U19: საქართველოს ნაკრებმა ფაფერის კუნძულების გუნდი დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ევროპის 2019 წლის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეექვსე ტურის მატჩები შედგა. ერთ-ერთ მათგანში, გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” საქართველოს ფარერის კუნძულების ნაკრები დაუპირისპირდა.

პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. საბოლოოდ, ერთადერთი და გამარჯვების გოლის შეგდება ჩვენმა ფეხბურთელმა, ლუკა ზარანდიამ შეძლო. გდინიას “არკას” შემტევმა ამის გაკეთება 72-ე წუთზე მოახერხა. საბოლოოდ, სტუმრად 1:3 მარცხის შემდეგ, ფარერის კუნძულელებს სახლში მინიმალური ანგარიშით მოვუგეთ.

ამ გამარჯვების შემდეგ მესამე ჯგუფში ჩვენს ნაკრებს შვიდი ქულა დაუგროვდა და ამჟამად შვიდი ქულით მესამე პოზიციაზეა. მას პოლონეთი (11) და დანია (12) უსწრებენ.

 

17-წლამდე ნაკრებმა პოლონეთთან ფრით დაიწყო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის პირველ ტურში მასპინძელ პოლონეთთან 2:2 ითამაშა.

გიორგი ნემსაძის გუნდი ორჯერ დაწინაურდა მატჩის მიმდინარეობისას – ზურიკო დავითაშვილმა ორივე პენალტი ზუსტად შეასრულა. პოლონელებმა წესები ჯერ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ დაარღვიეს, მერე კი გიორგი გულიაშვილი წააქცია მეკარემ.

მეორე ტაიმში წნეხი იმანაც გაზარდა, რომ ივა გელაშვილმა მეორე ყვითელი მიიღო და გააძევეს.

საბოლოოდ 2:2 და ჩვენი გუნდი ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს მაკედონიას 3:0 აჯობა.

პოლონეთთან შემადგენლობა ასეთი იყო: ხარშილაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, მექვაბიშვილი, აზაროვი (კალანდაძე 5), ჩოთალიშვილი (ჭინჭარაული 55), ტალახაძე, მესიაჩენკო, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი (ჯანგველაძე 79).

Gff.Ge

მწვრთნელთა PRO-ლიცენზია – მეორე დღე

მწვრთენლთა საგანმანათლებლო პროგრამის PRO-ლიცენზიის მაძიებლები სწავლების მეორე დღის პირველ ნაწილში ჯგუფურ სამუშაოებში ჩაერთნენ. ახალი ინსტიტუტის – ტუტორთა ჩართულობის პრაქტიკულ მიმდინარეობას აკვირდება უეფას მწვრთნელთა განათლების ექსპერტი გენადი სკურტული, რომელიც საქართველოში კვირის ბოლომდე დარჩება.

დღესვე, 20 ქართველი მწვრთნელი პრაქტიკულ სესიებში მიიღებს მონაწილეობას.

პროგრამის მეორე დღე კურსის ტუტორებმა შეაფასეს:

ოთარ გაბელია: “საქართველოში გამართული პრო-ლიცენზიის პირველი კურსი 15-მა მწვრთნელმა გავიარეთ. აღნიშნული პროგრამის საშუალებით უამრავ სიახლეს გავეცანი. მწვრთნელობა ისეთი პროფესიაა, რომელსაც ყოველდღიური სწავლა და განვითარება სჭირდება. ჩვენ 2 წლის უკან ავიღეთ ლიცენზია და მას შემდეგაც უამრავი ცვლილება მოხდა ფეხბურთში. პრო-ლიცენზიის მეორე კურსი პირველისგან განსხვავებულია და ის საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტი სიახლე შევიტყოთ ჩვენი საქმიანობის შესახებ. ეს ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის შესანიშნავი შანსია. მადლობელი ვარ ფეხბურთის ფედერაციის, რომ უკვე მეორედ ტარდება მწვრთნელთა განათლების უმაღლესი ლიცენზიის კურსი. კურსის მონაწილეებს კი, წარმატებას და კარგი შედეგების ჩვენებას ვუსურვებ.“

გიორგი დევდარიანი: “მეტი კვალიფიციური და განათლებული მწვრთნელი  პირდაპირპროპორციულად აისახება კლუბებისა და ზოგადად, ქართული ფეხბურთის განვითარებაზე. რა თქმა უნდა, წინა კურსთან შედარებით არის განსხვავებები. იმიტომ, რომ ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სფერო მწვრთნელთა განათლებაც ვითარდება და იხვეწება.“

