“პალმეირასმა” კონტრაქტი 42 წლის ზე რობერტოს გაუხანგრძლივა

ბრაზილიური “პალმეირასის” ხელმძღვანელებმა გუნდის ვეტერან მცველს, ზე რობერტოს კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივეს.

მადრიდის “რეალისა” და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა ნახევარმცველმა, რომელსაც ახლახან შეუსრულდა 42 წელი, თავად გამოთქვა 43 წლამდე თამაშის სურვილი.

“აქ დროის გასაფლანგად არ მოვსულვარ, ტიტულების მოგება მინდოდა. ორი ტიტული უკვე მოვიგე, თუმცა ჩემს კოლექციას კოპა ლიბერტადორესის ტიტული მაინც აკლია, რაც აუცილებლად უნდა გამოვასწორო. მინდა კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდე, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ.”

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ გასულ სეზონში ზე რობერტო მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, რითიც გუნდს ბრაზილიის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.

გაიცანით გაბრიელ ჟეზუსი – ბრაზილიელი ვუნდერკიდი, რომლითაც “ბარსა” ინტერესდება

ახალგაზრდა ბრაზილიელები, რომლებიც ნამდვილად ნიჭიერები არიან, თინეიჯერობის პერიოდიდან ხდებიან დიდი გუნდების რადარებზე და ვარსკვლავის სტატუსსაც “იწებებენ”. მაგალითად, 18 წლის ასაკში ნეიმარი უკვე ვარსკვლავად მოიხსენიებოდა. ამ დროს, მას უკვე მოგებული ჰქონდა კოპა ლიბერტადორესი. მსგავსად ნეიმარისა, რონალდოსა და რონალდინიოს კარიერასაც მსგავსი დასაწყისები ჰქონდათ მანამ, სანამ ისინი ევროპაში გადაინაცვლებდნენ.

“პალმეირასის” გაბრიელ ჟეზუსი ბრაზილიაში დაბადებული კიდევ ერთი ვუნდერკიდი გახლავთ. მის მიერ წარმოქმნილი ტალღები ამერიკის კონტინენტსაც გაცდა – 19 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს კატალონიური “ბარსელონა” იჩენს.

მაგრამ ვინ არის ის და რატომ უნდათ კატალონიელებს ასე ძალიან მისი გადაბირება?

სან-პაულოში დაბადებული ჟეზუსი ჟარდიმ პერის გარეუბანში იზრდებოდა, მეტროპოლისის ჩრდილოეთ ნაწილში. მან საკმაოდ სწრაფად გაითქვა სახელი – 2012 წელს “ანჰანგერას” რიგებში ყოფნის დროს, ბრაზილიელმა 29 გოლის გატანა მოახერხა კოპა სან-პაულუს ტურნირში და ჩემპიონატის ბომბარდირიც გახდა. ამან კი “ვერდაოს” ყურადღება მიიქცია.

“მძიმეწონიანთა” ჩემპიონატში გაბრიელ ფერნანდოს დებიუტი საკმაოდ შედეგიანი გამოდგა – მან 16 გოლის გატანა მოახერხა 17-წლამდელთა დივიზიონში. მომავალი წელი მისთვის გაცილებით უფრო კარგი გამოდგა, რამეთუ მან 38 გოლის გატანა შეძლო 22 მატჩში. ამ ტურნირზე ასეთი შედეგი არავის დაუფიქსირებია. მართალია, “პალმეირასი” ფინალში “სანტოსთან” დამარცხდა, თუმცა კარგი ასპარეზობისათვის გაბრიელი 5-წლიანი კონტრაქტით დააჯილდოვეს.

ამჟამად, 2016 წლის სეზონში გაბრიელ ჟეზუსი კვლავ წინ მიიწევს. ახალგაზრდა ბრაზილიელი სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირია ამ მომენტისათვის (10 გოლით). მისი “პალმეირასი” კი სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება.

“ატლეტიკო ნასიონალისა” და კოლუმბიის ნაკრების პერსპექტიულ ლიდერთან, მარლოს მორენოსა და “პსჟ-ს” დაკვირვებაში მყოფ ჯოვანი ლო ჩესკოსთან ერთად, გაბრიელი სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ყველაზე რეიტინგული ფეხბურთელია.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მისი “დიდ რონალდოსთან” შედარება გადამეტებულად ჩანს. მაგრამ, როცა თვითონ რონალდო აკეთებს ამ შედარებას, მაშინ რა გაეწყობა? “მე ვხედავ რაღაც მსგავსებებს. ის ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა მან უკვე შეძლო და მიაღწია დიდ წარმატებებს.” – განუცხადა ბრაზილიელმა ლეგენდამ TV Globo-ს.

