“სტოკი” ფაბიან დელფის ტრანსფერზე მუშაობს

“სტოკ სიტის” ხელმძღვანელები მზად არიან, “მანჩესტერ სიტის” ინგლისელ ნახევარმცველს, ფაბიან დელფს “ბრიტანია სტედიუმზე” დაბინავება შესთავაზონ.

როგორც იცით, დელფი “მანჩესტერ სიტიში” 2015 წელს, “ასტონ ვილადან” გადავიდა. ამ უკანასკნელის მიერ ჩატარებული ორი მანჩესტერული სეზონი იმედგაცრუებებითა და ტრავმებით იყო აღსავსე.

Telegraph-ის ცნობით, სანაცვლოდ, რომელმაც “მანჩესტერ სიტის” მაისურით 24-ჯერ ითამაშა პრემიერ ლიგაში და სამი გოლიც გაიტანა, “ქალაქელები” სულ რაღაც 12 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

“სტოკ სიტიმ” ტრავმირებულ აირლენდს 6-თვიანი კონტრაქტი გაუფორმა

“სტოკ სიტიმ” ტრავმირებულ ნახევარმცველს, სტივენ აირლენდს 6-თვიანი კონტრაქტი გაუფორმა, რეაბილიტაციის პროცესის დასრულებისა და ძველი ფორმის დაბრუნებისათვის.

შეგახსენებთ, რომ აირლენდმა მთლიანად გამოტოვა პრემიერ ლიგის გასული სეზონი 2016 წლის მაისის თვეში, ვარჯიშისას მიღებული სერიოზული ტრავმის გამო – 30 წლის სტივენმა ფეხი მოიტეხა.

მასსა და “ბრიტანიელთა” შორის არსებული კონტრაქტი 30 ივნისს ამოიწურა, თუმცა კლუბმა მას ხელშეკრულება გაუხანგრძლივა.

“სტივენის კარიერა დიდი რისკის ქვეშ მოექცა ვარჯიშისას მიღებული სერიოზული დაზიანების გამო, რაშიც მას ვერ დავადანაშაულებთ.

ის წარმოუდგენლად ბევრს შრომობდა რეაბილიტაციის პროცესის დასაჩქარებლად, რასაც ვაფასებთ და შანსის სახით ახალ, მოკლევადიან კონტრაქტს ვუფორმებთ,” – ვკითხულობთ “სტოკის” აღმასრულებელი დირექტორის, ტონი სქოულზის განცხადებაში.

ოფიციალურად: “სტოკ სიტიმ” დარენ ფლეტჩერთან შეათანხმა

“ვესტ ბრომვიჩის” შოტლანდიელი კაპიტანი, დარენ ფლეტჩერი “ალბიონელებთან” არსებული კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ “სტოკ სიტის” ბანაკში გადაბარგდება.

33 წლის ფეხბურთელს პრემიერ ლიგის არც ერთი მატჩი არ გამოუტოვებია, მას შემდეგ, რაც “ალბიონს” 2015 წლის თებერვალშე შეუერთდა. ტონი პულისის მეთაურობით ფლეტჩერმა 91 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

როგორც იცით, კარიერის გარკვეულ ეტაპზე ფლეტჩერი “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებასაც იცავდა. “წითელ ეშმაკებთან” ერთად დარენმა ხუთჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, ორჯერ ლიგის თასი, ერთხელ ინგლისის თასი, 2007-08 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა და 2008 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

“ჩელსიმ” “სტოკ სიტი” ბოლო წუთებზე დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 29-ე ტურის მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა ლონდონის “ჩელსის” გულშემატკივართათვის, რომელთა გუნდმაც ძალზედ რთული ბარიერის წარმატებით გავლა შეძლო.

საუბარია მარკ კიუზის “სტოკ სიტიზე”, რომელიც საშინაო არენაზე ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მე-13 წუთზე თავისი გუნდი უილიანმა დააწინაურა. უოლტერსმა კი 38-ეზე გაათანაბრა.

