“ბურსასპორის” ფეხბურთელმა რონალდოს მიბაძა (ფოტო)

თურქული “ბურსასპორის” 27 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ფერნანდაომ თანამემამულე რონალდოს მიბაძა.

შეგახსენებთ, რომ რონალდოს ასეთი ვარცხნილობა 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშისას ჰქონდა.

B6dCOsWCYAAx3Pd

ronaldo_bursaspor_w647

ბურსასპორი სტადიონის გახსნას რეალთან მატჩით აპირებს

ბურსას მერმა რესეპ ალტეპემ განაცხადა, რომ “ბურსასპორის” ახალი სტადიონის გახსნასთან დაკავშირებით მოლპარაკებები მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობასთან მიმდინარეობს.

45-ათასიანი “ტიმსაჰ არენას” მშენებლობა იანვარში დასრულდება. ამჟამად კი “ბურსასპორი” 25-ათასიან “ათათურქზე” ასპარეზობს.

“ვიმედოვნებთ, რომ სტადიონი “რეალთან” მატჩით გაიხსნებდა. მადრიდულ კლუბს ჩვენთან ვიზიტი უკვე შევთავაზეთ და იმედი მაქვს უარს არ გვეტყვიან. ამ ეტაპზე სხვა გუნდების ვარიანტი არ განიხილება” – განაცხადა ალტეპემ.

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “ბურსასპორის” პენალტები სერიაში დამარცხება საჩხერის “ჩიხურამ” მოახერხა.

“ნეფთჩისა” და “ჩიხურას” შორის გასამართ მატჩს შენოლ გიუნეშიც დაესწრება

azerisport-ის ინფორმაციით, უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის დღეს გასამართ მატჩს თურქული “ბურსასპორის” მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეშიც დაესწრება. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ გიუნეშის გუნდის ბარიერი დაძლია “ჩიხურამ” ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

“ნეფთჩისა” და “ჩიხურას” შორის გასამართი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დღეს, 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

შეხვედრას კრისტიან ბალაჟის ხელმძღვანელობით რუმინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

საბჭოს განცხადება სპორტის ჟურნალისტებს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება, 24 ივლისს, მიხეილ მესხის სტადიონის დარბაზში “ბურსა” “ჩიხურას” მატჩისა და პრესკონფერენციის შემდეგ მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც კონფლიქტი ქართველ და თურქ ჟურნალისტებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ რა ვითარებაც უნდა უძღოდეს წინ მსგავს კონფლიქტს, ჟურნალისტმა ემოციური ფონის მიუხედავადაც უნდა შეძლოს, არ დაივიწყოს საკუთარი პროფესიული მოვალეობა და არ ჩაერთოს კონფლიქტში.

აგრეთვე განვმარტავთ, რომ ის ტერმინოლოგია და გამოთქმები, რომელსაც თვითმხილველთა ინფორმაციით ქართველი კორეპონდენტები იყენებდნენ ჩხუბის დროს, („კაცები ხომ არ გადაჯიშდნენ“? „ვის უნდა დავუთმოთ“? „იმ „სუნიანებს“ ? „მიდი დაარტით“) მიეკუთვნება სიძულვილის ენას და მედიის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი გამოთქმების გამოყენება არის პროფესიული სტანდარტის უხეში დარღვევა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო წუხს მსგავსი ინციდენტის გამო და მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ საკუთარ გამონათქვამებსა და ქმედებას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.

 

„ჩიხურამ“ მუმლაძის საქციელთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა

საჩხერის „ჩიხურამ“ უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბურსასპორთან“ გამართული მატჩის ბოლოს მომხდარი ინციდენტის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ პენალტების სერიის შემდეგ „ჩიხურას“ 22 წლის ფეხბურთელმა თორნიკე მუმლაძემ თურქული გუნდის გულშემატკივართა სექტორთან მიირბინა და თურქ ქომაგებს უხამსი ჟესტი უჩვენა.

„ჩიხურას“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„საფეხბურთო კლუბი საჩხერის „ჩიხურა“ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს 24 ივლისს, „ბურსასპორის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის დასასრულს მომხდარი ფაქტის გამო.
ჩვენი ფეხბურთელის ქმედება ჩვენთვის მიუღებელია. ეს ზიანს აყენებს თურქ და ქართველ ხალხებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას. ის ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც საერთაშორისო დონეზე პირველი მატჩი ჩაატარა. ამ მიზეზის გამო, ძლიერი ემოციური წნეხის ქვეშ იყო. ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მისი ქმედება გუნდისთვის მიუღებელია.
უფრო მეტიც, მან გაანალიზა, თუ რა გააკეთა და საჯარო ბოდიშიც მოიხადა“.

 

მინდორზე დაცემულმა ქართველმა ფეხბურთელმა თავით ითამაშა

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, “ჩიხურასა” და “ბურსასპორს” შორის გამართულ შეხვედრაში, ქართველმა თავდამსხმელმა კუჭუხიძემ ორიგინალურად სცადა თამაში.

ოთარ გიორგაძე: “გუშინდელ ფაქტს არანაირი გამართლება არ აქვს”

“ჩიხურა” – “ბურსასპორის” მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შორის მომხდარ უსიამოვნო ინციდენტის თაობაზე კომენტარი სპორტულ ჟურნალისტს, ოთარ გიორგაძეს ვთხოვეთ.

ოთარ გიორგაძე: “უსიამოვნო ფაქტია. ის, რაც დღემდე საქართველოში იშვიათად ტრიბუნებზე და სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა, გუშინ საპრესკონფერენციო ოთახში გადაინაცვლა.