თეიმურაზ შალამბერიძე: “ჩვენი მწვრთნელებისთვის და ზოგადად საქართველოსთვის ეს კურსები ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ქართული ფეხბურთი წინ წაიწევს და განათლებული მწვრთნელები გვეყოლება. ჩვენ პრო-ლიცენზიის კურსები გავლილი გვაქვს, მაგრამ ახალი კურსი განსხვავებული ფორმატით ტარდება. მართალია, სულ მეორე დღეა, რაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ განსხვავებები, რა თქმა უნდა, იგრძნობა. ამჯერად აქცენტი უფრო პრაქტიკულ სამუშაოზე კეთდება.”

Gff.Ge

ახალგაზრდული ნაკრების პირველი ვარჯიში ანტალიაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაბინავდა და დღეს პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. მგზავრობის შემდეგ გია ცეცაძემ გუნდი დიდად აღარ დატვირთა, ძირითადად ბურთთან ავარჯიშა, ხვალიდან კი უკვე ორჯერადი წვრთნები დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში გამგზავრებამდე ბოლო მომენტში ნაკრებს ტრავმების გამო ანრი ჭიჭინაძე და ირაკლი კომახიძე გამოაკლდნენ.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლევან შოვნაძე (დინამო ბთ), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი);

მცველები: გურამ გიორბელიძე (სიონი), ლუკა გადრანი (ცხინვალი), დავით კობოური (დინამო თბ), აკაკი შულაია (დინამო თბ), გიორგი ახალაძე (სამტრედია), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), ირაკლი რუხაძე (თელავი), გაბრიელ საღრიშვილი (სამგურალი), პაატა ღუდუშაური (ვიტ ჯორჯია), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), გიორგი ხარებაშვილი (თელავი), ლუკა ნადირაძე (ოლიმპიკი, უკრაინა), ირაკლი კამლაძე (ვიტ ჯორჯია);

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (რუსთავი), ვატო არველაძე (ლოკომოტივი).

Gff.Ge

17-წლამდელები მინსკში მიემგზავრებიან

ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადების მორიგ ეტაპზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა დღეიდან სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეკრება დაიწყო. გიორგი ნემსაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთაგან 20 იანვარს მინსკის საერთაშორისო ტურნირზე წასაყვანთა სიას შეადგენს.

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა კუტალაძე (დინამო თბ);

მცველები: ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), ზურაბ გიგაშვილი (ანკარაგიუჯუ, თურქეთი), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), გოგა გოგოლაძე (რუსთავი), ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (დინამო თბ), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო);

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), გიორგი შალიკაშვილი (დინამო თბ), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), თორნიკე ასკურავა (საბურთალო), ლადო ჩიხლაძე (საბურთალო), აკაკი დეკანოსიძე (იმოლეზე, იტალია);

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (დინამო თბ), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (იბერია).

მინსკის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი 21-28 იანვარს გაიმართება. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მესამე ჯგუფშია უკრაინასთან, ყაზახეთთან და მოლდოვასთან ერთად. გიორგი ნემსაძის გუნდი 22 იანვარს ყაზახეთს ეთამაშება, 23 იანვარს – მოლდოვას, ხოლო 25 იანვარს – უკრაინას. ამის შემდეგ კი პლეიოფები დაიწყება.

Gff.Ge

თბილისში 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა

18 სექტემბერს 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეთორმეტე ჯგუფის ბოლო შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საბერძნეთს უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა. ანგარიში ქართველმა გოგონებმა გახსნეს, 39-ე წუთზე ბერძნებს ირინა ხაბურძანიამ გაუტანა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება და საბოლოო შედეგის დაფიქსირება მატჩის მიწურულს მოახერხეს. 89-ე წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად დესპოინა ჩაძინიკოლაუმ შეასრულა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს პოლონეთისა და რუსეთის 19-წლამდე ნაკრებები დაუპირისპირდნენ. „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეთორმეტე ჯგუფში მოპოვებული 7 ქულით პირველი ადგილი პოლონეთის 19-წლამდე ნაკრებმა დაიკავა. მეორეზე კი, 5 ქულით რუსეთის ნაკრები გავიდა. ორივე გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას ელიტ-რაუნდში განაგრძობს.