მეორე ტაიმის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი კი 87-ე წუთზე ტიმ კეჰილმა გაიტანა და თავის გუნდს სამი ქულაც მოუტანა, რომლის წყალობითაც 28 მატჩის შემდეგ “არისტოკრატებს” 69 ქულა დაუგროვდათ. “სტოკი” კი 39 ქულით მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.


“სტოკ სიტი”: გრანტი; პიტერსი, მარტინს ინდი, შოუქროსი, ბარდსლი; სობჰი, ალენი, კამერონი, არნაუტოვიჩი; ბერაჰინო (დიუფი 62′), უოლტერსი

მთავარი მწვრთნელი: მარკ კიუზი

“ჩელსი”: ტიბო კურტუა; ასპილიკუეტა, ლუისი, კეჰილი; ვიქტორ მოზესი (ფაბრეგასი 70′), ნგოლო კანტე, მატიჩი, ალონსო; უილიანი, დიეგო კოშტა, პედრო

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე


ბონი იმედგაცრუებულია: “ზოგჯერ მართლა მიკვირს, რატომ მოვედი აქ”

უილფრედ ბონი უსაზღვრო იმედგაცრუებას გამოთქვამს “სტოკ სიტიში” არენდის წესით გადასვლის გამო და მოუთმენლად ელის იმ დღეს, როდესაც უკან, “მანჩესტერ სიტიში” დაბრუნდება.

“წარმოდგენაც არ მაქვს, რატომ არ ვთამაშობ. მეუბნებიან ყველაფერს კარგად აკეთებ, ძლიერი ხარო, მაგრამ არ მათამაშებენ. ამაზე ფიქრი მაგიჟებს, მაბრაზებს.

ამის შესახებ კითხვა მარკ ჰიუზსაც დავუსვი, მან კი მითხრა, რომ კარგად ვთამაშობ, ყველაფერს კარგად ვაკეთებ, მაგრამ არ იცის, რატომ არ მათაშებს.

ზოგჯერ მართლა მიკვირს, რატომ მოვედი აქ.

სეზონის ბოლომდე მოცდას ვაპირებ. “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს, ასე რომ, უკან დავბრუნდები და გადაწყვეტილებას მერე მივიღებ,” – აცხადებს ბონი.

მოურინიო: “რუნი ლეგენდაა!”

დღეს პრემიერ ლიგის 22-ე ტურის შეხვედრები შედგა. ერთ-ერთ მათგანში “სტოკ სიტი” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა. მასპინძლები ხუან მატას ავტოგოლით (მე-19 წთ.) დაწინაურდნენ, თუმცა მეორე ტაიმის დამატებით დროში უეინ რუნიმ შესანიშნავი ჯარიმის წყალობით “მანჩესტერელებს” ქულა გადაურჩინა. მან უკვე 250-ე გოლი გაიტანა “წითელი ეშმაკების” მაისურით. უეინმა ბობი ჩარლტონის მიღწევა (249 გოლი) გააუმჯობესა. გარდა ამისა, მან პრემიერ ლიგის გასვლით შეხვერდაში 88-ე გოლი გაიტანა, რაც რეკორდია.

გუნდის მთვარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საკუთარი ფეხბურთელი შეაქო.

“რუნიმ შესანიშნავი რეკორდი დაამყარა და ახლა თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ლეგენდაა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ეს მიღწევა უკავშირდება არა მარტო ინლგისის, არამედ მთლიანად მსოფლიოს უდიდეს კლუბს.”

“რუნიმ სერ ბობი ჩარლტონსაც გაუსწრო. 40 წლის შემდეგ ეს პირველად მოხდა. ეს ფაქტიც მეტყველებს, რამხელა ფეხბურთელია უეინი.”

“ეს ორი გუნდის დაპირისპირება იყო. თავიდან ორივე ცდილობდა გატანას და მოგებისგენ წასვლას, თუმცა 25 წუთის შემდეგ ერთი მათგანი უტევდა, მეორე თავს იცავდა. სხვათა შორის, “სტოკის” ფეხბურთელები ამას შესანიშნავად აკეთებდნენ. საბოლოოდ, ყველაფერი რუნიმ გადაწყვიტა. ის მატჩის გმირად მოგვევლინა,” – განაცხადა მოურინიომ.

