13 აპრილს, ჰოლანდიის ერედივიზიონში, “პსვ ეინდჰოვენმა” საკუთარ მოედანზე “ფეინოორდი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი დარილ იანმაატმა, უძლიერესი დარტყმის შემდეგ გაიტანა.

როტერდამის ფეიენოორდის მოწვევით ჰოლანდიაში ერთკვირიან სტაჟირებაზე იმყოფებიან დინამო თბილისის სპორტული მენეჯერი- ირაკლი ვაშაკიძე, დინამოს აკადემიის ხელმძღვანელი- გიორგი მინაშვილი, აკადემიის დირექტორი- არჩილ კეკელია და დინამო არენას მედია ოფიცერი- მამუკა კვარაცხელია. 29 იანვარს მათ ჰქონდათ შეხვედრა ფეიენოოორდის სპორტულ დირექტორთან- მარტინ ვან ხეელთან და როტერდამული მთავარი გუნდის ვარჯიშს დაესწრნენ. გარდა ამისა ჰოლანდიური კლუბის 16 და 17 წლამდელთა ვარჯიშებსაც დააკვირდნენ და მათ მწვრთნელებს, ცნობილ ჰოლანდიელ ფეხბურთელებს- გასტონ ტაუმენტსა და როი მაკაის გაესაუბრნენ ამ ასაკში ვარჯიშების სპეციფიურობაზე. 30 იანვარს ჩვენები ფეიენოორდის 13, 14 და 15 წლამდელთა ვარჯიშს დასწრნენ და კლუბის აკადემიის თავკაცს- დამიენ ჰერტოგს შეხვდნენ. დღეს დინამოს კვარტეტი ჰოლანდიის ჩემპიონატის XXI ტურის მთავარ მატჩზე: ფეიენოორდი – ვიტესის თამაშზეა დაპატიჟებული, ხვალ კი 1 თებერვალს ჩვენები 13, 14, 15, 17 და 19 წლამდელთა მატჩებს დააკვირდებიან.
FCDinamo.ge