საქართველო ქ U19 – საბერძნეთი ქ U19 1:1

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

საქართველო ქ U19გაბუნია, ჯანიკაშვილი, ჩხარტიშვილი, მინაძე, კენჭოშვილი, შონია, დიმოპულუ, ხაბურძანია, ეპიტაშვილი (69’ ნარსია), კალანდაძე, ნაკვეთაური

სათადარიგო შემადგენლობა: კომლაძე, ანთაძე, ჭუჭულაშვილი, ფერაძე, გუჯაბიძე, ხანდაზიანი

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

საბერძნეთი ქ U19ხარძიხარისტო, პატერნა, კატირციდუ, ცაკირი, პალამა, პულიუ, პაპაიოანუ (73’ გულა), გეორგანძი (83’ კაპნისი), ჩაძინიკოლაუ, დრაკონაკი, საჩინიდუ (55’ გაციუ)

სათადარიგო შემადგენლობა: კავური, კალდი, კალესი, სომადი

მთავარი მწვრთნელი: ანტონიოს პრიონასი

მსაჯები: ანა აგიარი (პორტუგალია), ვანესა ალექსანდრა დიასი (პორტუგალია), სინა დიკმანი (გერმანია), ანგელიკა სოდერი (გერმანია)

გაფრთხილება: 20’ ხაბურძანია, 72’ ნარსია

გოლი: 1:0 ხაბურძანია (39), 1:1 ჩაზინიკოლაუ (პენ) (89)

პოლონეთი ქ U19 – რუსეთი ქ U19 2:2

თბილისი, „დავით პეტრიაშვილი არენა“

პოლონეთი ქ U19პიატეკი, სტასიაკი, ტურკიევიჩი, ზბირადი (68’ კოვალჩიკი), მილეკი, ზავისტოვსკა, ოლსჟევსკა, ვოსი, იედლინსკა (46’ ოსინსკა), პარცჟევსკა, რატაიჩეკი

სათადარიგო შემადგენლობა: სოვალსკა, კუციევიჩი, დრაგუნოვიჩი, კარცჟევსკა, სირანტი, გასიენიეცი, ზაიაცი

მთავარი მწვრთნელი: მარცინ კასპროვიჩი

რუსეთი ქ U19სტანოვოვა, ბესპალიკოვა, ნიკიტინა, შკოდა (69’ ერმოლაევა), კუზმინა, კუროპატკინა, დუბოვა, შეინა (56’ რუზინა), ორგანოვა, ჩერკასოვა, მაშინა

სათადარიგო შემადგენლობა: ტ. დრონოვა, ფედოტოვა, შესტერნევა, ა. დრონოვა, მანუილოვა, მიაგკოვა, ვანკოვა

მსაჯები: ტანია ფერნანდეს მორაისი (ლუქსემბურგი), ბერენგერე პიერარტი (ბელგია), ქეთევან გაიპარაშვილი (საქართველო), ხათუნა მაისურაძე (საქართველო)

გაფრთიხლება: 44’ პიატეკი, 48’ პარცჟევსკა, 60’ დუბოვა, 70’ ოსინსკა, 90+8’ ბესპალიკოვა

გოლები: 1:0 რატაიჩეკი (11), 1:1 კუზმინა (პენ) (45), 2:1 ზავისტოვსკა (49), 2:2 ნიკიტინა (85)

Gff.Ge

ახალგაზრდული ნაკრებების ახალი სისტემა (ვიდეო)

საქართველოში ასაკობრივი ნაკრებების ახალი სისტემა დაინერგა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალგაზრდული ნაკრებების განვითარების ახალი ეტაპს იწყებს. ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მსოფლიოს წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში აპრობირებული სტრატეგია შეიმუშავა.

ამიერიდან, საქართველოში 15-წლამდე ასაკიდან 21-წლამდე ასაკის ჩათვლით, 7 დამოუკიდებელი ასაკობრივი ნაკრები იქნება. რაც ყველა ასაკობრივ ჯგუფში სანაკრებო შეკრებების ჩატარებას, ამხანაგური მატჩების დაგეგმვას და კონკურენტუნარიანი ნაკრების შექმნას გულისხმობს, რაც თავისთავად გაზრდის შანსს,რომ ასაკობრივ ნაკრებებში დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშეებმა არამხოლოდ ასაკობრივ გუნდს მოუტანონ წარმატება, არამედ საბოლოოდ 21-წლამდე და მომავალში ეროვნულ ნაკრებს.

