14 მარტს, ინგლისში, “ექსეტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “უიმბლდონი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მე-4 წუთზე, მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ფეხბურთელად წოდებულმა “უიმბლდონის” თავდამსხმელმა ადებაიო აკინფენვამ გახსნა.
14 მარტს, ინგლისში, “ექსეტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “უიმბლდონი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მე-4 წუთზე, მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ფეხბურთელად წოდებულმა “უიმბლდონის” თავდამსხმელმა ადებაიო აკინფენვამ გახსნა.
ინგლისური “უიმბლდონის” თავდამსხმელმა ადებაიო აკინფენვამ ლონდონის “ჩელსის” მოთამაშეს დიეგო კოშტას სტივენ ჯერარდის გამო მიმართა.
შეგახსენებთ, რომ 27 იანვარს, ინგლისის ლიგის თასზე “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო. მატჩის მიმდინარეობისას დიეგო კოშტამ ლივერპულელთა რამდენიმე ფეხბურთელის წინააღმდეგ იუხეშა, საბოლოოდ კი მასსა და სტივენ ჯერარდს შორის სიტუაცია დაიძაბა.
“მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ფეხბურთელად” წოდებულმა აკინფენვამ, რომლის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი სტივენ ჯერარდია, სოციალურ ქსელ Instagram-ში ფოტო გამოაქვეყნა და იქვე დიეგო კოშტას მისამართით ასეთი რამ დაწერა: “ფრთხილად იყავი, პრობლემები შეგვექმნება.”
ადებაიო აკინფენვას მიერ “ლივერპულის” კარში გატანილ გოლს ერთ-ერთი ინგლისელი რადიოკომენტატორი საკმაოდ ემოციურად შეხვდა.
5 იანვარს, “უიმბლდონსა” და “ლივერპულს” შორის გამართულ შეხვედრაში (1:2) ადებაიო აკინფენვამ, რომელიც 100 კილოგრამს იწონის, ლივერპულელი ფეხბურთელები მარტივად მოატყუა.
5 იანვარს, “უიმბლდონსა” და “ლივერპულს” შორის გამართულ შეხვედრაში ადებაიო აკინფენვამ ლივერპულელთა კარში გოლის გატანა მოახერხა.
“უიმბლდონის” თავდამსხმელმა ადებაიო აკინფენვამ, რომელსაც დაახლოებით 180 კილოგრამი მასის აწევა შეუძლია და მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ფეხბურთელად მიიჩნევა, თანაგუნდელებს “ლივერპულის” კაპიტან სტივენ ჯერარდთან მაისურის გაცვლა აუკრძალა.
ცნობისათვის, მისი გუნდი და “ლივერპული” ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე ერთმანეთს ხვალ დაუპირისპირდებიან.
აკინფენვამ, რომელიც მერსისაიდული გუნდის დიდი გულშემატკივარია, უკვე დაადგა თვალი ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის ფორმას და თანაგუნდელებიც გააფრთხილა, ჯერარდთან მაისურის გაცვლა არავინ გაბედოს, თორემ შავ დღეს დაგაყრითო.
“უიმბლდონის” ფეხბურთელმა, მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა ფეხბურთელმა ადებაიო აკინფენვამ “ბერისთან” გამართულ მატჩში გოლების გატანა შეძლო.
ერთ-ერთმა უცხოურმა საფეხბურთო პორტალმა ყველაზე ძლიერი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.
1. მეკარე – მანუელ ნოიერი (მიუნხენის “ბაიერნი”)
სიმაღლე: 193 სმ
წონა: 92 კგ
2. მარჯვენა მცველი – მიკა რიჩარდსი (“მანჩესტერ სიტი”)
სიმაღლე: 180 სმ
წონა: 83 კგ
3. ცენტრალური მცველი: კრისტოფერ სამბა (მოსკოვის “დინამო”)
სიმაღლე: 193 სმ
წონა: 100 კგ
4. ცენტრალური მცველი: ნემანია ვიდიჩი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
სიმაღლე: 188 სმ
წონა: 88 კგ
5. მარცხენა მცველი: ჯორჯ ელოკობი (“ვულვერჰემპტონი”)
სიმაღლე: 175 სმ
წონა: 90 კგ
6. ცენტრალური ნახევარმცველი: იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”)
სიმაღლე: 188 სმ
წონა: 79 კგ
7. ცენტრალური ნახევარმცველი: მაიკლ ესიენი (“ჩელსი”)
სიმაღლე: 177 სმ
წონა: 85 კგ
8. ცენტრალური ნახევარმცველი: ჟულიო ბაპტისტა (“კრუზეირო”)
სიმაღლე: 185 სმ
წონა: 86 კგ
9. თავდამსხმელი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პარი სენ-ჟერმენი”)
სიმაღლე: 195 სმ
წონა: 95 კგ
10. თავდამსხმელი: დიეგო კოშტა (მადრიდის “ატლეტიკო”)
სიმაღლე: 188 სმ
წონა: 85 კგ
11. თავდამსხმელი: ადებაიო აკინფენვა (“ჯილინგემი”)
სიმაღლე: 180 სმ
წონა: 100 კგ