“ლაციო” კონოპლიანკას ტრანსფერზე მუშაობს

“ლაციოს” ინტერესთა სფეროში გელზენკირხენის “შალკეს” უკრაინელი ნახევარმცველი, ევგენი კონოპლიანკა მოექცა. ამ ინფორმაციას იტალიური Tuttomercato ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, იტალიური კლუბის ხელმძღვანელები ზაფხულში გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერებას გეგმავენ. ასე რომ, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან ღირსეული კონკურენცია გაუწიონ “მილანს”, რომელიც ასევე ცდილობს კონოპლიანკას გულის მოგებას.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ლაციოს” რიგების დატოვებასთან ძალიან ახლოსაა ლუკას ბიგლი და ბალდე კეიტა.

იტალიური პრესის ცნობით, “შალკეს” ფეხბურთელი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას აგვისტოს თვის დასაწყისში მიიღებს.

“სევილიამ” კონოპლიანკა უცნაური მიზეზის გამო დააჯარიმა

“სევილიამ” უკრაინელი ნახევარმცველი ევგენი კონოპლიანკა კონტრაქტით გათვალისწინებული პუნქტის შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა. კერძოდ, ფეხბურთელი გარკვეულ ვადებში ესპანურ ენას უნდა დაუფლებოდა. ამ ინფორმაციას ტელეარხ “ფუტბოლ 1/2”-ის კომენტატორი კირილ კრუტოროგი ავრცელებს.

“ცოტა ხნის წინათ ესპანეთში გახლდით და ასეთი რამ გავიგე: “სევილიას” ჩვენი ევგენი იმის გამო დაუჯარიმებია, რომ კონტრაქტით გათვალისწინებულ პერიოდში ესპანური ენის შესწავლა ვერ მოუსწრია.

გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ ესპანური და ინგლისური ენების არცოდნა არის მიზეზი, რის გამოც კონოპლიანკა სასტარტო შემადგენლობაში არარეგულარულად ხვდება.

გუნდის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი ესპანურ და ბასკურ ენებზე საუბრობს, ევგენი კი რუსულ და უკრაინულ ენებს ფლობს. ასე რომ, ფრეა – 2:2″, – აღნიშნავს კრუტოროგი.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ევგენი კონოპლიანკამ 29 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა. უკრაინელი ნახევარმცველი ჩემპიონატის ბოლო ათ შეხვედრაში “სევილიას” ძირითად განაცხადში მხოლოდ ოთხჯერ მოხვდა.

 

ოფიციალურად: კონოპლიანკა “სევილიაში” გადავიდა

დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველი ევგენი კონოპლიანკა კარიერას ესპანეთის “სევილიაში” გააგრძელებს. 25 წლის უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდალუსიურ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ხელშეკრულებაში კონოპლიანკას გამოსასყიდი თანხაც ჩაიწერა, რომელიც 40 მილიონ ევროს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სხვა რომელიმე კლუბს მისი შეძენა მოუნდება, სწორედ ეს თანხა უნდა გადაიხადოს. ტრანსფერის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ევგენი კონოპლიანკა “დნიპროს” ღირსებას 2006 წლიდან იცავდა. ფეხბურთელმა გასულ სეზონში უკრაინული კლუბის ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

“ფენერბაჰჩე” კონოპლიანკასთვის პრეტენზიას აცხადებს

სხვა კლუბების მსგავსად, ევგენ კონოპლიანკასთვის ბრძოლაში თურქული გუნდიც ჩაერთო.

25 წლის უკრაინელი შემტევი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, ხოლო სტამბულის “ფენერბაჰჩე” მის დამატებას ეცდება.

რა თქმა უნდა, თურქული გუნდი ამ ფეხბურთელის მიწვევით საკმაოდ გაპოპულარულდება, მაგრამ მათ საკმაოდ სერიოზული კონკურენციის გაწევა მოუწევთ ინგლისურ გუნდებზე.

შეგახსენებთ, რომ “დნიპრომ” შესთავაზა უკრაინელს ახალი კონტრაქტი, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ დათანხმებულა. ევგენმა ზამთარში “რომა” უარით გაისტუმრა.

კონოპლიანკას “იუნაიტედში” თამაში სურს

“დნეპრის” ნახევარმცველი, ევგენი კონოპლიანკა “მანჩესტერ იუნაიტედისგან” წინადადების განხილვას აპირებს.

ინგლისური კლუბი მზადაა კონოპლიანკაში 15 მილიონი ევრო გადაიხადოს .

ევგენი კონოპლიანკათი ასევე ინტერესდება “ლივერპული”, მიუხედავად ჩაგდებული სეზონისა უკრაინელი ფეხბურთელი უპირატესობას მაინც “იუნაიტედს” ანიჭებს.

უკრაინის ჩემპიონატში 2013/2014 სეზონში კონოპლიანკამ ჩაატარა 27 შეხვედრა, შეძლო 8 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი: http://redarmy.ge/

ჯაბა კანკავას თანაგუნდელის შესანიშნავი გოლი

11 მაისს, უკრაინის ჩემპიონატში, “ვორსკლასა” და “დნიპროს” შორის გამართულ მატჩში, ევგენი კონოპლიანკამ მეტოქის კარში ლამაზი გოლი გაიტანა.

როგორ ჩაუვარდა თითქმის შემდგარი ტრანსფერი „ლივერპულს“?

როგორც ცნობილია, სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღე ნამდვილ სიგიჟეს ემსგავსება ხოლმე. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 24 საათით ადრე სავაჭროდ გამოსული ყველა კლუბის წარმომადგენელი გადარბენაზეა, სასწრაფო წესით ადგენენ დოკუმენტაციას და ამავე რეჟიმში აწერინებენ ხოლმე კონტრაქტზე ხელს ფეხბურთელებს.

ინგლისელები, როგორც წესი, ტრანსფერებზე ფულის დახარჯვას არც ზაფხულში ერიდებიან და არც ზამთარში. სატრანსფერო პერიოდის უკანასკნელ დღეს „ლივერპულის“ ქომაგები დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ ნახევარმცველ ევგენი კონოპლიანკას დამატებას ელოდნენ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის უკრაინელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და პირადი კონტრაქტის დეტალებსაც დათანხმდა. სატრანსფერო ფანჯარა უკვე იხურებოდა, ამიტომ ყველანი ჩქარობდნენ. მერსისაიდული გუნდი კონოპლიანკას სანაცვლოდ 16 მილონი ფუნტ სტერლინგს იხდიდა, მაგრამ ბოლო მომენტში „დნიპროს“ ხელმძღვანელობამ გარიგება დაბლოკა. უკრაინული კლუბის გადაწყვეტილებამ ინგლისური მხარე შოკში ჩააგდო. ჩაშლილმა ტრანსფერმა კონოპლიანკასაც დაწყვიტა გული და ბუნებრივია, „ლივერპულის“ ქომაგებსაც.

ბექა დოგრაშვილი