ახალი გეგმის ფარგლებში უკვე ჩამოყალიბდა საქართველოს 20-წლამდე ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვასილ მაისურაძე იქნება. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული გუნდი იქნება საუკეთესო შანსი იმ მოთამაშეების პროგრესისთვის, რომლებიც 19-წლამდე ნაკრებში ასაკობრივი ზღვარის გამო აღარ ითამაშებენ და სწორედ ვასილ მაისურაძის გუნდი იქნება ძირითადი, 21 წლამდე ნაკრების საბაზისო გუნდი. აღნიშნულ ნაკრებს ექნება ამხანაგური მატჩები, საწვრთნელი შეკრებები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

19-წლამდე ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანი უხელმძღვანელებს. ასევე უკვე დაკომპლექტდა 15-დან 18 წლამდე ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბები.

18-წლამდე ნაკრები – მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე
17-წლამდე ნაკრები – მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე
16-წლამდე ნაკრები – მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე
15-წლამდე ნაკრები – მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიტაური

სისტემა იყოფა სამ ძირითად ნაწილად,რომელიც ითვალისწინებს ყოველწლიურად 15-დან 17 წლამდე ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელების მონაცვლეობას. აგრეთვე 18 და 19 წლამდე ნაკრებების მთავარი მწვრთნელების იგივე პრინციპით გადაადგილებას.
აღნიშნული გეგმა იქნება გარანტი,იმის,რომ ყველა ასაკობრივ ნაკრებს ჰქონდეს უწყვეტი ჯაჭვი და მწვრთნელები ფლობდნენ სრულ ინფორმაციას მათ გუნდში გამოძახებულ თითოეულ მოთამაშეზე.

Gff.Ge

U19: საქართველომ ალბანეთს სძლია

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროშესარჩევისთვის მზადების ფარგლებში მეორე ამხანაგური მატჩი გამართა სტუმრად ალბანეთთან და 1:0 დაამარცხა მეტოქე.

გიორგი ყიფიანის გუნდი მეორე ტაიმში დაწინაურდა. 50-ე წუთზე ლევან ხარაბაძის დარტყმული ალბანელ ფეხბურთელს მოხვდა და კარში შევარდა. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებს კიდევ ჰქონდა რამდენიმე მომენტი, თუმცა ვერც მასპინძლებმა და ვერც სტუმრებმა გოლის გატანა ვეღარ შეძლეს. ბოლო წუთებზე კი ალბანელებს უხეშობისთვის კაციც გაუძევეს.

გიორგი ყიფიანმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა: კერესელიძე, ტაბატაძე, ასათიანი, ფურცელაძე, ხარაბაძე, ანდრონიკაშვილი, დარცმელია, ქოჩორაშვილი, ზარიძე, კუხიანიძე, ერგემლიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ნ. ნინუა, ოზბეთელაშვილი, ა. ნინუა, მალი, თოლორდავა, ქავთარაძე.

 

Gff.Ge

U19: საქართველომ შვედეთი დაამარცხა!

დღეს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურმა აიღო სტარტი.

“მიხეილ მესხზე” ერთმანეთს საქართველოსა და შვედეთის ასაკობრივი ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ჩვენთვის პოზიტიურად დაიწყო. უკვე მე-3 წუთზე თავდამსხმელმა, გიორგი კოხრეიძემ შვედების შეცდომით ისარგებლა, საჯარიმოში ბურთი მიიღო, ერთი მეტოქე მოატყუა და ახლო პოზიციიდან გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. ამის შემდეგ მეტოქე უფრო გააქტიურდა და ცენტრიც დაიკავა, თუმცა ქართველი მცველების კარგი თამაშის გამო მეტოქეები ვერაფერს გახდნენ.

