ზიდანი პოგბას მიმართ ინტერესს ადასტურებს
მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი აცხადებს, რომ კლუბი პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით კვლავაც მუშაობს, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერია.
“ამ მომენტისათვის, ჩენ პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით ისევ ვმუშაობთ, თუმცა მეტს ვერაფერს გეტყვით. 31 აგვისტომდე ყველაფერი, შესაძლებელია, რომ ყველაფერი მოხდეს”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს Goal.Com-ი.
ვიტსელს “იუვნეტუსში” თამაში სურს
იტალიური გამოცემის, Tuttosport-ის ინფორმაციით, აქსელ “ვიტსელს” “იუვენტუსში” თამაში სურს, რის გამოც ის მზადაა, რომ “ევერტონსა” და “ნაპოლის” უარი უთხრას.
შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ნახევარმცველის მიმართ ინტერესს “მილანიც” იჩენდა.
საბა კვირკველიათი მოსკოვის “სპარტაკი” დაინტერესდა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ცენტრალური მცველის, საბა კვირკველიას მიმართ ინტერესს მოსკოვის “სპარტაკი” იჩენს.
როგორც საბა კვირკველიას აგენტმა რევაზ ჩელებაძემ განაცხადა, ქართველი მცველი ნავსაყუდელის შეცვლის წინააღმდეგი არ არის და უპირატესობას იტალიურ და გერმანულ კლუბებს მიანიჭებს, რუსეთიდან კი მხოლოდ მოსკოვის “სპარტაკისა” და სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” წინადადებებს განიხილავს.
ლორენტე “რეალ სოსიედადს” მიუახლოვდა
ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, ფერნანდო ლორენტე მალე “სევილიას” დატოვებს და “რეალ სოსიედადს” შეუერთდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 წლის თავდამსხმელს უფრო დიდი ხელფასი სურს, კლუბის გამოცვლასაც სწორედ ამიტომ დათანხმდა.
“ინტერი” იკარდიში 70 მილიონს ითხოვს
იმის შემდეგ, რაც “ნაპოლიმ” იგუაინი ტურინის “იუვენტუსში” გაუშვა, კლუბი ახალ თავდამსხმელს ეძებს. ნეაპოლელებს მაური იკარდის შეძენა სურთ. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნაკლები თანხის დასახელების შემთხვევაში, “ინტერი” მოლაპარაკებებზე უარს იტყვის.