1 ივლისს, კოპა ამერიკის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებმა პარაგვაი ანგარიშით 6:1 დაამარცხა.
მატჩის 53-ე წუთზე, ლიონელ მესიმ სამი პარაგვაელი ფეხბურთელი ჩამოიშორა, მათგან ორი კი წაიქცა.
1 ივლისს, კოპა ამერიკის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებმა პარაგვაი ანგარიშით 6:1 დაამარცხა.
მატჩის 53-ე წუთზე, ლიონელ მესიმ სამი პარაგვაელი ფეხბურთელი ჩამოიშორა, მათგან ორი კი წაიქცა.
2015 წლის კოპა ამერიკის მეორე ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და პარაგვაის ნაკრებებს შორის გაიმართა და “ალბისელესტეს” დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა.
ანგარიში შეხვედრის მე-15 წუთზე მარკოს როხომ გახსნა, 27-ე წუთზე ხავიერ პასტორემ არგენტინელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. პირველი ტაიმის მიწურულს “ალბისელესტეს” მცველების დაუდევრობით პარაგვაელებმა ისარგებლეს და ლუკას ბარიოსმა ერთი გოლი გაქვითა. “ალბიროხას” მატჩის გადარჩენის იმედი მიეცა, თუმცა მეორე ტაიმში არგენტინელებმა მეტოქეს, როგორც იტყვიან, ცივი შხაპი გადაასხეს: ანხელ დი მარიამ დუბლი გაიფორმა, თავისი ბურთი გაიტანა სერხიო აგუერომ, გოლით შეცვლაზე შემოსულმა გონსალო იგუაინმაც გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ ლეო მესიმ აქტივში სამი საგოლე გადაცემა ჩაიწერა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ამრიგად, არგენტინის ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა და კოპა ამერიკის ტიტულისთვის მასპინძელ ჩილეს დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრა შაბათს, ჩვენი დროით ღამის 12:00 საათზე დაიწყება.
მესამე ადგილისთვის ერთმანეთს პერუსა და პარაგვაის ნაკრებები შეეცილებიან. აღნიშნული მატჩი 4 ივლისს, თბილისის დროით შუაღამის 03:30 საათზე დაიწყება.
კოპა ამერიკის ნახევარფინალი:
არგენტინა — პარაგვაი 6:1 (2:1)
გოლები: როხო 15′, პასტორე 27′, დი მარია 47′, 53′, აგუერო 80′, იგუაინი 83′ — ბარიოსი 43′.
გაფრთხილებები: როხო 12′, ბიგლია 13′ — კასერესი 13′, და სილვა 30′, ორტისი 59′.
პარაგვაის ნაკრების კარში „კოპა ამერიკას“ 1/4-ფინალური ეტაპის მატჩში გოლის ავტორმა რობინიომ განვლილი შეხვედრა შეაფასა.
„მოედანზე დარჩენა მსურდა, რათა პენალტი შემესრულებინა, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად ყოველთვის მზად ვარ.
ამ შედეგს უნდა შევეგუოთ. საჭიროა, გვესმოდეს, რომ გუნდს კიდევ ბევრი აქვს გასაუმჯობესებელი.
დღეს მოგება შეგვეძლო, მაგრამ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოვახერხეთ, რის გამოც უაზრო გოლი გავუშვით“, – განაცხადა რობინიომ.
პარაგვაის ნაკრების ფორვარდის, დერლის გონსალესის ბიძა გუშინ პარაგვაისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებების მატჩის დასრულების შედმეგ გულის შეტევით გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკას მეოთხედფინალი პარაგვაელებმა პენალტების სერიაში მოიგეს. მატჩის 72-ე წუთზე ძირითადი დროის საბოლოო ანგარიში სწორედ გონსალესის გოლით დაფიქსირდა. გარდა ამისა, პენალტების სერიაში სწორედ გონსალესი გახდა გადამწყვეტი გოლის ავტორი, რომელმაც პარაგვაი ნახევარფინალში გაიყვანა.
“სიხარული და ბედნიერება უბრალოდ გაქრა… ამის დაჯერება მიჭირს” – წერს “ბაზელის” ფორვარდი სოციალური ქსელის პირად გვერდზე.
2015 წლის კოპა ამერიკის ნახევარფინალურ ეტაპზე არგენტინის ნაკრებს პარაგვაის ეროვნული გუნდი შეხვდება.
“ალბიროხამ” მეოთხედფინალურ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-15 წუთზე რობინიომ გაიტანა, რომლისთვისაც საერთაშორისო დონეზე ეს 2010 წლის შემდეგ პირველი გატანილი ბურთი გახლავთ. 72-ე წუთზე ბრაზილიელთა მცველმა ტიაგო სილვამ საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით ითამაშა და არბიტრმაც უმალ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პარაგვაელთა თავდამსხმელმა დერლის გონსალესმა პენალტი უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
კოპა ამერიკის რეგლამენტის თანახმად, ძირითადი 90 წუთის საყაიმო შედეგით დასრულების შემთხვევაში, პირდაპირ პენალტების სერია ინიშნება. ნახევარფინალისტის ვინაობის გარკვევა ამჯერადაც თერთმეტმეტრიანი დარტყმების მეშვეობით მოხდა, რომელიც პარაგვაელებმა უკეთ შეასრულეს — 4:3.
