ჟოზე მოურინიო ავსტრიისა და რუსეთის ნაკრებების მატჩს დაესწრო (ფოტო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, გუშინ ავსტრიისა და რუსეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს დაესწრო.

იმის შესახებ, თუ რა მიზნით მივიდა ჟოზე მოურინიო მატჩზე, ჯერჯერობით უცნობია, მას არანაირი განმარტება არ გაუკეთებია.

როგორც ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, მოურინიო მარკო არნაუტოვიჩის თამაშს აკვირდებოდა, რომელიც ამჟამად “ვესტ ჰემ იუნაიტედის” მაისურით გამოდის.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, რუსებმა ავსტრიელებისთვის დიდი ბრძოლის გამართვა ვერ შეძლეს. ერთადერთი გოლი შეხვედრის 28-ე წუთზე შოპფმა გაიტანა სწორედ არნაუტოვიჩის საგოლე გადაცემის დახმარებით.

ოფიციალურად: არნაუტოვიჩი “ვესტ ჰემის” ფეხბურთელია

“ვესტ ჰემის” ოფიციალური ვებ-გვერდი “სტოკ სიტის” ავსტრიელი ვარსკვლავის, მარკო არნაუტოვიჩის ტრანსფერს ადასტურებს. წყაროს ცნობით, შემტევმა ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება ახალ კლუბში.

ავსტრიელმა არნაუტოვიჩმა ლონდონურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ასეთი განცხადებაც გააკეთა: “ჩემთვის განსაკუთრებული გრძნობაა ისეთი კლუბის მაისურით თამაში, როგორიც “ვესტ ჰემია.”

ცნობისთვის გეტყვით, რომ მარკო არნაუტოვიჩი სლავენ ბილიჩის რიგით მესამე დანამატია მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ჯო ჰარტისა და პაბლო საბალეტას გადაბირების შემდეგ.

“ვესტ ჰემი” არნაუტოვიჩის ტრანსფერში 24 მილიონს იხდის

Sky sports-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “სტოკ სიტის” ნახევარმცველის, მარკო არნაუტოვიჩის ტრანსფერით “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები არიან დაინტერესებულები.

როგორც ცნობილი ხდება, “ჩაქუჩებისთვის” ავსტრიელი ფეხბურთელის გადაბირება მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მზად არიან ამ ტრანსფერისთვის 24 მილიონი ფუნტიც გაიღონ.

ბრიტანული წყაროს ცნობით, ეს “ვესტ ჰემის” რიგით მესამე შეთავაზება იქნება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ არნაუტოვიჩის ტრანსფერიდან შემოსული თანხის 20 პროცენტი “სტოკმა” ბრემენის “ვერდერს” უნდა გადაუხადოს.

ივანოვიჩი: “არნაუტოვიჩი “სტოკ სიტისთვის” ზედმეტად კარგია”

ლონდონის “ჩელსის” სერბმა მცველმა, ბრანისლავ ივანოვიჩმა სერბეთისა და ავსტრიის ნაკრებებს შორის გასამართ დაპირისპირებამდე “სტოკ სიტისა” და ავსტრიის ნაკრების ლიდერზე, მარკო არნაუტოვიჩზე ისაუბრა.

“მარკო არნაუტოვიჩს უდიდეს პატივს ვცემ, რადგანაც ბოლო წლებში ის დიდებულ ფეხბურთლად ჩამოყალიბდი.” – განაცხადა “არისტოკრატმა” პრეს-კონფერენციაზე.

“სერბეთში მასზე ძალიან ბევრი საუბრობს თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ მამამისი სერბია. ამას კი საფეხბურთო ელფერიც ემატება. მისი წინსვლა აშკარად შესამჩნევია მიუხედავად იმ გუნდის დონისა, რომელშიც ის თამაშობს.

მის წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ვითამაშოთ და თუ ამას მოვახერხებთ, მაშინ კარის მშრალად შენახვის კარგი შანსი გვექნება.”

შეგახსენებთ, რომ ორივე ზემოთხსენებული ფეხბურთელი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ნაკრების მეტოქეთა რიგებში ირიცხებიან.