გაბრიელი ტექნიკით რაღაცნაირად წააგავს კიდეც იმ რონალდოს. ტექნიკასა და გოლეადორობის უნართან ერთად მას სხვებისაგან მოედნის განსაკუთრებული ხედვაც გამოარჩევს, რაც მას 25 იარდის მოშორებიდანაც კი ძალიან საშიშად აქცევს. საშუალოდ, თითო მატჩში მასზე 3.5-ჯერ ჯარიმდებიან. როგორც ჩანს, ეს მისი შეჩერების ერთადერთი გზაა.

იმის დასამტკიცებლად, რომ “ბარსელონას” მაისურის მორგების ღირსი არის, გაბრიელ ჟეზუსს შესანიშნავი შანსი ეძლევა – აგვისტოში მას არც მეტი არც ნაკლები ნეიმარის გვერდით თამაშის შანსი მიეცემა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე.

რაც შეეხება ამ ტრანსფერის ფინანსურ საკითხს, კატალონიელები 15 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. თუმცა, “პალმეირასის” ხელმძღვანელები ირწმუნებიან, რომ გაბრიელს ასე ადვილად არ დათმობენ.

“ევროპასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მივიღე, მინდა აქ დავრჩე. “პალმეირასი” ჩემპიონობისთვის იბრძვის და მათ ჩემი დახმარება ესაჭიროებათ.” – განაცხადა ბრაზილიელმა ამ თვეში.

“იუვემ” ახალგაზრდა ბრაზილიელისთვის 15 მილიონი გაამზადა

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები მზად არიან 15 მილიონი ევრო გაიღონ ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელის, გაბრიელ ჟესუსის სანაცვლოდ.

გაბრიელ ჟესუსი შემტევი ნახევარმცველი გახლავთ, რომელიც ამ დროისთვის “პალმეირასის” ღირსებას იცავს, თუმცა მისი 30% სხვა მხარეს ეკუთვნის.

აღნიშნული ფეხბურთელი “იუვეს” ბრაზილიურ მისიაზე გაგზავნილმა სკაუტმა, ფაბიო პარატიჩმა შეამჩნია, რომელიც ჟესუსის მსგავსად “კორინთიანსის” მატეო პერეირათიც მოიხიბლა.

თუმცა, გაბრიელის კონტრაქტის თანახმად, თუ უცხოური კლუბი მის გადაბირებას მოინდომებს, ამისათვის 40 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს, მაგრამ ეს თანხა 24 მილიონამდე შემდეგი 5 კლუბისთვის ეცემა: “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “რეალი”, “პსჟ” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.

რობინიომ როჟერიო სენის შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

26 მარტს, ბრაზილიის პაულისტა A1-ში, “პალმეირასმა” საკუთარ მოედანზე “სან პაულუ” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე რობინიომ გახსნა, რომელმაც როჟერიო სენის ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

რობინიომ მეტოქეს შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა (ვიდეო)

1 მარტს, ბრაზილიის პაულსიტა A1-ში “პალმეირასმა” საკუთარ მოედანზე “კაპივარიანო” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის 81-ე წუთზე, შეხვედრაში ანგარიში რობინიომ ლამაზი გოლით გახსნა.

“პალმეირასის” ფეხბურთელმა სამი მეტრიდან ცარიელ კარს ააცილა (ვიდეო)

გასულ უქმეებზე “პალმეირასსა “და “ოსასკო აუდაქსს” შორის გამართულ მატჩში “პალმეირასის” ფეხბურთელმა მაიკონ ლეიტემ რამდენიმე მეტრიდან ცარილე კარში ბურთის გადაგზავნა ვერ მოახერხა.

“პალმეირასის” ფეხბურთელმა რონალდინიოს მიბაძა

“პალმეირასის” ფეხბურთელმა ხორხე ვალდივიამ “ვიტორიასთან” გამართულ მატჩში პასი ზურგით გააკეთა.

რა დაემართა ლუსიოს მეტოქესთან შეჯახების შემდეგ?

20 ივლისს, ბრაზილიის ჩემპიონატში “პალმეირასსა” და “კრუზეიროს” შორის გამართულ შეხვედრაში ვეტერანი მცველი ლუსიო დაშავდა.

მსაჯმა ფეხბურთელს თავი ჩაარტყა

ბრაზილიაში, “პალმეირასსა” და “კორინთიასს” შორის გამართულ მატჩში, მთავარმა არბიტრმა “პალმეირასის” ფეხბურთელ ვალდივიას თავი ჩაარტყა, რის გამოც მოთამაშე მინდორზე დაეცა.

ლეგენდარულმა როჟერიო სენიმ მეტოქის განზრახ წაქცევა ვერ მოახერხა

2 თებერვალს, ბრაზილიის ჩემპიონატში, “პალმეირასსა” და “სან-პაულუს” შორის გამართულ შეხვედრაში (2:0), ერთ-ერთი გაშვებული გოლის შემდეგ, “სან-პაულუს” ლეგენდარული კარის დარაჯი, როჟერიო სენი ისე გაბრაზდა, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელის განზრახ წაქცევა სცადა.