ამრიგად, გაირკვა მეორე ნახევარფინალური წყვილიც — არგენტინა-პარაგვაი. ეს მატჩი პირველ ივლისს, ჩვენი დროით შუაღამის 03:30 საათზე დაიწყება. ჩილესა და პერუს ნაკრებებს შორის გასამართი პირველი ნახევარფინალური მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება.
კოპა ამერიკას ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პარაგვაის ნაკრები იამაიკას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 სძლია.
პარაგვალთა შემადგენლობაშიე ერთადერთი გოლი ავტორი ბენიტესი გახდა, რომელმაც ზუსტი დარტყმა 36-ე წუთზე შეასრულა.
ამ გამარჯვების შემდეგ პარაგვაელთა აქტივში და ჯგუფში მეორე პოზიციაა, ხოლო იამაიკელები ჯერჯერობით 0 ქულით ბოლო, მეოთხე ადგილზე რჩებიან.
პარაგვაი 1-0 იამაიკა
გოლი: ბენიტესი 36′
კოპა ამერიკის ტურნირზე, არგენტინასა და პარაგვაის ჩატარებულ მატჩს შორის, რომელიც 2-2 დასრულდა, საუკეთესოდ ლეო მესი დაასახელეს, რამაც არგენტინელის შეშფოთება გამოიწვია.
ანგარიში სერხიო აგუერომ გახსნა, 5 წუთში მესიმ არგენტინელები კიდევ უფრო წინ გაიყვანა, საბოლოოდ, პარაგვაელებმა შეძლეს მატჩის შემობრუნება და ერთი ქულა მოიპოვეს.
მატჩის შემდეგ, სპეციალურმა კომისიამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად “ბარსელონასა” და ტატა მარტინოს გუნდის ვარსკვლავი, ლეო მესი დაასახელა, მაგრამ 27 წლის შემტევმა პრიზი არ მიიღო.
მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მესის თავად სხვა ფეხბურთელი მიაჩნდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. მან ხელი ნელსონ ვალდესს დაადო. მოთამაშეს, რომელმაც პარაგვაისთვის სხვაობა შეამცირა, ხოლო ლუკაშ ბარიოშმა შემდეგ ანგარიში გაათანაბრა.
არგენტინა B ჯგუფის მეორე მატჩს სამშაბათს, ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს.
კოპა ამერიკას გათამაშებაში ჩაერთო არგენტინის ნაკრები, როემლმაც სასტარტო შეხვედრა პარაგვაისტან გამართა, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.
არგენტინელებმა კარგად დაიწყეს და აგუეროსა და მესის გოლებით პირველი ტაიმის 2:0 მოიგეს, თუმცა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. მე-60 წუთზე ნელსონ ვალდესმა სხვაობა შემაცირე, 90-ზე კი ლუკას ბარიოსმა გათანაბრება შეძლო.
არგენტინა 2-2 პარაგვაი
გოლები: აგუერო 29′ ; მესი 36′ – ვალდესი 60′ ; ბარიოსი 90′
14 ივნისს, კოპა ამერიკაზე ერთმანეთს არგენტინისა და პარაგვაის ნაკრებები დაუპირისპირდნე, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას, არგენტინელთა თავდამსხემლმა ლიონელ მესიმ მეტოქე ასე მოატყუა:
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ „კოპა ამერიკას“ პირველ ტურში პარაგვაისთან ფრედ 2:2 დასრულებული მატჩი შეაფასა.
„ვალდესის გოლზე განსაკუთრებით სათქმელი არაფერი მაქვს, 50 წუთის განმავლობაში თამაშს ვაკონტროლებდით და გატანა კიდევ შეგვეძლო. შემდგომ თავდაჯერებულობა დავკარგეთ და მეტოქის ზეწოლას ვერ გავუძელით, რეაგირება კი ვერ მოვახერხეთ.
მოედანზე სრული დომინირებით უნდა ვთამაშობდეთ, ისეთ გრძნობა მაქვს, რომ კონტროლი დავკარგეთ. შექმნილი მდგომარეობა უნდა შევაფასოთ. არადა, პირველ ტაიმში ყველაფერი კარგად იყო.
ჩვენთვის ეს დარტყმაა, თუმცა მას უნდა გავუძლოთ. ბრძოლას გავაგრძელებთ. კარგია, რომ ეს ჯგუფურ ეტაპზე და არა პლეიოფში მოგვივიდა.
გამარჯვება ხელიდან გავუშვით, რაც ჩვენი მინუსია“, – თვლის მარტინო.
18 მაისს, ბოლივიის ჩემპიონატში “სთრონგესთმა” საკუთარ მოედანზე “ვილსტერმანი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.
შეხვედრაში ანგარიში “სთრონგესთის” პარაგვაელმა ფეხბურთელმა ერნესტო კრისტალდომ გახსნა.
29 მაისს, კამერუნისა და პარაგვაის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში კამერუნელმა ფეხბურთელმა ისიმულიანტა.