ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა გუილემ ბალაგემ განაცხადა, რომ ლონდონის “არსენალს” სესკ ფაბრეგასის გადაბირების დროს, ლეო მესის და ჟერარ პიკეს გადაბირებაც შეეძლო.
პერსპექტიული ტრიოს შესახებ ვენგერს 2002 წელს ცნობები მისმა ესპანეთში მყოფმა სკაუტმა ფრანცის საგიგაომ მიაწოდა. წყაროს ცნობით ვენგერი პიკეს და მესის აგენტებთან მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა. თუმცა, საბოლოოდ მხოლოდ ფაბრეგასის გადაბირება მოხერხდა.
ბალაგე წერს, რომ მესის ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი საყოფაცხოვრებო პრობლემები ყოფილა. ინგლისურმა კლუბმა მესის ოჯახისთვის ბინის პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო. არგეტნინელის მშობლებს კი ლონდონში სამსახურის ნებართვის მიღებაზე პრობლემა ექნებოდათ. ტრანსფერის განხორციელება ჭიანურდებოდა, თუმცა “მეთოფეებმა” მესის აგენტს შეატყოინეს, რომ ლონდონში არგენტინელს ყოველთვის ელიან.
მესის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ “არსენალმა” მუშაობა პიკეს და ფაბრეგასის ტრანსფერებზე გააგრძელა. პიკე ლონდონშიც კი ჩავიდა და რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის ყველა პირობა შეთანხმებული იყო, თუმცა ერთადერთი პრობლემა პიკეს ასაკი გახლდათ და მხარეებმაც სიტყვიერი შეთანხმება დადეს, რომლის საფუძველზეც ერთი წლის შემდეგ გააფორმებდნენ კონტრაქტს. მოგვიანებთი, ესპანელმა მცველმა ლონდონში დაბრუნებაზე უარი განაცხადა და “არსენალმაც” მხოლოდ ფაბრეგასთან გააფორმა კონტრაქტი.