31-ე წუთზე ჩაკვეტაძე გაიჭრა მარცხენა ფლანგზე. მან ერთი მეტოქის მოტყება მოახერხა და მეკარესთან პირისპირ გასულმა კარში დაარტყა. მაღალი ბურთი მისგან მარჯვენა კუთხეში ჩაეშვა და ანგარიში 2:0 გახდა. სულ ცოტა ხანში გიორგი არაბიძე გავიდა ერთი ერთზე, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. საბოლოოდ, პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ნახევარი უკვე ნეგატიურად დაიწყო. 47-ე წუთზე კრალი გაიჭრა მარცხენა ფლანგზე, მან საჯარიმოში მყოფ გიოკერეს დაბალი პასი გაუკეთა, რომელმაც ჩოჩიშვილის კარი აიღო. ამის შემდეგ იყო ჩაკვეტაძის კიდევ ერთი სოლორეიდი, რომელმაც მოედნის ნახევარი გაიატრა, რამდენიმე მეტოქე მოატყუა, თუმცა ბოლოს მისი შეჩერება მაინც შეძლეს.

შვედეთი გააქტიურდა და რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა. 75-ე წუთზე მეტოქემ კუთხური მოაწოდა, ქართველებმა ბურთი გამოიტანეს, რომელიც კარლსონს მიუვიდა და შორიდან უძლიერესად დაარტყა. მეთერთმეტე ნომერმა მიზანს სულ ცოტათი ააცილა.

ამის შემდეგ ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშით, 2-1 მოიგო და სამი ქულა დაუგროვდა. იგი ჯერჯერობით მესამე ადგილზეა. შვედეთი ნულით ბოლოზეა.

საქართველო: ჩოჩიშვილი, მალი, კობოური, ბურჯანაძე, ლაკვეხელიანი, კუცია, სამურკასოვი ხუბაშვილი 88 წთ.), ქოჩორაშვილი (საღრიშვილი 71 წთ.), ჩაკვეტაძე (არველაძე 86 წთ.), არაბიძე, კოხრეიძე.

შვედეთი: იოჰანსონი, ანდერსონი, კოლი, კრალაი, იშერვუდი, სვენსონი (აჰმედოზიჩი 80 წთ.), იოჰანსონი (ლიდბერგი 46 წთ.), კარლსონი, ჯაჯიჩი, საბოვიჩი (ადრიანი, 32 წთ.), გიოკერესი.

გაფრთხილებები: ქოჩორაშვილი (38 წთ.), სამურკასოვი (64 წთ.), ლაკვეხელიანი (74 წთ.) არველაძე (90 წთ.) – საბოვიჩი (28 წთ.), გიოკერესი (23 წთ.), ლიდბერგი (54 წთ.)

 

ქართველმა 16-წლამდელებმა თურქულ ტურნირზე სლოვენია დაამარცხეს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში მიმდინარე  საერთაშორისო ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი მოიგო. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ქართველებმა საწყისი 2 წაგების შემდეგ მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვეს. საქართველო სლოვენიის ნაკრებს შეხვდა, რომელთანაც მესამე მეოთხედის მიწურულს 22 ქულით აგებდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება მოახერხა – 85:81.

საქართველოს მსგავსად სლოვენიელებმა ჯგუფის პირველი 2 შეხვედრა წააგეს. დღევანდელ მატჩში კი გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ქართელებმა არ დაანებეს. კაზანჯიანის გუნდმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე სლოვენიელები 62:40 იგებდნენ და ალბათ ვერ წარმოიდგენდნენ, თუკი დამარცხდებოდნენ.

ქართველები წაგებას არ შეეგუვნენ და ბოლომდე იბრძლეს. მესამე მეოთხედის დასრულებამდე ლადო ფურცხვანიძის, საბა აკობიას, გიორგი გვიანიძის და გიორგი ცხოვრებოვის შედეგიანობით ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს – 56:65. გადამწყვეტ მეოთხედში ქართველებმა შედეგიანი თამაში განაგრძეს და მატჩის დასრულებამდე 4,30 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს – 73:73. ქართველების ქებული თამაშით თავბრუდახვეულმა სლოვენიელებმა ერთი კი გაიბრძოლეს, მაგრამ  საბოლოოდ ვერას გახდნენ.

ქართველებში 16 ქულითა და 12 ქულით ლადო ფურცხვანიძე გამოირჩა. 17 ქულით კი ბომბარდირი საბა აკობია გახდა. 10-10 ქულა მიითვალეს ლუკა ბულაშვილმა და ლევან ბაბილოძემ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის განაგრძობს. 6 თებერვალს კაზანჯიანის გუნდი ბოსნიას დაუპირისპირდება.