ასეთი შემთხვევები არ უნდა ხდებოდეს და ამას არანაირი გამართლება არ აქვს. რა თქმა უნდა, სტუმართა მხრიდან იყო მცირე პროვოკაცია, მაგრამ ვთვლი, რომ ნებისმიერი ქვეყნის მედია საშუალებას, რომელიც მატჩზე აკრედიტირებულია, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ სამუშაო პროცესში.

ჯერჯერობით უცნობია, რა სახის სანქციები შეიძლება მოყვეს ამ ფაქტს, მაგრამ ეს რომ სანაკრებო ოფიციალური მატჩი ყოფილიყო ან თუნდაც რომელიმე ევროტურნირის ჯგუფური ეტაპი, უეფასგან საკმაოდ მკაცრი სასჯელი იქნებოდა დაწესებული.

დასასრულს მინდა “ჩიხურას” გუშინდელი გამარჯვება მივულოცო და გუნდის თითოეულ წევრს “ნეფტჩისთანაც” ასეთი თავდადებული თამაში ვუსურვო. მომდევნო ეტაპზე ეს გუნდი კიდევ უფრო მეტ გულშემატკივარს იმსახურებს”.

ფიზიკური დაპირისპირება მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე

როგორც უკვე იცით, გუშინ, “ჩიხურა” – “ბურსასპორის” მატჩის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დასრულებისთანავე ქართველ და თუქრ ჟურნალისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტის მიზეზი ჩვენი თურქი კოლეგების არაკორექტული ქცევა გახდა, რომლებმაც ინგლისური ნათარმგნი კომენტარებ არ იკმარეს და თურქი თარჯიმანის არყოფნა საკმაოდ უხეში ფორმით გააპროტესტეს, რაც “ჩიხურას” წარმომადგენელთან სიტყვიერ შელაპარაკებაში გადავიდა. აღსანიშანვია, რომ ინგლისურენოვანი თარჯიმანი უეფას მოთხონებს სრულიად აკმაყოფილებს.

ვითარების დამშვიდება საპრესკონფერენციო დარბაზში მყოფმა ქართველმა ჟურნალისტებმა სცადეს, თუმცა საპასუხოდ მხოლოდ შეურაცყმყოფელი ფრაზები მიიღეს, რის შემდეგაც პრესკონფერენცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მხარეების დამშვიდება მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების ჩარევის შემდეგ მოხერხდა. თურქ ჟურნალისტებთან სასაუბროდ არჩილ არველაძეც გამოვიდა.

IMG_2621IMG_2614IMG_2613IMG_2610IMG_2581

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები 

ჩხუბი ქართველ და თურქ ჟურნალისტებს შორის

“ჩიხურა” – “ბურსასპორის” მატჩისშემდეგომი პრესკონფერენციის შემდეგ თურქ და ქართველ ჟურნალისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გთავაზობთ აღნიშნული ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას.

ჩიხურა – ბურსასპორი: გუნდური ჩხუბი

ჩიხურა – ბურსაპოსრი: მუმლაძის გადამწყვეტი პენალტი და ფეხბურთელებს შორის მოედანზე მომხდარი დაპირისპირება.

 

გიუნეში: “ქართველებისგან ასეთ სტუმართმოყვარეობას არ ველოდი”

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურასთან” გამართული შეხვედრის შემდეგ, “ბურსასპორის” მთავარმა მწვრთნელმა შენოლ გიუნეშმა განაცხადა, რომ “ჩიხურამ” მის გუნდს ორი მატჩი მოუგო.

“ასეთ სტუმართმოყვარეობას არ ველოდი. მოედანზე ბრძოლა უნდა იყოს, მეტოქეები კი ერთმანეთს მეგობრულად უნდა ექცეოდნენ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ბრძოლა ვიხილეთ. თქვენს გუნდს ცუდად არც ბურსაში უთამაშია. ჩემი აზრით, “ჩიხურამ” ორი მატჩში ორჯერ მოგვიგო. ჩვენ დავმარცხდით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შეხვედრაში ბევრი მომენტი შევქმენით, გოლი ვერ გავიტანეთ”, – თქვა გიუნეშმა.

„ჩიხურამ“ „ბურსასპორის“ ბარიერი დაძლია

უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურამ“ თურქული „ბურსასპორის“ ბარიერი დაძლია! მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი იმერულმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი:
„ჩიხურა“ — „ბურსასპორი“ 0:0 (პენ. 4:1) (პირველი მატჩი 0:0)

ჩიხურა“: ქვილითაია, კაშია, რეხვიაშვილი, ქიმაძე (ჩიკვილაძე 117′), ოდიკაძე, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, დეკანოიძე (კორიფაძე 90′), ჯიღაური, გაბედავა, კუჭუხიძე (მუმლაძე 119′).
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

ბურსასპორი“: ტეკინი, სიველი, ოზთურქი, ბეჰიჩი, ოზბაურაკლი, ტრაორე, ჩინაზი, შენი, ბექირ ილმაზი (ტუფანი 53′), კირაზი, იუნალი (ალტინასი 80′)
მთავარი მწვრთნელი: შენოლ გიუნეში.

პენალტების სერია: ოდიკაძე 1:0; გაბედავა 2:0; კორიფაძე 3:0; მუმლაძე 4:1 — ჩინაზი 1:0; სიველი 2:0; ტუფანი 3:1.

გაფრთხილებები: ჯიღაური 45+1′, ბეჭვაია 45+2′, კუჭუხიძე 114′ — ოზბაურაკლი 90+4′, შენი 90+5′.
გაძევება: ოზბაურაკლი 94′.

მთავარი მსაჯი: ტომაშ მუსიალი (პოლონეთი).

მატჩის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით.