომლად ითამაშა. საბოლოოდ შეხვედრა “რეალის” გამარჯვებთ 2:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელები 16 დეკემბერს საკლუბო მუნდიალის ფინალში ბრაზილიურ “გრემიოს” დაუპირისპირდება.

“ალ ჯაზირა” – “რეალი”: სასტარტო შემადგენლობები

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე წუთში მადრიდის “რეალი” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში “ალ ჯაზირას” დაუპირისპირდება.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს:

“ალ ჯაზირა”: ხასეიფი, რაშიდი, ჯუმა, აიედი, ფაიეზი, მუბარაქი, აბდულა, ალჰოსანი, ალ ატასი, რომარინიო, ალი მაბხოუთი.

“რეალი”: ნავასი, ჰაკიმი, ნაჩო, ვარანი, მარსელო, ისკო, კოვაჩიჩი, კაზემირო, მოდრიჩი, ბენზემა, რონალდუ.

რონალდუ: “მოხარული ვიქნები თუ BBC ერთად შევძლებთ თამაშს”

როგორც მოგეხსენებათ, 13 დეკემბერს მადრიდის “რეალი” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში ჩაერთვება. მატჩამდე 1 დღით ადრე ესპანელთა ლიდერმა კრიშტიაუ რონალდუმ პრესასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

“აღნიშნული ტურნირი ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ საპასუხისმგებლოცაა, რადგან აქ თამაშის უფლება, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს ენიჭება. უკვე შევძელი და მოვიპოვე საკლუბო მუნდიალის ჯილდო “იუნაიტედთან” და “რეალთან” ერთად, თუმცა გამარჯვების სურვილი არ გამნელებია. ეს არის ტურნირი, რომელიც ძალიან მომწონს, იმედი მაქვს მოვახერხებ გოლების გატანას და გუნდის დახმარებას. მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად ტრავმირებული ფეხბურთლები აღარ გვყავს და სრული შემადგენლობით ვემზადბით. მოხარული ვიქნები თუ BBC ერთად შევძლებთ თამაშს”, – აცხადებს კრიშტიანუ რონალდუ.

მოგეხსენებათ, რომ “ალ ჯაზრითან” მადრიდელები შეხვედრას 13 დეკემბერს თბილისის დროით 21 საათზე გამართავენ.

მარსელო: “მომავალი მატჩი ჩვენთვის ახალი გამოწვევა იქნება”

ხვალ მადრიდის “რეალი” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში ჩაერთვება, დღეს კი ესპანელებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართეს, ხოლო შემდეგ გუნდის ვიცე-კაპიტანი მარსელო ჟურნალისტების წინაშე წარდგა და მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

“მომავალ მეტოქეზე ვიცი, რომ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდით არის დაკონპლექტებული, მაგალითად როგორიცაა ბრაზილიელი რომანიო. ჩვენთვის ცნობილია, როგორ დავამარცხოთ მეტოქე, საკმაოდ მოტივირებულები ვართ, რომ შეხვედრა წარმატებით დავასრულოთ. დარწმუნებული ვარ “რელის” ფეხბურთელები მაქსიმუმს გაიღებენ, რათა მიზანს მივაღწიოთ. ვფიქრობ ამჯერად გამოცდილება არაფერს ნიშნავს, რადგან მომავალი მატჩი ჩვენთვის ახალი გამოწვევა იქნება. რაც შეეხება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოსალოდნელ ტრანსფერებს, ეს ჩემი საქმე არ არის, “რეალი” საუკეთესო მოთამაშეებით არის დაკონპლექტებული, თუმცა ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა”, – აცხადებს მარსელო.

შეგახსენებთ, რომ 13 დეკემბერს 21 საათზე “რეალი” საკლუბო მუნდიალზე “ალ ჯაზირას” დაუპირისპირდება.

მადრიდის “რეალის” ვარჯიშს რაულ გონსალესი და მიჩელ სალგადო დაესწრნენ (ფოტო)

დღეს მადრიდის “რეალმა” აბუ დაბიში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალის წინ პირველი ვარჯიში ჩაატარა.

გუნდი მინდორზე 24-კაციანი შემადგენლობით გამოვიდა, მაგრამ გარეთ ბეილი და რაფაელ ვარანი სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ახერხებენ. ჯერჯერობით, უცნობია შეძლებს თუ არა ეს ორი ფეხბურთელი საკლუბო მუნდიალზე ასპარეზობას. “ბლანკოსის” აღნიშნულ საწვრთნელ პროცესს დღეს ორი ლეგენდარული მოთამაშე, რაულ გონსალესი და მიჩელ სალგადო დაესწრნენ. მათ ფეხბურთელებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

შეგახსენებთ, რომ 13 დეკემბერს თბილისის დროით 21:00 საათზე “რეალი” “ალ ჯაზირას” დაუპირისპირდება.

“რეალი” დანიშნულების ადგილზეა (ვიდეო)

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის “რეალი” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. დღეს კი ევროპული გუნდი აბუ დაბიში გაემგზავრა, სადაც “ალ ჯაზირასთან” გასამართი შეხვედრისათვის მოემზადება.

მატჩი 13 დეკემბერს თბილისის დროით 21 საათზე აიღებს სტარტს და პირდაპირ ტრანსილაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.