16-წლამდელები. საერთაშორისო ტურნირი. საქარია. თურქეთი. 4 თებერვალი

სლოვენია 81:85 საქართველო

20:14, 25: 17, 20:25, 16:29

საქართველო: დარბაიძე (7ქ, 5მ), ლოლიშვილი, ცხოვრებოვი (2), ფურცხვანიძე (16ქ, 12მ), აკობია (17ქ, 5მ), ლეონიძე (3), დოლიძე (2), გვიანიძე (8), თვალაბეიშვილი (4), ბულაშვილი (10), აფხაზავა (6ქ, 6პ), ბაბილოძე (10)

gbf.ge

16-წლამდელები გერმანიასთანაც დამარცხდნენ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მეორე მატჩი გერმანიის ნაკრებთან წააგო. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრა დიდი სხვაობით – 30:71 დათმო.

გერმანიამ პირველ ტურში სლოვენია გაანადგურა, დღეს კი სლოვენიელებმა შვედეთს შანსი არ დაუტოვეს. გერმანელები ერთი თავით მაღლა იდგნენ ქართველებზე. საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი – 10 ქულა დააგროვა დავით აფხაზავამ, 6-6 ქულა ჰქონდათ ლადო ფურცხვანიძეს და ნიკა ლეონიძეს, ხოლო ლევან ბაბილოძემ, ლუკა ბულაშვილმა და ნიკოლოზ ლილიშვილმა 2-2 ქულა მიითვალეს. ბარემ გეტყვით, რომ თითო ქულა საბა აკობიას და ნიკოლოზ დარბაიძის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან ვეღარ გავა. ბოლო ტურის მატჩს კი  ქართველები 4 თებერვალს, სლოვენიასთან გამართავენ, რის შემდეგაც სხვა ჯგუფებში ჩარჩნილ გუნდებთან ერთან ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის განაგრძობენ.

 

საქართველოს 16-წლამდელები თურქეთში შვედეთთან დამარცხდნენ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ საქარიაში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი მატჩი გამართა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი ქართველების პირველი მეტოქე შვედეთი გახლდათ, რომელთანაც ჩვენებმა 16 ქულის სხვაობით – 51:67 წააგეს.

საქართელოს ნაკრებისთვის მატჩი სახარბიელოდ ვერ წარიმართა. ბევრი შეცდომებისა და აცილებული ბურთების ფონზე შვედებს თამაში არ უჭირდათ და საწყისი მეოთხედი ხომ იოლად მოიგეს, დიდი შესვენებისთვის 14 ქულით დაწინაურდნენ.

მესამე პერიოდში ქართველებმა მეტოქეს აჯობეს. აქცენტი დაცვაზე გააკეთეს და მეტოქეს შეტევის ორგანიზებას, ანაც შედეგიანად დაგვირგვინებას იოლად არ ანებებდნენ. საპასუხოდ, შეტევაში სწრაფად გადადიოდნენ და ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს – 37:45 ბოლო მეოთხედის წინ.

ქართველებს წარმატების მცირე შანსი კი გააჩნდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. შვედებმა შორიდანაც ჩააგდეს,სწრაფი შეტევებითაც და ჩამორჩენილ ქართველებმა შეცდომებს უხშირეს. საბოლოოდ კაზანჯიანის გუნდმა 16-ქულიანი მარცხი განიცადა.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგით დავით აფხაზავა გამოირჩა, რომელმაც 17 ქულა და 6 პასი მოაგროვა. 7 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა ქუთაისელ ლადო ფურცხვანიძეს. ჩვენს ჯგუფში გამართული მეორე მატჩში გერმანიამ 83:55 გაანადგურა სლოვენია. ხვალ, 4 თბერვალს, საქართვეოს ნაკრები გერმანიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.

16-წლამდელები. საერთაშორისო ტურნირი. საქარია. თურქეთი. 2 თებერვალი

შვედეთი 67:51 საქართველო

18:11, 17:10, 10:16, 22:14

საქართველო: დარბაიძე (2ქ, 4მ), ლოლიშვილი (2), ცხოვრებოვი, ფურცხვანიძე (7ქ, 12მ), აკობია, ლეონიძე (5), დოლიძე, გვიანიძე (4), თვალაბეიშვილი (2ქ, 6მ), ბულაშვილი (5), აფხაზავა (17ქ, 6პ, 3მ, 2ჩ), ბაბილოძე (7)