რუნიმ “მანჩესტერ იუნაიტედს” ქულა გადაურჩინა (ვიდეო)

ინგლისური პრემიერ ლიგის 22-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედს” “ბრიტანიაზე” მოუწია თამაში. მოგების შემთხვევაში, ჟოზეს გუნდს შეეძლო, 2 ქულამდე შეემცირებინა სხვაობა “ლივერპულთან”, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

მატჩის ანტიგმირად ხუან მატა მოგვევლინა, რომელმაც თავის კარში გატანილი გოლის შემდეგ, ცარიელ კარს ააცილა ბურთი (მეტოქისას) და რომ არა უეინ რუნის ბოლო წუთებზე გატანილი გოლი, “წითელი ეშმაკები” ერთ ქულასაც ვერ აიღებდნენ.

მომდევნო ტურში “იუნაიტედი” “ჰალ სიტის” უმასპინძლებს, ხოლო “სტოკ სიტი” “ევერტონს” დაუხვდება.


“სტოკ სიტი”: გრანტი; პიტერსი, მარტინს ინდი, შოუქროსი, ჯონსონი; ადამი, ფელანი; არნაუტოვიჩი, ალენი, შაქირი; კრაუჩი

მთავარი მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, სმოლინგი, ჯონსი, ბლინდი; ფელაინი (რეშფორდი 56′), ანდერ ერერა, პოლ პოგბა; მატა (რუნი 67′), იბრაჰიმოვიჩი, მხითარიანი (ლინგარდი 70′)

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო


“სტოკ სიტიმ” “ვესტ ბრომთან” ბერაჰინოს ტრანსფერი შეათანხმა

Sky Sports-ის მიერ მოპოვებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “სტოკ სიტისა” და “ვესტ ბრომის” ხელმძღვანელებმა საიდო ბერაჰინოს ტრანსფერის ფასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

როგორც ცნობილი ხდება, “ვესტ ბრომვიჩი” ამ ტრანსფერიდან 10 მილიონ ფუნტს მიიღებს, რაც შესაძლოა, კიდევ 5 მილიონით გაიზარდოს, თუ ბერაჰინო “ბრიტანიაზე” დიდ წარმატებებს მიაღწევს.

23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის გაოფიციალურებამდე, 23 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს.

“ვესტ ბრომის” ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:”დღეს, კლუბმა “სტოკ სიტისთან” ბერაჰინოს ტრანსფერი შეათანხმა. დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით. ”

ბოიან კრკიჩი “მიდლსბროში”?

ბრიტანული “მიდლსბროს” მთავარმა მწვრთნელმა, აიტორ კარანკამ განაცხადა, რომ მისი კლუბი “სტოკ სიტის” მფლობელობაში მყოფი ბოიან კრკიჩის გადაბირებას შეეცდება.

“მინდა გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოვიყვანო, რომლებსაც სხვადასხვა პოზიციებზე შეეძლებათ თამაში. ასე რომ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ამ დროისთვის, გეგმაში მხოლოდ ერთი ტრანსფერი გვაქვს, მაგრამ თუ ვინმე დაგვტოვებს, რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ.

ბოიანს საკმაოდ კარგად ვიცნობ, რადგანაც ის ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა. ის კარგი ფეხბურთელია, “მილანში”, “ბარსელონაში”, “რომსა” და “სტოკში” აქვს ნათამაშები, რაც ბევრს ნიშნავს.” – განცხადა მან.

“ლივერპულმა” “სტოკ სიტი” არ დაინდო (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 2016/17 წლების სეზონის “ბოქსინგ დეიზე” “ლივერპულს” “სტოკ სიტის” წინააღმდეგ მოუწია თამაში, რომესაც 53 წლის წინ გამანადგურებელი ანგარიშით, 6-1 მოუგო.

ამჯერად, “წითლებმა” “სტოკს” მხოლოდ 4 გოლი აკმარეს, რომელიც საკუთარ კარში მიღებული გოლის შემდეგ გაიტანეს და მნიშვნელოვანი 3 ქულაც ჩაიწერეს აქტივში.

შედეგად, იურგენის ბიჭები 18 ტურის შემდეგ 40 ქულით მეორე ადგილს იკავებენ და 6 ქულით ჩამორჩებიან ლიდერებს. “სტოკი” კი 21 ქულით მე-13-ზეა.


“ლივერპული”: მინოლე; მილნერი, ლოვრენი, კლავანი, კლაინი; ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ლალანა (ემრე ჯანი 68′); ფირმინო (ალბერტო მორენო 78′), ორიჯი (სტარიჯი 70′), მანე

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“სტოკ სიტი”: გრანტი; ჯონსონი, შოუკროსი, მარტინს ინდი, პიტერსი; ფელანი (სობჰი 66′), იმბულა ვანგა; უოლტერსი, ალენი, დიუფი; კრაუჩი (ბონი 84′)

მთავარი მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: ლალანა 35′, ფირმინო 44′, იმბულა (ავტოგოლი) 59′ სტარიჯი 70′ – უოლტერსი 12′


ჯო ალენი: “ორი ქულა დავკარგეთ, რაშიც ჩვენი თავი უნდა დავადანაშაულოთ”

“სტოკ სიტის” უელსელმა ნახევარმცველმა, ჯო ალენმა უკმაყოფილება გამოთქვა დღევანდელი მატჩის გამო, რომელშიც “სტოკმა” “ლესტერთან” ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

“ფაქტი სახეზეა, ორი ქულა დავკარგეთ. 10-კაციანი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით, მატჩსაც ვაკონტროლებდით, თუმცა სასურველი შედეგი მაინც ვერ მივიღეთ.

ორი ქულა გავანიავეთ, რაშიც ჩვენი თავი უნდა დავადანაშაულოთ. ეს ძალიან მტკივნეულია. 10-კაციან გუნდთან, ორბურთიანი უპირატესობის ქონისას, შესაძლოა ერთი გოლი გაუშვა, მაგრამ ორის გაშვება – საშინელებაა.

25 წუთის შემდეგ მეგონა, რომ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ჩვენ გვინდოდა და მესამესაც გავიტანდით, თუმცა ასე არ მოხდა.

ისიც აღსანიშნავია, რომ “ლესტერმა” ბოლომდე იბრძოლა, რაც ნამდვილად დასაფასებელია.” – განაცხადა ჯო ალენმა, რომლის გუნდიც 21 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.

ივანოვიჩი: “არნაუტოვიჩი “სტოკ სიტისთვის” ზედმეტად კარგია”

ლონდონის “ჩელსის” სერბმა მცველმა, ბრანისლავ ივანოვიჩმა სერბეთისა და ავსტრიის ნაკრებებს შორის გასამართ დაპირისპირებამდე “სტოკ სიტისა” და ავსტრიის ნაკრების ლიდერზე, მარკო არნაუტოვიჩზე ისაუბრა.

“მარკო არნაუტოვიჩს უდიდეს პატივს ვცემ, რადგანაც ბოლო წლებში ის დიდებულ ფეხბურთლად ჩამოყალიბდი.” – განაცხადა “არისტოკრატმა” პრეს-კონფერენციაზე.

“სერბეთში მასზე ძალიან ბევრი საუბრობს თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ მამამისი სერბია. ამას კი საფეხბურთო ელფერიც ემატება. მისი წინსვლა აშკარად შესამჩნევია მიუხედავად იმ გუნდის დონისა, რომელშიც ის თამაშობს.

მის წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ვითამაშოთ და თუ ამას მოვახერხებთ, მაშინ კარის მშრალად შენახვის კარგი შანსი გვექნება.”

შეგახსენებთ, რომ ორივე ზემოთხსენებული ფეხბურთელი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ნაკრების მეტოქეთა რიგებში ირიცხებიან.